ნანუკა ჟორჟოლიანი ბიძინა ივანიშვილს – “ურჩიეთ პროკურატურას ბავშვების ფონდს მოხსნან ყადაღა. იცით რამდენ ბავშვს დავეხმარები თითქმის ნახევარი მილიონით, რომელიც ანგარიშებზე დევს?”

დღის სიახლეები პოლიტიკა

ურჩიეთ” პროკურატურას, ბავშვების ფონდს მოხსნან ყადაღა – ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

“არ დაგიწყებთ იმის მოყოლას რა გაუკეთებია ნანუკას ფონდს. პროკურატურას დეტალურად აქვს ჩემი დოკუმენტაცია შესწავლილი და ალბათ უკვე გეტყოდნენ, რომ თქვენი “ერთგული” ვეზირებისგან განსხვავებით ერთი ლარიც კი, არაკეთილსინდისიერად არ დახარჯულა.

ოქროს ზოდებზე ხომ საუბარი საერთოდ ზედმეტია.

“ურჩიეთ” პროკურატურას ბავშვების დონდს მოხსნან ყადაღა.

იცით რამდენ ბავშვს დავეხმარები თითქმის ნახევარი მილიონით, რომელიც ანგარიშებზე დევს?

იცით რამდენ მშიერ და სიცოცხლისთვის მებრძოლ ბავშვს დავუბრუნებ იმედს?

რა შეიძლება იყოს ამ ამბებში ჩემი ხელის შეშლის მიზეზი, თუ არა ბოროტება.

რა ახსნა აქვს ამ ფონდის ყადაღას, რომელმაც ასობით ადამიანი გადაარჩინა შიმშილს, უიმედობას, სიკვდილს და კიდევ უფრო მეტი შეუძლია გააკეთოს და ამის შანსი, თქვენთვის უმარტივესი პროცედურა, ყადაღის მოხსნაა” – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *