“ლეიბოსრისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს წერილით მიმართავს.
მისი თქმით, ამ დღეებში, თურქეთის მილი მეჯლისში დაგეგმილია რუსეთის მიერ დღემდე ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიასთან, აფხაზეთთან მეგობრობის სადეპუტატო ჯგუფის შექმნა, რაც მიგვაჩნია, რომ იქნება საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა და ეწინააღმდება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს.
“ბატონო პრეზიდენტო,
ვადასტურებთ უდიდეს პატივისცემას მეზობელი თურქი ხალხისა და პირადად თქვენ მიმართ. მადლობას გიხდით ყველაფრისათვის, რასაც თქვენ აკეთებთ თურქეთ — საქართველოს ურთიერთობათა განვითარებისათვის.
როგორც შევიტყვეთ, ამ დღეებში, თურქეთის მილი მეჯლისში დაგეგმილია რუსეთის მიერ დღემდე ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიასთან, აფხაზეთთან მეგობრობის სადეპუტატო ჯგუფის შექმნა, რაც მიგვაჩნია, რომ იქნება საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა და ეწინააღმდება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს.
ასეთი ჯგუფის შექმნა იქნება ოკუპანტი რუსეთისა და სეპარატისტული რეჟიმის პირდაპირი წაქეზება-დაუსჯელად გააგრძელონ საქართველოს ტერიტორიათა ანექსია. ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ორგანიზებით მოეწყო არა მარტო ქართველთა გენოციდი, არამედ ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დღემდე ლტოლვილად იქცა.
დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება, სამწუხაროდ, წარმოადგენს მოსკოვიდან მართულ ჯგუფს, რომლის მიზანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დაუთმოს რუსეთს, რასაც ქართველი ხალხი არ დაუშვებს და გვაქვს თქვენი იმედი, რომ მეჯლისში ამგვარი არამეგობრული გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.
უდიდესი პატივისცემით,
საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი
შალვა ნათელაშვილი” – ნათქვამია ნათელაშვილის წერილში.



