გეკა გელაძის სუს-ის უფროსობა ბერა ივანიშვილის დავალებების შეუსრულებლობას შეეწირა – ელისაშვილი

“გეკა გელაძის სუს-ის უფროსობა ბერა ივანიშვილის დავალებების შეუსრულებლობას შეეწირა” – ამის შესახებ განცხადება დღეს სასამართლო სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა გააკეთა. პატიმრობაში მყოფმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ გეკა გელაძემ ბერა ივანიშვილს უარი ძმები ფეიქრიშვილების “ცემასა და წამებაზე” უთხრა. პოლიტიკოსმა ასევე ისაუბრა მის მიმართ დაწესებულ შეზღუდვაზე, იმაზე, რომ ერთი წელია ამ შეზრუდვის გამო დედა, მამა და შვილები არ უნახავს. […]

Continue Reading

“მოპარვას ვერ შველიან, რადგან ძალიან ბევრი მოსაპარია, რა ქნან?” – ზურა გირჩი ჯაფარიძე

ზურა გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: “საოცებებს ვერ შველიან, რადგან ძალიან ბევრი მანქანაა წყალდიდობებს ვერ შველიან, რადგან ხანდახან ძალიან მაგრად წვიმს მოპარვას ვერ შველიან, რადგან ძალიან ბევრი მოსაპარია რა ქნან?” გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

“გოგა ხაინდრავა არის კაცის მკვლელი, გოგა ხაინდრავა არის საქართველოს მოღალატე და გოგა ხაინდრავა არის ადამიანი, რომელიც ზვიად გამსახურდიას ტყვიას ესროდა და გოგა ხაინდრავა არის ადამიანი, ადამიანი არა ადამიანის მსგავსი არსება” – სანდრო ბრეგაძე

“პირდაპირ ვამბობ, გოგა ხაინდრავა არის ადამიანი, რომელიც ზვიად გამსახურდიას ტყვიას ესროდა” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” მთავრობის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რითაც ხაინდარავას ინტერვიუს გაემოხმაურა. “რამოდენიმე დღის წინ ჩემი მეგობრის, ნათელ-მირონის, ჯაბა ხუბუას გადაცემაში, ტელეკომპანია “იმედზე” იყო მიწვეული ავადსახსენებელი გოგა ხაინდრავა. ამ გადაცემაში მან აბსოლუტურად ყველაფერი ტყუილი ილაპარაკა, მაგრამ მთავარი ტყუილი თქვა ერთი რამე, […]

Continue Reading

სააკაშვილი მეუფე იობზე – “რატომ მხოლოდ ახლა აღმოაჩინა, რომ ივანიშვილი და მისი ბანდა მებრძოლი ურწმუნოები იყვნენ”

დღესაც მიმაჩნია, რომ სულიერება, ძალიან მგრძნობიარე სფეროა და იქ ხელის ფათური, სახელმწიფოს საქმე არ არის – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიციალურ ქსელში წერს, რითაც მეუფე იობის ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება. მისი თქმით, მისი პრეზიდენტობის დროს, მკაცრად იყო აკრძალული სასულიერო პირების თვალთვალი და ჩაწერა და ეკლესიის საქმეში ჩარევა. სააკაშვილი მეუფე იობისგან ითხოვს ახსნას “თუ რატომ […]

Continue Reading

გვინდა, რომ მოქალაქემ საზოგადოებრივი ტრანსპორტი აირჩიოს – რა განაცხადა კახა კალაძემ

ძალიან კარგად მესმის ყოველდღიური პრობლემები და ის დისკომფორტი, რომელიც ქალაქში გადაადგილებას თან ახლავს – სწორედ ამიტომ განვაგრძობთ მუშაობას, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა. კახა კალაძის შეფასებით, საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ გზების გაფართოებისა და ესტაკადების მშენებლობის ეფექტი დროებითია, რადგან გამტარუნარიანობის გაზრდა, ე.წ. გამოწვეული მოთხოვნის პრინციპით, ავტომობილების დამატებით ნაკადებს იზიდავს. ამის მაგალითებად თბილისის […]

Continue Reading

რუსეთის საგარეოში ზურაბაშვილთან სწრაფ შეხვედრას იმედოვნებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, გიორგი ზურაბაშვილთან სწრაფ კონტაქტებს შექმნიან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა, ამის შესახებ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც უახლოეს მომავალში თბილისის წარმომადგენელთან შეხვედრის შესაძლებლობაზე ისაუბრა. „იმედი მაქვს. ასეთი კონსულტაციები მალე გაიმართება“ – თქვა მიხაილ გალუზინმა. მან უარი თქვა დაგეგმილი შეხვედრის დეტალებზე […]

Continue Reading

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლა გაფართოვდება – გუნბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ სოხუმსა და რუსეთის ქალაქებს შორის საჰაერო მიმოსვლის გაფართოების გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, პირველ რიგში, სოხუმის აეროპორტის 2025 წლის გაზაფხულზე გახსნამ ხელი შეუწყო როგორც ტურიზმს, ასევე რესპუბლიკის მთლიან ეკონომიკას. „ფრენების ქსელის გაფართოება ძალიან მნიშვნელოვანია. თავდაპირველად, ფრენების ქსელი რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხარდაჭერით გაფართოვდა, წელს კი სხვა რეგიონები და ავიაკომპანიები გამოჩნდნენ, […]

Continue Reading

ლაშა ფარულავა – მეტროს ვაგონების 27 ტენდერიდან მოპარულია 41 მილიონი ლარი და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას კახი კალაძე ვერ გაექცევა – მოვითხოვთ, დაიკითხოს კალაძე

მოვითხოვთ, დაიკითხოს კახი კალაძე, პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, ვისაც შემხებლობა ჰქონდა, მათ შორის სატრანსპორტო კომპანიის მოქმედი ხელმძღვანელი შარკოვი და მისი წინამორბედი მამუკა კობახიძე, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობითი საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა მეტროს ვაგონების მოდერნიზაციის ტენდერიდან 41 105 298 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების საქმეზე 4 პირის დაკავებას. მისი თქმით, 27 ტენდერიდან მოპარულ 41 მილიონ […]

Continue Reading

ნათელაშვილი ერდოღანს – “გვაქვს თქვენი იმედი, რომ მეჯლისში ამგვარი არამეგობრული გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული”

“ლეიბოსრისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს წერილით მიმართავს. მისი თქმით, ამ დღეებში, თურქეთის მილი მეჯლისში დაგეგმილია რუსეთის მიერ დღემდე ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიასთან, აფხაზეთთან მეგობრობის სადეპუტატო ჯგუფის შექმნა, რაც მიგვაჩნია, რომ იქნება საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა და ეწინააღმდება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს. “ბატონო პრეზიდენტო, ვადასტურებთ უდიდეს პატივისცემას მეზობელი თურქი ხალხისა […]

Continue Reading

გვარამია მოსამართლეს – ხელისუფლება არ არის სახელმწიფო. ხელისუფლების წინააღმდეგ რაც არ უნდა გააკეთო პოლიტიკური შინაარსის, ამის მიმართება სახელმწიფოსთან სრულიად გამორიცხულია

ბიძინა ივანიშვილზე სანქცია რით ვნებს ამ ქვეყანას?! – ხელისუფლება არ არის სახელმწიფო!, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, რითაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირების მოთხოვნასთან დაკავშირებით, მოსამართლე გიორგი თევდორაშვილის კითხვას უპასუხა. კერძოდ, მოსამართლემ ნიკა გვარამიას ჰკითხა: „სად გადის ზღვარი ხელისუფლების კრიტიკასა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს შორს? რაზეც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, […]

Continue Reading

კობახიძე – “სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის საჯარო პოლემიკა დამაზიანებელია…” “ნაცვლიშვილს პარტიასთან კავშირი არ აქვს”

სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის საჯარო პოლემიკა, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ეკლესიისათვის დამაზიანებელია. შესაბამისად, ჩვენ ამ პოლემიკაში ჩართვას არ ვაპირებთ და ყველას მოვუწოდებთ, ნუ იქნებიან ამ პოლემიკის ინიციატორები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სასულიერო პირების მხრიდან რაიმე კითხვების არსებობის შემთხვევაში, ხელისუფლების წევრები მზად არიან შეხვდნენ და ისაუბრონ ყველა საკითხთან დაკავშირებით, […]

Continue Reading

აქ ჩვენი გადაწყვეტილება არ გადაიხედება, ვერ გადაიხედება – კობახიძე რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მის სპეციალურ წარმომადგენელს, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის მხარის წარმომადგენელ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა, „სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება“. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სად შედგება ორი მხარის წარმომადგენლის პირველი შეხვედრა, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია გასაჯაროვდება. „რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, ამაზე არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი, ამ ურთიერთობების […]

Continue Reading

მიხეილ სააკაშვილი – შეწყდეს ბლუყუნი „შეცდომებზე“, ჩვენი ღონისძიებების შედეგად ხალხს წყნარად ეძინა – რაც შეეხება ოპოზიციის გამოსვლებს ბათუმში, ბეჟაშვილს და წითლიძეს კარგად უჭირავთ თავი

შეწყდეს უაზრო ბლუყუნი „შეცდომებზე” და „გადაცდომებზე”. ჩვენი ღონისძიებების შედეგად ხალხს წყნარად ეძინა სახლში, არ ეშინოდათ ბავშვების ქუჩაში გაშვება და მანქანებს არ კეტავდნენ, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს. სააკაშვილის თქმით, ციხეს ძველებურად ორგანიზებული კრიმინალები აკონტროლებენ, რასაც მისივე თქმით, „ქოცებიც“ აღიარებენ.“ „ბათუმში, „საკონსტიტუციო სასამართლოში“, ადამიანის უფლებების დარღვევის ერთ-ერთ არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ ჩემს […]

Continue Reading

რუსეთი და საქართველო სპეციალური წარმომადგენლების დონეზე პირდაპირ დიალოგს აღადგენენ

რუსეთი და საქართველო სპეციალური წარმომადგენლების დონეზე პირდაპირ დიალოგს აღადგენენ. რუსულმა მხარემ კონტაქტი დაამყარა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ახალ სპეციალურ წარმომადგენელთან, გიორგი ზურაბაშვილთან, იტყობინება გაზეთი „იზვესტია“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. „ჩვენ კონტაქტი დავამყარეთ გიორგი ზურაბაშვილთან. მისი რუსი კოლეგაა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი, რომელიც სამხრეთ კავკასიას კურირებს. რუსეთი მუდმივად უჭერს მხარს საქართველოსთან პრაგმატული […]

Continue Reading

რომ დასჭირდებათ არც პატრიარქს დაინდობენ გარდაცვლილი პატრიარქის გამძარცველები! – ვიკა ფილფანი “ქართული ოცნების” მხარდამჭერებზე

“ქართული ოცნების” მხარდამჭერთა განცხადებების საპასუხოდ, რომლებიც მიტროპოლიტ იობს უკავშირდება, გიორგი გახარიას გუნდის წევრი, დეპუტატი ვიკა ფილფანი პოსტს აქვეყნებს: “ხელისუფლება იცვლება, თანამდებობები დროებითია, პოლიტიკური ძალები მოდიან და მიდიან, მაგრამ ქართული ეკლესია საუკუნეებია ურყევად დგას! უფრო დიდია, ვიდრე ოლიგარქების ძალაუფლება და ფული! ეკლესიის წიაღიდან წამოსული კრიტიკული ხმის ჩახშობის ასეთი მცდელობა როგორსაც ოცნებისგან ვხედავთ ბოლო დღეების მანძილზე არაფერია […]

Continue Reading

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: არ მჯერა, რომ ნარკოტიკის გამყიდველი უნდა იჯდეს ციხეში, რადგან არ მგონია, რომ ის დამნაშავეა. ჩემი აზრით, სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის ეს

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, ნარკოტიკების გამყიდველი ციხეში არ უნდა იჯდეს – ამის შესახებ მან YOUTUBE- გადაცემა “სიტყვის ფასში”, რუსუდან ჯაბანიშვილთან ინტერვიუში განაცხადა. “მე არ მჯერა, რომ ნარკოტიკის გამყიდველი უნდა იჯდეს ციხეში იმიტომ, რომ არ მგონია, რომ ის დამნაშავეა. მე არ მგონია, ერთი ზრდასრული ადამიანი, მეორე ზრდასრულ ადამიანს რაღაცა ნივთიერებას აძლევს და მეორე ზრდასრული ადამიანი თავისი […]

Continue Reading

რუსული მედია – რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ „არასასურველი ორგანიზაციების“ სიაში შეიყვანა

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ „არასასურველი ორგანიზაციების“ სიაში შეიყვანა, – ინფორმაციას რუსული მედია უწყების ვებგვერდზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ქართული პოლიტიკური პარტია „დროა“ იმ უცხოური და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, რომელთა საქმიანობაც რუსეთის ტერიტორიაზე „არასასურველად“ ითვლება. უწყების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სიაში ასევე აშშ-ში დაფუძნებული კვლევითი ორგანიზაცია „ჩარლზ კეტერინგის ფონდიც“ მოხვდა. […]

Continue Reading

ზურაბიშვილი – “ეს სიმართლე მივა პატრიარქამდე და მასაც ექნება აუცილებლობა, რომ თავისი სიტყვა თქვას”

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “ოცნებას“ ფარისევლების ჯგუფი უწოდა და თქვა, რომ მათ მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლის დროს სჭირდებათ ეკლესია და მრევლი, როგორც მათი საარჩევნო ინსტრუმენტი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახლა უკვე დროა, რომ ეკლესიამ ხმა ამოიღოს და არ გაჩუმდეს. მისივე თქმით, საინტერესოა, მეუფე იობის ქაგადების შემდეგ, ამ საკითხს როგორ მიუდგება პატრიარქი, რადგან მისი თქმით, უკვე კარგად […]

Continue Reading

საჭიროა მასშტაბური გადატვირთვა და მოვუწოდებ კობახიძეს – საკუთარი თავის გადატვირთვით დაიწყოს – ირმა ინაშვილი

პრემიერ კობახიძეს საკუთარი თავი სახელმწიფო ჰგონია და ნებისმიერი კრიტიკას, ამ შემთხვევაში კი, სრულიად სამართლიანი და გადაუჭარებელ კრიტიკას, იგი მტრულად აღიქვამს და “ქართული ოცნების” პროპაგანდისტები ერთი და იგივე ბრალდებას აცხობენ. ამის შესახებ სოცლიალურ ქსელში, თავის ვრცელ წერილში, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი წერს. მისივე თქმით, ეს ხელისუფლება ყოველგვარი უზნეობის მკადრებელია და ყოველგვარ ბოროტებაზე ხელისმომწერია. “ჯერ კიდევ […]

Continue Reading

თამარ ჩერგოლეიშვილი: გიორგი თარგამაძემ 540 000 ლარი აიღო “ნაცმოძრაობისგან” და 4 ოქტომბრის კრიტიკოსები ეთერიდან დაგვბლოკა

„ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ 540 000 ლარის აღების შემდეგ გიორგი თარგამაძემ ეთერიდან დაბლოკა არა მხოლოდ თავად ის, არამედ 4 ოქტომბრის იდეის დელიკატური კრიტიკოსებიც. ჩერგოლეიშვილის თქმით, მან პირისპირ შეხვედრისას აუხსნა თარგამაძეს, რომ ამ დელუზიურ და სახიფათო უპასუხისმგებლობისთვის საინფორმაციო მხარდაჭერა არ გაეკეთებინა, თუმცა ამის მიუხედავად, მისივე თქმით, შედეგად მივიღეთ 70-მდე პატიმარი […]

Continue Reading

რა იცის ღარიბაშვილმა ისეთი, რამაც შესაძლოა, მენტალური აფეთქება გამოიწვიოს – თინა ხიდაშელის განცხადება

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ირაკლი ღარიბაშვილს ურჩევს, რომ სრული სიმართლე ილაპარაკოს – “სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ახლა პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის ხსნა არც ციხიდან გამოგზავნილი ამგვარი შინაარსის წერილებში და არც ნახევარი სიმართლის ლაპარაკშია. ხიდაშელის თქმით, ღარიბაშვილმა ბევრი ისეთი რამ იცის, რამაც შეიძლება მენტალური აფეთქება გამოიწვიოს და ივანიშვილს უკან დაახევინოს, ამიტომ ის ყოფილ მაღლაჩინოსანს ურჩევს, […]

Continue Reading

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან ერთად, სამსახური პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენელმაც დატოვა – მედია

“რადიო თავისუფლებისთვის” ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაციით, ათონელის სასახლეში დელეგაციის სტუმრობისას დაშვებული პროტოკოლური ხარვეზის გამო, ეხვაიას გარდა, ადმინისტრაციის დატოვება პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენელსაც მოუწია. ინციდენტის ზუსტი გარემოებების გადამოწმება რადიო თავისუფლებამ ამ ეტაპზე ვერ შეძლო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ლუკა ეხვაია სატელეფონო ზარებსა და […]

Continue Reading

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მედიასაშუალებების დასანქცირების მიზეზებს განმარტავს

დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მთავარი მიზანი უკრაინის სუვერენიტეტის დამაზიანებელი პროპაგანდის შეჩერებაა. საკითხზე BMG tv-ის გადაცემა “ანალიტიკასთან” ინტერვიუში ბრიტანეთის ელჩმა ისაუბრა. გარეთ უორდი მედიის თავისუფლების უფრო ფართო პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ მედიასექტორზე ზეწოლის საკითხთან დაკავშირებით შეშფოთებას არა მხოლოდ გაერთიანებული სამეფო, არამედ ევროპული ქვეყნების უფრო ფართო ჯგუფიც გამოხატავს. „რუსეთის წინააღმდეგ […]

Continue Reading

მამუკა ხაზარაძე სამხრეთ ამერიკაში ავარიაში მოჰყვა – მას ნეკნების მოტეხილობა აქვს

პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სამხრეთ ამერიკაში ავარიაში მოყვა. შემთხვევა სავარაუდოდ 4 დღის წინ მოხდა. ავარიის შედეგად მამუკა ხაზარაძეს ნეკნების მოტეხილობა აღენიშნება. როგორ პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, მამუკა ხაზარაძე ამჟამად თავს კარგად გრძნობს და რეაბილიტაციის კურს გადის. ipn.ge გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

ფარისევლობა, ევროკავშირი, რუსეთი, საქართველო – რა განცხადებებს აკეთებს პაპუაშვილი

ვხედავდით, როგორ გვიკრძალავდნენ ყველანაირ სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან, მოგვიწოდებდნენ, ფაქტობრივად, დაგვეზარალებინა ეკონომიკის სხვადასხვა სფერო, ახლა აღმოჩნდა, რომ თავად არიან რეკორდსმენები და ზრდიან რუსეთიდან თხევადი გაზის ექსპორტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აქ ჩანს ევროკავშირის ფარისევლობა, რომლითაც, ერთი მხრივ, მათი საჯარო განცხადებები და მეორე მხრივ, მათი კონკრეტული ქმედებებია გამოაშკარავებული. „ჩვენ არაერთხელ […]

Continue Reading

მიხეილ სააკაშვილი – ის, ვისაც შეუძლია, მოკლე ხანში აღმოფხვრას კრიმინალი საქართველოში, მე-6 წელია, დროს კარგავს პუტინურ ტყვეობაში

გადავწყვიტე, ბოლომდე გითხრათ მწარე სიმართლე: რაც უფრო დიდხანს შეეგუებით ჩემს ტყვეობას, მით უფრო მეტი თქვენგანი, თქვენი ახლობელი და ნაცნობი ემსხვერპლება ჯერ ამ დანაშაულის ტალღას, რომელიც ახლაა, და მალე კი დანაშაულის ნამდვილ ცუნამს, რომელიც გვიახლოვდება, – ამის შესახებ ყოფილი პეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ის, ვისაც შეუძლია, ძალიან მოკლე ხანში მთლიანად აღმოფხვრას კრიმინალი […]

Continue Reading

ლუკა ეხვაია დანიშვნიდან ორ თვეში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი აღარაა

დანიშვნიდან ორ თვეში ლუკა ეხვაიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ორმა დამოუკიდებელმა წყარომ დაუდასტურა. ამ ეტაპზე უცნობია, მან თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა თუ გაათავისუფლეს. წასვლის მიზეზის დაზუსტება ეხვაიასთან და პრეზიდენტის პრესსამსახურთან ვცადეთ, თუმცა მათ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. რადიო თავისუფლება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცხელ ხაზსაც დაუკავშირდა და ეხვაიასთან გასაუბრება ითხოვა. პასუხად გვითხრეს, რომ […]

Continue Reading

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია დაჩი ტვილდიანზე – ის არ არის და არასოდეს ყოფილა ორგანიზაციის წევრი

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაჩი ტვილდიანი არ არის და არასოდეს ყოფილა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი. როგორც „იმედინიუსს“ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში განუცხადეს, უკვე მეორე დღეა, კონკრეტული მედიასაშუალების მხრიდან ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს თბილისში მომხდარი ინციდენტის მონაწილე დაჩი ტვილდიანი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომდგენელია. „დაჩი ტვილდიანი არ არის და არასოდეს ყოფილა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული […]

Continue Reading

ზახაროვამ დასავლეთი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა

ზახაროვამ დასავლეთი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. ზახაროვას მტკიცებით, 2024 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენები საქართველოს მოქალაქეების ნების წინააღმდეგ იყო მიმართული, ხოლო “დასავლეთის ჩარევის” მაგალითად მან “უცხოეთის აგენტების” კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები მოიყვანა. მან თავი აარიდა პასუხს კითხვაზე, გააფრთხილა თუ არა მოსკოვმა საქართველოს ხელისუფლება 2024 წელს იმ საფრთხის შესახებ, რომელიც სერგეი შოიგუმ “სახელმწიფო გადატრიალებად” დაახასიათა. […]

Continue Reading

გიორგი შარაშიძე – დადასტურდა, რომ „ოცნება“ აქამდეც ებრძოდა ეკლესიას ფარულად, ახლა კი ღია ბრძოლაზე გადავიდა

მეუფე იობის და ზოგადად, ეკლესიის „გაშავების“ კამპანია მიდის – დადასტურდა, რომ „ოცნება“ აქამდეც ებრძოდა ეკლესიას ფარულად, ახლა კი ღია ბრძოლაზე გადავიდა, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, “ქართული ოცნება” ეკლესიას იმიტომ ებრძვის, რომ მისთვის მიუღებელია არა მარტო კრიტიკა, არამედ ნებისმიერი განსხვავებული აზრი. “მეუფე იობს ახალი არაფერი უთქვამს. სიახლეა […]

Continue Reading

სოფიო ხორგუანი უმრავლესობას – მარიამ ლაშხმა, ალბათ, უკვე დაამთავრა მასონებთან ბრძოლა და ეპისკოპოსებზე გადავიდა

მეუფე იობი თავდასხმების ობიექტი გახდა – ქალბატონმა მარიამ ლაშხმა, ალბათ, უკვე დაამთავრა მასონებთან ბრძოლა და ქართველ ეპისკოპოსებზე გადავიდა, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, სოფიო ხორგუანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმ დროს განაცხადა, როდესაც „სავაჭრო სამრეწველო პალატის შესახებ“ კანონთან დაკავშირებული ცვლილების განხილვა მიმდინარეობდა. მისი თქმით, მეუფე იობის წინააღმდეგ ამაზრზენი კამპანიაა აგორებული. „მინდა გამოვეხმაურო იმ ამაზრზენ […]

Continue Reading

მეუფე ნიკოლოზი – “ვხედავ თუ არა ცვლილებების საჭიროებას? რა თქმა უნდა, კარგი იქნება, ოღონდ დიდი ხანია, მარტო დღეს არა, დიდი ხანია, ამ ცვლილებების ცოტათი მეშინია, რომ ეს ცვლილებები უარესი არ იყოს”

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის განცხადებით, დიდი ხანია ხედავს ცვლილების საჭიროებას, თუმცა ამ ცვლილებების ცოტანი ეშინია, “რომ ეს ცვლილებები უარესი არ იყოს”. განცხადება მაღალიერარქმა მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის ქადაგებასთან დაკავშირებოთ TV პირველთან გააკეთა. “თუ გადავხედავთ საქართველოს ისტორიას, ამაზე უკეთეს მდგომარეობაშიც ყოფილა ჩვენი ქვეყანა და ამაზე უარეს მდგომარეობაშიც. ასე რომ, ამ თვალსაზრისით, რაღაც განსაკუთრებული […]

Continue Reading

პაატა მანჯგალაძის ოჯახი პოლიტიკოსის უსაფრთხოების დაცვას ითხოვს

პაატა მანჯგალაძის ოჯახი სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ყოფილი დეპუტატის უსაფრთხოების უზრუნველყოფას სთხოვს. მიზეზი საპატიმროში მომხდარი ინციდენტია. მანჯგალაძის შვილის, ნინი მანჯგალაძის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ პოლიტიკოსს საკანში გადაყვანისას უსაფრთხოების სათანადო პირობები არ შეუქმნეს. კერძოდ, დერეფანში პატიმართა გადაადგილება არ შეზღუდეს, რის შედეგადაც მანჯგალაძეს ე.წ. კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პატიმარი შეხვდა. ოჯახის ინფორმაციით, აღნიშნული პირი ყოფილ დეპუტატს საკნის ადგილმდებარეობით […]

Continue Reading

სააკაშვილი – ამათი გაგდების შემდეგ შევქმნათ მედიცინის ბოროტად გამოყენების შემსწავლელი კომისია და შევთავაზოთ სანდრას მისი გაძღოლა

ამათი გაგდების შემდეგ, შევქმნათ მედიცინის ბოროტად გამოყენების შემსწავლელი კომისია და შევთავაზოთ სანდრას მისი გაძღოლა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი წერს. ექსპრეზიდენტის თქმით, ქართულმა ოცნებამ მთ მიერვე გაღატაკებული ადამიანებისგან ორგანოების ყიდვის და ამ ორგანოებით ვაჭრობის საერთაშორისო ბიზნესი ააწყო – ჯერ საქართველო აქციეს სუროგატული დედების საერთაშორისო ცენტრად და ახლა ეს. “იმის პარალელურად როცა სანდრა პირველად საქართველოში […]

Continue Reading

მობილიზაციის მოლოდინში, რუსეთიდან საქართველოსკენ რეკორდული რაოდენობის მიგრანტი გაედინება – The Moscow Times

ახალი სამხედრო მობილიზაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, რუსეთიდან საქართველოს, სომხეთისა და სერბეთის მიმართულებით მოქალაქეების რეკორდული რაოდენობა გავიდა. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტის ოფიციალური სტატისტიკით, აღნიშნულ პერიოდში ემიგრანტების ნაკადმა ბოლო 17 წლის მაქსიმუმს მიაღწია. არსებული ინფორმაციით, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოში 660,300 რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43,300-ით […]

Continue Reading

არჩილ გორდულაძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელს, ეს გახდება შესაძლებლობა ქართული დემოკრატიისათვის, რომ ოპოზიციურ ველზე გაჩნდნენ ისეთი პარტიები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მზად არიან მოსამართლეების მხრიდან დასმულ კითხვებს უპასუხონ და კიდევ ერთხელ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათთან მჭიდროდ დაკავშირებული არაკონსტიტუციური პარტიების დანაშაულებრივი ფაქტები წარმოადგინონ. „მას შემდეგ, რაც 5 დღის განმავლობაში არაკონსტიტუციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან დემაგოგიის, პოლიტიკურ ტრიბუნად სასამართლოს სხდომის გადაქცევის, ტყუილების, […]

Continue Reading

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩემი პროცესის დახურვა არის „ჩრდილოვანი მართლმსაჯულების“ მკაფიო მაგალითი – ხელისუფლების გადაწყვეტილება შიშით არის ნაკარნახევი და მიზნად ისახავს, პროცესი „სიბნელეში“ წარიმართოს, მე არაფერი მაქვს დასამალი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს. „2 ნოემბერს სასამართლოში დაიწყო ჩემი საქმის არსებითი განხილვა, სადაც მსურდა, საჯაროდ გამეკეთებინა განცხადება ჩემს მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დევნისა და ზეწოლის ფაქტების შესახებ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ხელისუფლებამ მიიღო მორიგი უსამართლო გადაწყვეტილება და ჩემი სასამართლო სხდომები სრულად დახურა. სასამართლო სხდომების დახურვა იმ ფონზე, როდესაც ანალოგიური საქმეები ღია რეჟიმში […]

Continue Reading

გრიგოლ გეგელია – სერგეი შოიგუს განცხადება ყველა ადამიანისთვის უნდა იყოს მკაფიო დასტური იმისა, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმი დგას რუსეთის სამსახურში

ვფიქრობ, სერგეი შოიგუს განცხადება ყველა ადამიანისთვის უნდა იყოს ძალიან მკაფიო დასტური იმისა, რომ რეალურად „ქართული ოცნების“ რეჟიმი დგას რუსეთის სამსახურში, – ასე ეხმაურება “ძლიერი საქართველო – ლელოს” საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. გეგელიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება ღიად და დაუფარავად ემსახურება რუსულ ინტერესებს. “ქართული ოცნება” არის […]

Continue Reading

სააკაშვილს პირადი ცხოვრება ავუშენეთ, ციხეში იყო კაცი და შვილი შეეძინა, პენიტენციურს შეიძლება მადლობაც გადაუხადოს – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში პირადი ცხოვრება მოუწყვეს და ამისთვის, პენიტენციურს მადლობაც კი უნდა გადაუხადოს. როგორც ის ამბობს, თუ მონანიებს არ გადაწყვეტს, მას 11 წლის ციხეში გატარება მოუწევს. პაპუაშვილის თქმით, სააკააშვილი თავის დანაშულებებს იმიტომ არ ინანიებს, რომ მას გარედან აგულიანებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქამდე მოყვებოდა ყველაფერს და ამით შეიძლება საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემაც კი გაეხსნა. […]

Continue Reading

ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს – თქვენ გძულთ ადამიანები, რომლებსაც კონკურენტებად მოიაზრებთ, მაშინაც კი, როცა ეს ადამიანები თქვენი კონკურენტები არ არიან, თქვენ თესავთ მიუღებლობას, დაპირისპირებას და ზიზღს

მე ღიად და საჯაროდ გადანაშაულებთ თქვენ პოლიტიკური ოპონენტების სიძულვილში. ჩემს მაგალითზე ვაცხადებ, რომ თქვენ გძულთ ადამიანები, რომლებსაც კონკურენტებად მოიაზრებთ. მაშინაც კი, როცა ეს ადამიანები თქვენი კონკურენტები არ არიან. თქვენ თესავთ მიუღებლობას, უაზრო დაპირისპირებას და ზიზღს, – ასე მიმართავს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. ინაშვილი კობახიძეს ღია წერილით მიმართავს და ახსენებს იმას, რომ […]

Continue Reading

მიხეილ სააკაშვილი – ბიძინა, ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? როგორ გაკადრეს ტალახში თრევა ყველას დასანახად? ეს არის შენი „პიკასოს ბიჭი?“ ან როგორ გიბედავს ლაწირაკი ღარიბაშვილი იმ ხელებზე კბენას, რომლითაც აჭმევდი?

ბიძინა, ბიძინა, საყვარელო, ეს რა გაკადრა კობახიძემ ბრიუსელში? როგორ გაკადრეს ტალახში თრევა ყველას დასანახად? ეს არის შენი “პიკასოს ბიჭი?” – ან როგორ გიბედავს ეს ლაწირაკი ღარიბაშვილი ხელებზე კბენას, იმ ხელებზე, რომლითაც აჭმევდი? – ეს განცხადება მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა, მანამდე სააკაშვილმა ისაუბრა “ვარდების რევოლუციაზე”, მისი მმართველობის პერიოდსა და 2012 წლის შემდგომ ქვეყანაში […]

Continue Reading

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი საქართველოს ხელისუფლებაზე – “პრაქტიკულად აღკვეთა ოპოზიციის მიერ ინიცირებული სახელმწიფო გადატრიალება და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართული კურსის გატარება დაიწყო”

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუს განცხადებით, 2024 წელს საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან აიცილა პროდასავლური ქართული ოპოზიციის მიერ ინიცირებული სახელმწიფო გადატრიალება. “საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს პრაქტიკულად აღკვეთა პროდასავლური ქართული ოპოზიციის მიერ ინიცირებული სახელმწიფო გადატრიალება და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართული კურსის გატარება დაიწყო”, – განაცხადა შოიგუმ დსთ-ს წევრი სახელმწიფოების უშიშროების საბჭოს მდივნების მე-14 ყოველწლიურ შეხვედრაზე. მისი […]

Continue Reading

გახარიას პარტია ითხოვს, დასჯადი გახდეს გადმობირება და ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართვა

გახარია-საქართველოსთვის ითხოვს, კანონი გამკაცრდეს და დასჯადი გახდეს გადმობირება და ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ადამიანების ჩართვა. შესაბამის კანონპროექტს ექს-პრემიერის ფრაქცია საკანონდებლო ორგანოში არეგსტრირებს. როგორც სოფო ხორგუანმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, ტრანსნაციონალურ დანაშაულისხელშემწყობები და მფარველები, ყველანი უნდა იყვნენ სისხლის სამართლის დამნაშავეებად ცნობილი. “დღეს ჩვენი პარტიის, გახარია-საქართველოსთვის საპარლამენტო ფრაქცია ვარეგისტრირებთ კანონპროექტს, რომელიც ეხება ქოლ-ცენტრების საქმიანობას. თქვენ იცით, რომ ქოლ-ცენტრები ბოლო წლების […]

Continue Reading

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების მოწყობისთვის საგადასახადო შეღავათებს უწესებს

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების მოწყობისთვის საგადასახადო შეღავათებს უწესებს. დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეზე ასახულია.  შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებებს დაჩქარებული წესით, მხარი 73-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 5-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. ინიციატივა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ეკუთვნით. ახალი რეგულაციით, სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები საერთაშორისო მასშტაბის ტურნირების ორგანიზებისას გარკვეული საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ. “ალია” გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ლაშა ფარულავა – თბილისი არის ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის, კიბერ ქოლ-ცენტრების ჰაბი, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“

თბილისი, საქართველოს დედაქალაქი, არის ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის, კიბერ ქოლ-ცენტრების ჰაბი და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“. ეს უმძიმესი დანაშაულია, მასში ათი ათასობით ახალგაზრდაა ჩართული და ეს ფული, ჩვენი ინფორმაციით, სამშენებლო სექტორსა და აზარტული თამაშების ბიზნესში ირეცხება , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ ყველა ადამიანი, რომელიც […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 8 ნოემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 ნოემბერს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, მთაში თოვლჭყაპი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, სანაპირო რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +5, +10°, დღისით +6 +11°; მთაში ღამით 0, +5°, დღისით +1, +6°; მაღალმთაში ღამით -5, 0°, დღისით -3, […]

Continue Reading

Izvestia – ვარდების რეზოლუცია: ევროკავშირი რუსეთთან კავშირების გამყარების გამო საქართველოზე ზეწოლას გააძლიერებს – სტატია

ვარდების რეზოლუცია: ევროკავშირი რუსეთთან კავშირების გამყარების გამო საქართველოზე ზეწოლას გააძლიერებს – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ევროკავშირი-საქართველო-რუსეთის შესახებ რუსული გამოცემა “იზვესტია”, რომელსაც “პრესექსპრესი” უცვლელად გთავაზობთ: “ევროპარლამენტის წევრებმა „იზვესტიას“ განუცხადეს, რომ ევროკავშირი, რუსეთთან კავშირების გამყარების კვალდაკვალ, საქართველოზე ზეწოლას გაზრდის. გარდა ამისა, ევროპარლამენტმა, შესაძლოა, კვლავ დასვას რესპუბლიკისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გაუქმების საკითხი, რომელიც მან 2023 წელს მიიღო. მანამდე, […]

Continue Reading

“გამოიჩინეთ ჰუმანურობა და ანახეთ ირაკლის შვილები!” – ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმამ მიმართვა გაავრცელა

ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის ცნობით, პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერს მცირეწლოვანი ბავშვების ნახვის საშუალებას არ აძლევენ. ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ლექსო თამაზაშვილი წერს, რომ ექსპრემიერისთვის პაემნების არდაშვება „დამატებითი“ დასჯის სახით” ხდება. “ეს პოსტი არ ეხება პოლიტიკას… არც სამართლებრივ „აბლაბუდას“. შეიძლება ირაკლი არ მოგწონდეს – როგორც  პოლიტიკოსი. ვიღაცისთვის შეიძლება ყველაზე დიდი “კრიმინალია”  საქართველოს ისტორიაში… ბევრი  მიიჩნევს, რომ პოლიტიკური […]

Continue Reading

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ბიძინა ივანიშვილზე – არანაირი ურთიერთობა აღარ მაქვს – პატრიოტი ადამიანია და ბევრი გააკეთა საქართველოსთვის, თუნდაც ის, რომ დღეს საქართველო მონაგავებული არაა, როგორც უკრაინა

ბიძინა ივანიშვილი პატრიოტი ადამიანია და ბევრი გააკეთა საქართველოსთვის, თუნდაც ის, რომ დღეს საქართველო მონაგავებული არაა, როგორც უკრაინა, ერმა მადლობა უნდა უთხრას ბიძინა ივანიშვილს,- ამის შესახებ ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ გადაცემა „სპეციალურ გამოშვებაში“ განაცხადა. მისი თქმით, ივანიშვილთან „ამ სიტუაციაში არანაირი ურთიერთობა აღარ აქვს“. „ამ სიტუაციაში არანაირი ურთიერთობა აღარ მაქვს. აქეთ ვარ მე და… ბატონ ბიძინაზე […]

Continue Reading

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აზარტული თამაშების კანონზე – “წინა რეგულაციების შემუშავებას ოთხი წელი დასჭირდა, ახალი კანონი კი ორ დღეში მიიღეს”

საპატრიარქო კაზინოებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებისა და კანონის დაჩქარებული წესით მიღების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ცვლილებები იმდენად სწრაფად დამტკიცდა, რომ საპატრიარქომ საკითხის შესწავლა და კითხვების დასმაც ვერ მოასწრო. „ჩვენთვის იყო მოულოდნელი აზარტულ თამაშებზე ეს ესე სწრაფად მიღებული კანონი. ჩვენ შეკითხვების დასმაც კი ვერ მოვასწარით, ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები და […]

Continue Reading