სააკაშვილი მეუფე იობზე – “რატომ მხოლოდ ახლა აღმოაჩინა, რომ ივანიშვილი და მისი ბანდა მებრძოლი ურწმუნოები იყვნენ”

დღის სიახლეები პოლიტიკა
დღესაც მიმაჩნია, რომ სულიერება, ძალიან მგრძნობიარე სფეროა და იქ ხელის ფათური, სახელმწიფოს საქმე არ არის – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიციალურ ქსელში წერს, რითაც მეუფე იობის ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება.
მისი თქმით, მისი პრეზიდენტობის დროს, მკაცრად იყო აკრძალული სასულიერო პირების თვალთვალი და ჩაწერა და ეკლესიის საქმეში ჩარევა.
სააკაშვილი მეუფე იობისგან ითხოვს ახსნას “თუ რატომ მხოლოდ ახლა აღმოაჩინა, რომ ივანიშვილი და მისი ბანდა მებრძოლი ურწმუნოები იყვნენ”?
“მეუფე იობი ბოლო წლებია ამბიონიდან ითხოვს ჩემს გათავისუფლებას, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ. ასევე, რამდენჯერმე სცადა ჩემი მონახულება და არ შემოუშვეს.
მთლიანად ვეთანხმები მეუფე ნიკოლოზისგან და მეუფე ილარიონისგან და სხვა სასულიერო და საერო მოღვაწეებისგან მეუფე იობის გაბედული და სამართლიანი პოზიციის დაცვას.
ერთადერთი, მეუფემ უნდა ახსნას, თუ რატომ მხოლოდ ახლა აღმოაჩინა, რომ ივანიშვილი და მისი ბანდა მებრძოლი ურწმუნოები იყვნენ. ივანიშვილი ამას არც არასდროს მალავდა, ისევე როგორც არ მალავდა ილია მეორის მიმართ უკიდურეს სიძულვილს.
ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს, მკაცრად იყო აკრძალული სასულიერო პირების თვალთვალი და ჩაწერა და ეკლესიის საქმეში ჩარევა. ( ამას ბევრი ნაკლად მითვლის და ამბობს, რომ ანაფორიანებისთვის ფაქტობრივად იმუნიტეტის მიცემით, ხელი გავუხსენი რუსულ აგენტურას). თუმცა დღესაც მიმაჩნია, რომ სულიერება, ძალიან მგრძნობიარე სფეროა და იქ ხელის ფათური, სახელმწიფოს საქმე არ არის.
2012 წელს, „დაგმე მიშას“ კამპანიის ავტორი იყო მღვდელი ნიკოლოზ ჩხიკვაძე, რომელსაც ქოცებმა 2014 წელს, წყნეთის ცენტრში გადასცეს მილიონად ღირებული ნაკვეთი” – წერს სააკაშვილი.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *