გიორგი შარაშიძე – დადასტურდა, რომ „ოცნება“ აქამდეც ებრძოდა ეკლესიას ფარულად, ახლა კი ღია ბრძოლაზე გადავიდა

დღის სიახლეები პოლიტიკა

მეუფე იობის და ზოგადად, ეკლესიის „გაშავების“ კამპანია მიდის – დადასტურდა, რომ „ოცნება“ აქამდეც ებრძოდა ეკლესიას ფარულად, ახლა კი ღია ბრძოლაზე გადავიდა, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” ეკლესიას იმიტომ ებრძვის, რომ მისთვის მიუღებელია არა მარტო კრიტიკა, არამედ ნებისმიერი განსხვავებული აზრი.

“მეუფე იობს ახალი არაფერი უთქვამს. სიახლეა ის, რომ “ოცნების” პირობებში საქართველო ნარკომანიამ და კრიმინალმა წალეკა?! სიახლეა ის, რომ ეს ქვეყანა “ოცნებამ” აზარტული თამაშების კერად აქცია?! სიახლეა ის, რომ ეკლესიის დაუკითხავად და ქართველი ხალხის ინტერესების გაუთვალისწინებლად, “ოცნება” ქართულ მიწებს არაბებზე ყიდის?! იტყუება მეუფე იობი?! სამწუხაროდ, ამ პროცესში, რაც ახლა ხდება, დადასტურდა ის, რომ “ოცნება” აქამდეც ებრძოდა ეკლესიას ფარულად, ახლა კი ეკლესიის წინააღმდეგ ღია ბრძოლაზე გადავიდა, იმიტომ, რომ მისთვის მიუღებელია არა მარტო კრიტიკა, არამედ ნებისმიერი განსხვავებული აზრი, თუნდაც ეს განსხვავებული აზრი მოდიოდეს ისეთი მაღალი ავტორიტეტის მქონე ინსტიტუტისგან, როგორიც არის საქართველოს ეკლესია. ეს არის ის სამწუხარო რეალობა, როდესაც ძალაუფლების შენარჩუნების გამო და ფულის კეთების გამო, “ოცნება” მზად არის გადალახოს ყველა მორალური ზღვარი. უბრალოდ, მათთვის უკვე თავშეკავების არანაირი მექანიზმი აღარ არსებობს. თავად ჩახსნეს ყველა მორალური კრიტერიუმი და გადავიდნენ უკვე ღია ბრძოლაზე, რასაც ჩვენ ამ დღეებში ვუყურებთ,” – განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ „თავისი შესაძლებლობები სრულად ამოწურა“.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *