“ხვალ შეიძლება, გაჩნდეს სტუდენტების ან გლეხების მოძრაობა” – “ზურაბიშვილი ქაჯების არმიაში ჩაეწერა”- გია ვოლსკი სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

დღის სიახლეები პოლიტიკა

არ არსებობს ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც გაუძლებს ხალხის უკმაყოფილებას – ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი სერბეთში სტუდენტური მოძრაობის გამარჯვებას.

მეხუთე პრეზიდენტის თქმით, ფაქტმა აჩვენა, როგორ შეუძლია საზოგადოებას გამოკვეთილი ლიდერისა და ძლიერი პოლიტიკური პარტიების გარეშეც გაერთიანება და ხელისუფლების შეცვლა.

“პრაქტიკულად საზოგადოების ყველა სეგმენტში არის უკმაყოფილება, ვინ არის კმაყოფილი იმით, რომ სკოლებს ანგრევენ და არ აშენებენ არასოდეს, იმითი, რომ იზრდება ფასები, იმითი, რომ გარე მოვაჭრეები გაუშვეს სახლში და გამოყარეს იქიდან, სადაც იყვნენ.
არ არსებობს დიქტატურა ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც გაუძლებს ხალხის უკმაყოფილებას. როცა ხალხის მოთმინების ფიალა ივსება, მერე იწყება ასეთი მოძრაობა, ჩვენც ვითმენთ, ვითმენთ და ჩვენც ვგრძნობთ, რომ ივსება და ივსება [მოთმინება], ეს შეიძლება იყოს სტუდენტების მოძრობა, გლეხების მოძრაობა, ამ შემთხვევაში გვაჩვენეს ამ სტუდენტებმა, რომ ლიდერიც არ არის საჭირო, რომ გვეუბნებიან და გვიმეორებენ, რომ თქვენ ვერაფერს ვერ იზავთ, იმიტომ, რომ ლიდერი წინასწარ გამოცხადებული არავინ არ არის.

რეჟიმი თავისით დაიშლება შეიძლება უცებ ისე, რომ ვერავინ ვერ თქვას დღეს არის და ხვალ აღარ არის, საერთოდ ასე ამბობენ დიქტატურებზე, რომ დიქტატურა არის და უცებ აღარაფერი აღარ არის. ეს მოხდა ჩაუჩესკოს რუმინეთში. ეხლა მივდივარ რუმინეთში და ძალიან ბევრ ქვეყანაში.” – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

***

სალომე ზურაბიშვილი ისედაც ამბობს ხოლმე, რომ ქაჯები მიდიან და არა მოდიან, ეხლა თვითონ ჩაეწერა აი ამ ქაჯების არმიაში – ასე ეხმიანება “ქართული ოცნების” ლიდერი გია ვოლსკი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

ვოლსკის თქმით, სალომე ზურაბიშვილზე უშველებელი რესურსი დაიხარჯა და ლიდერად არ გამოდგა და ამიტომ ამბობს, რომ ლიდერის გარეშე რეჟიმის დამარცხება შესაძლებელია.

“ოცნების” ლიდერი თქმით, სერბეთში აბსოლიტურად განსხვავებული პროცესები განვითარდა.

“ნუ, სალომე ზურაბიშვილი გარკვეულად თავს იმართლებს იმასთან დაკაშირებით, რომ უშველებელი რესურსი დაიხარჯა მასზე და ლიდერად არ გამოდგა და ლიდერის გარეშეც შეიძლება რაღაცის გაკეთება ამბობს, მაშინ, როცა სერბეთში აბსოლიტურად სხვანაირი პროცესები განვითარდა. ტენდენციები სახეზეა და გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იქნება რომ არა მუდმივად აი ეს, როგორც სალომე ზურაბიშვილი ახასიათებს აი ეს ქაჯების ყოველდღიური შემოტევა, ყოველღიური.
სალომე ზურაბიშვილი ისედაც ამბობს ხოლმე, რომ ქაჯები მიდიან და არა მოდიან, ეხლა თვითონ ჩაეწერა აი ამ ქაჯების არმიაში.” – აცხადებს გია ვოლსკი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *