„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაჩი ტვილდიანი არ არის და არასოდეს ყოფილა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი.
როგორც „იმედინიუსს“ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში განუცხადეს, უკვე მეორე დღეა, კონკრეტული მედიასაშუალების მხრიდან ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს თბილისში მომხდარი ინციდენტის მონაწილე დაჩი ტვილდიანი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომდგენელია.
„დაჩი ტვილდიანი არ არის და არასოდეს ყოფილა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, დეზინფორმაციის გამავრცელებელ მედიას კი მოვუწოდებთ, რომ მსგავსი სიცრუის ტირაჟირებამდე ინფორმაციის გადამოწმების მარტივ ჟურნალისტურ სტანდარტს მიმართოს“, – აცხადებენ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ვაკეში რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაჭრეს.
ინციდენტში დაახლოებით 10-მდე პირი მონაწილეობდა. დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
დაჭრილია დაჩი ტვილდიანი, ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრი, რომელიც ამ დროისთვის ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.



