ყველამ დაანებოს თავი დაზვერვას და ჯაშუშობას – პაპუაშვილი ფრანგი მზვერავების გაწვევაზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმაურება ფრანგული მედიის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „საფრანგეთმა საქართველოდან დაზვერვის ორი აგენტი გაიწვია“ და აცხადებს, რომ მეგობრული მზვერავი და მტრული მზვერავი არ არსებობს – ყველამ დაანებოს თავი დაზვერვას და ჯაშუშობას!  მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას და უსაფრთხოების სამსახურებს დღეს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ გამოავლინოს საქართველოში სადაზვერვო საქმიანობა და ამიტომ ყველა უნდა გაფრთხილდეს. პაპუაშვილი ამბობს, […]

Continue Reading

მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია – ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე

არც მუშაობა, არც გუნდურობა, არც მკაფიოობა, არც თანმიმდევრულობა ამ პარტიას დიდი ხანია აღარ აქვს და მარტო მიშა ჰგონიათ საკმარისი და ამის ხარჯზე ყველაფერი გონიათ მიღწევადი. სააკაშვილის ფაქტორის ექსპლოატაციის გარდა, დიდი ხანია ნაცმოძრაობამ არაფერი არც იცის, არც გაუკეთებია და არც პოტენციალი აქვს, – წერს „ფედერალისტების” ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში. მისი შეფასებით, სააკაშვილის დრო დიდი ხანია […]

Continue Reading

სერგეი ლავროვი – დასავლეთის მხრიდან იყო საქართველოს რუსეთისგან ჩამოშორების სრულიად აშკარა და ღია მცდელობა

დასავლეთს არასოდეს დაუმალავს, რომ სურს ჩვენს მეზობლებს რუსეთთან თანამშრომლობისგან მიღებული სარგებელი დააკარგვინოს და აიძულოს, გადაიხადონ იმ ავანტიურის საფასური, რომელსაც დასავლეთი ყოველთვის ამზადებდა და დღემდე ამზადებს – კერძოდ, რუსეთის დასუსტებისა და, უკეთეს შემთხვევაში, მისი დაშლის მიზნით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ამ კონტექსტში მან უკრაინაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ […]

Continue Reading

რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოებისთვის მზად არის – რა პირობას აყენებს მოსკოვი

რუსეთის საგარეი საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოებისთვის მზადაა. თუმცა, აქვე დასძენს, რომ ეს ორმხრივი უნდა იყოს. ზახაროვამ შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, რომელიც, მისი აზრით, „პრაგმატული პოლიტიკის გატარებას ცდილობს“, ყურადღებით მოუსმენს ხალხის ხმას. „ჩვენ მზად ვართ საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოებისთვის, მაგრამ ეს ორმხრივი უნდა იყოს. თქვენ ახსენეთ […]

Continue Reading

საფრანგეთმა დაზვერვის ორი აგენტი საქართველოდან გაიწვია – Intelligence Online

დაზვერვისა და დიპლომატიურ ურთიერთობებზე მომუშავე ფრანგული წამყვანი გამოცემა Intelligence Online ავრცელებს ინფორმაციას საქართველოდან საფრანგეთის მხრიდან დაზვერვის აგენტების გაწვევის შესახებ.გამოცემის ცნობით, აგენტები მაისის თვეში გაიწვიეს და მათი გაწვევის ფონია “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის “ყოფილი თანამოაზრის” დაკავება – გამოცემა ამ დახასიათების ქვეშ გულისხმობს გიორგი უძილაურს, “ქართუ ბანკის” ყოფილ პრესმდივანსა და ფინანსური პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს. ის 5 […]

Continue Reading

პრემიერი მედიას – რა საქართველო და ირანი? ჯო უილსონები ხომ არ ხართ კაცო?

რა საქართველო და ირანი? ჯო უილსონები ხომ არ ხართ კაცო? – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კითხვას, რომელიც ამერიკელი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისთვის მარკო რუბიოსთვის დასმულ შეკითხვას ეხებოდა. კობახიძის თქმით, ამერიკული ადმინისტრაცია თავად საუბრობს, რომ ყველაფერს აკეთებს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის და იმაზე, რომ მას რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებაც უნდა. „ამერიკული ადმინისტრაცია თავად […]

Continue Reading

იმედია, შევძლებთ არა მხოლოდ ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი საქციელის შეცვლას – ცნობილია, რას ელოდება ამერიკა საქართველოსგან

იმედია, საქართველოს შემთხვევაში ტრაექტორიის ცვლილებას დავინახავთ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოსმენის დროს განაცხადა. კერძოდ, რუბიოს პასუხი რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის კითხვას მოყვა, რომელიც ასე ჟღერდა: “პრო-ირანული რეჟიმისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მხარდამჭერი “ქართული ოცნების” არალეგიტიმური მთავრობა საფრთხეს უქმნის აშშ-ის წვდომას. გაყალბებული არჩევნები იყო საქართველოში. ამის გათვალისწინებით, ისინი ეხმარებიან ირანულ “ისლამური […]

Continue Reading

აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიდგომა განსხვავდება წინა ადმინისტრაციის მიდგომისგან, ეს გვაიმედებს – ირაკლი კობახიძე

ძალიან კარგია, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომა თვისებრივად განსხვავდება იმ მიდგომისგან, რომელსაც ავლენდა წინა ადმინისტრაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ყველაფერი იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. „2020 და 2024 წელი რომ გავიხსენოთ, მაშინ პირიქით, სწორედ ყოფილი ადმინისტრაცია უწყობდა ხელს საბოტაჟს, ბოიკოტს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ახლა ხედავთ, რომ ეს […]

Continue Reading

ველოდებით ივანიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას, საერთაშიროს საპოლიციო გზით მის დაკავებას – ნათელაშვილი ამერიკას მიმართავს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ აშშ-მა ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ უფრო მკაცრი ნაბიჯები უნდა გადადგას. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ნათელაშვილის თქმით, ვაშინგტონის მხრიდან ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები შემრიგებლურ ტონს შეიცავს, რაც, მისი შეფასებით, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას არ შეესაბამება. ნათელაშვილი ტრამპის ადმინისტრაციას „MEGOBARI აქტის“ მიღების, ივანიშვილისა და მისი გუნდის […]

Continue Reading

ელიტური კორუფციის 315 სავარაუდო შემთხვევა, რომელშიც ფიგურირებს „ოცნების“ 257-ზე მეტი მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსანი – “ლელო”

ძლიერი საქართველო – ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 30 მაისის მდგომარეობით, აღრიცხულია ელიტური კორუფციის 315 სავარაუდო შემთხვევა, რომელშიც ფიგურირებს „ქართული ოცნების“ 257-ზე მეტი მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსანი. მისი თქმით, თუ ამ პირობებში არა, მომავალი ეროვნული ხელისუფლება აუცილებლად გამოიძიებს ყველა ამ კორუფციულ საქმეს და არც ერთი ჩინოვნიკი, რომელმაც გაძარცვა საქართველოს ბიუჯეტი, არ დარჩება დაუსჯელი. მისივე […]

Continue Reading