“ქართული ოცნების” მხარდამჭერთა განცხადებების საპასუხოდ, რომლებიც მიტროპოლიტ იობს უკავშირდება, გიორგი გახარიას გუნდის წევრი, დეპუტატი ვიკა ფილფანი პოსტს აქვეყნებს:
“ხელისუფლება იცვლება, თანამდებობები დროებითია, პოლიტიკური ძალები მოდიან და მიდიან, მაგრამ ქართული ეკლესია საუკუნეებია ურყევად დგას! უფრო დიდია, ვიდრე ოლიგარქების ძალაუფლება და ფული!
ეკლესიის წიაღიდან წამოსული კრიტიკული ხმის ჩახშობის ასეთი მცდელობა როგორსაც ოცნებისგან ვხედავთ ბოლო დღეების მანძილზე არაფერია თუ არა ქრისტიანობასთან ბრძოლა!
ეკლესია არ უნდა იყოს პოლიტიკის მძევალი, ხოლო სასულიერო პირი – პოლიტიკური კეთილგანწყობის ტყვე.
ეს არის ბიძინას ოცნების რეალური სახე!
არანაირი კავშირი ქრისტიანობასთან და რწმენასთან!
მე-5 დღეა ლანძღავენ და აგინენენ მიტროპოლიტ იობს!
ამ ფაქტმა კარგად გამოაჩინა ქოცების ფარისევლური სახე – როგორც კი მათ აზრს არ დაემთხვა სასულიერო პირის მოსაზრება მაშინვე ბრძოლა და გაშავება დაუწყეს!
რომ დასჭირდებათ არც პატრიარქს დაინდობენ გარდაცვლილი პატრიარქის გამძარცველები!” – წერს ვიკა ფილფანი სოციალურ ქსელში.



