ბაქოს ცენტრალურ იასამალის რაიონში საქართველოს საელჩოს ახალი შენობა აშენდება.
ის 3400 კვადრატული მეტრის ფართობზე, ნარიმან ნარიმანოვისა და ბაშირ საფაროღლუს ქუჩების კვეთაზე განთავსდება.
პროექტი „Design-Build“ სქემის მიხედვით განხორციელდება, რომლის მიხედვითაც დიზაინი და მშენებლობა ერთ კონტრაქტშია გაერთიანებული.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით დაფინანსდება. დასრულების შემდეგ შენობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცემა.
საელჩოსა და საქართველოს ელჩის რეზიდენციისთვის განკუთვნილი მიწა აზერბაიჯანმა 2025 წლის იანვარში გადასცა.
ბაქოში საქართველოს საელჩო ამჟამად ნარიმანოვის რაიონში, იაშარ ჰუსეინოვის ქუჩაზე მდებარეობს.
vestikavkaza.ru



