გახარია-საქართველოსთვის ითხოვს, კანონი გამკაცრდეს და დასჯადი გახდეს გადმობირება და ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ადამიანების ჩართვა.
შესაბამის კანონპროექტს ექს-პრემიერის ფრაქცია საკანონდებლო ორგანოში არეგსტრირებს.
როგორც სოფო ხორგუანმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, ტრანსნაციონალურ დანაშაულისხელშემწყობები და მფარველები, ყველანი უნდა იყვნენ სისხლის სამართლის დამნაშავეებად ცნობილი.
“დღეს ჩვენი პარტიის, გახარია-საქართველოსთვის საპარლამენტო ფრაქცია ვარეგისტრირებთ კანონპროექტს, რომელიც ეხება ქოლ-ცენტრების საქმიანობას. თქვენ იცით, რომ ქოლ-ცენტრები ბოლო წლების განმავლობაში გახდა საზარელი დანაშაული ჩვენი ქვეყნისთვის, რომელმაც ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ჩვენი სახელმწიფოს რეპუტაციას და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ მძიმე დანაშაულში ჩართულები არიან ძირითადად ახალგაზრდები. სწორედ ამიტომ ჩვენ მოვითხოვეთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსში დაემატოს დამატებით მუხლი – 180-ე პრიმა მუხლი, ასევე დაემატოს 211-ე პრიმა მუხლი და რა თქმა უნდა შესაბამისად საპროცესო კოდექსშიც განხორციელდეს ცვლილება.
ეს დანაშაული უნდა იყოს ცალკე გამოყოფილი, იმიტომ რომ სამწუხაროდ, ამ ბოლო წლების განმავლობაში ქოლ-ცენტრების და ზოგადად ციფრული საშუალებების გამოყენებით, ასევე სოციალური ქსელების გამოყენებით ძალიან ბევრი თაღლითობა ხდება.
განსაკუთრებით ამაზრზენი და ამორალური არის ქოლ-ცენტრრების საქმიანობა. საქმიანობა, რომელიც ძარცვავს მოხუცებს, ხანდაზმულებს. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სახვა ქვეყნებშიც.
ტრანსნაციონალური დანაშაულის სახე მიიღო ამან და ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი მიაყენა სახელმწიფოს.
ჩვენ ჩვენი ახალგაზრდები უნდა გადავარჩინოთ. გადავარჩინოთ იმისგან, რომ აი, ამ ამორალურ საქმიანობაში არ ჩაერთონ, ძალიან ბევრმა მათგანმა შეიძლება არც იცის, რომ ეს საქმიანობა არის ძალიან მძიმე დანაშაული და იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა მომავალში თავი შეიკავონ ასეთ საქმიანობაში ჩართვისგან, მნიშვნელოვანია, რომ ცალკე მუხლი არსებობდეს სისხლის სამართლის დანაშაულში.
რაც მთავარია, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ჩართულები, არამედ ორგანიზატორები, ისინი, ვინც გადმოიბირებენ და ჩართავენ აქ ახალგაზრდებს ამ საქმეში – ხელშემწყობები, მფარველები, ყველანი უნდა იყვნენ სისხლის სამართლის დამნაშავეებად ცნობილი. ახლა ყველაზე მთავარი არის ის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ თითქოს ის ებრძვის ქოლ-ცენტრებს. ჩვენ მოვისმინეთ ბერა ივანიშვილის განცხადებაც, რომ ის აპირებს უჩივლოს იმათ, ვინც აბრალებს მფარველობას ქოლ-ცენტრების, თუ მათ რეალურად უნდა ქოლ-ცენრტრების საქმიანობის დასრულება მაშინ კეთილი ინებონ და მხარი დაუჭირონ ამ კანონპროექტს” – აცხადებს ხორგუანი.



