სკოლის მოსწავლე დანით დაესხა თავს მასწავლებელს და მოსწავლეს

რუმინეთის ბისტრიცა-ნესეუდის რაიონში მეშვიდე კლასელმა დანით დაესხა თავს 28 წლის მასწავლებელს და 12 წლის მოსწავლეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს ნაკაწრებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. თავდამსხმელი დაუყოვნებლივ დააკავეს, ზოგიერთ მოსწავლეს კი მომხდარის გამო პანიკური შეტევები დაეწყო. მოზარდის მოტივებს პოლიცია იძიებს.   გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ახალგაზრდა დისტრიბუტორი გლდანი მოლში შევიდა და იქვე გარდაიცვალა – რამ გამოიწვია 37 წლის კაცის უეცარი დაღუპვა?

გლდანი მოლში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, მან თავი შეუძლოდ იგრძნო და დახმარების თხოვნით აფთიაქში შევიდა. არსებული ინფორმაციით, 37 წლის კაცი დისტრიბუტორი იყო. გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.   გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ზოგიერთ ქალაქს ნაწილობრივი „კომენდანტის საათის“ დაწესების უფლება მიანიჭა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, ზოგიერთი ქალაქის მერს მიეცა უფლებამოსილება, ნაწილობრივი „კომენდანტის საათი“ დააწესოს. მისი განმარტებით, ამ ნაბიჯის მიზანი მოსახლეობისა და ბიზნესის დაცვაა. ამასთან, სებასტიან ლეკორნუმ არ დააკონკრეტა, თუ რომელ ქალაქებს მიენიჭათ ეს უფლებამოსილება. პრემიერის თქმით, მთავრობა ასევე გამოყოფს თანხებს დაზარალებული ტერიტორიების აღსადგენად; დაფინანსება სწორედ იმ პირების ხარჯზე იქნება უზრუნველყოფილი, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებზე არიან პასუხისმგებლები. […]

Continue Reading

ევროკომისიის პრესსპიკერი – ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელებს

ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ ამ სარჩელებს, რა თქმა უნდა, მათ შორის, ამ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა კრისტიან უიგანდმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა „ევროსკოპის” შეკითხვას ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილ განხილვებზე. „ეს მოვლენები, ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებთან და […]

Continue Reading

ესპანეთს მომაკვდინებელი შტორმი „დანა ადამი“ დაატყდა თავს: არის მსხვერპლი. ქვეყანაში საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა

ესპანეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და ბალეარის კუნძულებზე ძლიერი შტორმი „დანა ადამი“ მძვინვარებს. ორი ადამიანი უკვე გახდა სტიქიის მსხვერპლი: ბარსელონასა და ვალენსიაში წყალმა ორი ქალი წაიღო. ვალენსიისა და ალიკანტეს რეგიონებში, წყალდიდობისა და მდინარეების ადიდების რისკის გამო, საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა – დღეში კვადრატულ მეტრზე 300 ლიტრზე მეტი ნალექი შეიძლება მოვიდეს. ვალენსიის, ალიკანტესა და ბალეარის კუნძულების რიგ […]

Continue Reading

შალვა პაპუაშვილი – თუ ვახო სანაიას ჰყოფნის სითამამე, საჯარო სივრცეში იყოს უხამსი, ის სითამამეც უნდა ეყოს, რომ პასუხი აგოს

თუ ვახო სანაიას ჰყოფნის სითამამე, რომ საჯარო სივრცეში იყოს უხამსი, მაშინ ის სითამამეც უნდა ეყოს, რომ ამაზე პასუხი აგოს – მესმის, რომ როდესაც ევროკავშირის ელჩია თავად ის, ვინც სიძულვილს მხარს უჭერს და აქეზებს, შემდეგ ზოგს ცდუნება აქვს, რომ თავი მოაწონოს ევროკავშირის ელჩს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის ადმინისტრაციული წესით […]

Continue Reading

ევროპის 10 საუკეთესო ქალაქი ხანმოკლე მოგზაურობისთვის 2027 წელს

ახალ საერთაშორისო რეიტინგში ბულგარეთის დედაქალაქი სოფია 2027 წლისთვის ევროპის საუკეთესო ქალაქად დასახელდა ხანმოკლე დასვენებისთვის (city break). პლატფორმა “European Best Destinations”-ის ანგარიშის თანახმად, რომელიც “სრულიად განსხვავებული ხასიათის” 10 ქალაქს აერთიანებს, ბულგარეთის დედაქალაქმა პირველი ადგილი “ანტიკური ისტორიის, თანამედროვე კულტურისა და მთების” წყალობით დაიკავა, რაც “განსაკუთრებით მიმზიდველ სინთეზს” ქმნის. ლისაბონი, რომელიც ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ სამოგზაურო […]

Continue Reading

პაპუაშვილი – “ამიტომაც ვართ კრიტიკული ევროკავშირის მიმართ, რომ ევროპა გადავარჩინოთ და ის ცივილიზაცია შევინარჩუნოთ, რომლის თანაშემოქმედები ვართ”

ევროკავშირი დღეს ცივილიზაციურად ღუპავს ევროპას – ჩვენი ამოცანა ისიც არის და ამიტომაც ვართ კრიტიკული ევროკავშირის მიმართ, რომ ევროპა გადავარჩინოთ და ის ცივილიზაცია შევინარჩუნოთ, რომლის თანაშემოქმედები ჩვენც ვართ – დღეს ევროპა საშველია თავად ბრიუსელისგან და ევროკავშირის მესვეურებისგან, რათა ცივილიზაციურ უფსკრულში საბოლოოდ არ გადაიჩეხოს! – ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საფრანგეთში გამართულ დემონსტრაციებს გამოეხმაურა, რა დროსაც […]

Continue Reading

პანიკის დათესვა საჭირო არ არის-ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობები არ უნდა იქცეს ისეთ აბსტრაქტულ შიშებად, როგორიც თავის დროზე საყოველთაო დაჩიპვისა თუ პირადობის მოწმობაში 666 კომბინაციის საფრთხე მიაჩნდა ზოგიერთებს – გოცირიძე ელექტრონულ ლარზე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოვირიძე აცხადებსმ, რომ ციფრულ სამყაროში ციფრული ფულის გაჩენა გარდაუვალი იყო, ისევე როგორც ელექტრონულ ერაში-ელექტრონულის. მისი თქმით, ციფრული ფული ზუსტად ასახავს იმ ევოლუციურ კანონზომიერებას, რომლითაც ფული და ტექნოლოგიები ერთმანეთს მიჰყვება ისტორიის განმავლობაში. “ფული არ არის მხოლოდ ფიზიკური ობიექტი (მონეტა ან ქაღალდის ბანკნოტი). ის თავისი არსით, ინფორმაციული ტექნოლოგიაა – მექანიზმი, რომელიც აღრიცხავს, ინახავს და […]

Continue Reading

ვახო სანაია – ჩვენ არ გავჩუმდებით, ვერანაირი მეთოდი ვერ შეაჩერებს თავისუფალი აზრის გამოთქმას – რამდენი პატიმრობაც უნდათ იმდენი გამოწერონ

მთავარი არის ის, რომ ჩვენ არ გავჩუმდებით, ეს მეთოდები ამას ვერ შეაჩერებს და საერთოდ ვერანაირი მეთოდი ვერ შეაჩერებს თავისუფალი აზრის გამოთქმას – ჩვენ ვიცით რას დავწერთ, რას წავიკითხავთ, როგორ მოვუყვებით მაყურებელს, ამ სიტყვებს ჩვენ ვარჩევთ და არა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ცალკე ლექსიკონს ქმნის,- ამის შესახებ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ განაცხადა, რომელსაც ცოტა ხნის წინ სასამართლომ 30-დღიანი […]

Continue Reading

საფრანგეთის შს მინისტრი – ცხადია, მე ვარ პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხდება, რადგან პოლიციამ ზოგიერთ ქალაქში კონტროლი დაკარგა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნიესი აცხადებს, რომ ქვეყანაში მომხდარ არეულობაზე თავად არის პასუხისმგებელი, რადგან პოლიციამ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა. „მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი. ცხადია, მე ვარ პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხდება. მე უარს ვაცხადებ გადადგომაზე, რადგან მე ვარ პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხდება“, – განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა. მისივე თქმით, საფრანგეთის პოლიციამ ზოგიერთ ქალაქში კონტროლი დაკარგა, […]

Continue Reading

ვახო სანაიას Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს

Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო, ჟურნალიტ ვახო სანაიას 30 დღით პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გამოაცხადა, რითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ჟურნალისტი პროცესზე არ მისულა, უარი თქვა ადვოკატის აყვანაზეც. ცნობილ ტელეწამყვანს შსს “ქართული ოცნების” ლიდერების, შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფას ედავებოდა. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტი ერთხელ უკვე იყო 14-დღიან პატიმრობაში – მაშინ ის ციხეში […]

Continue Reading

დევნილთა ფულადი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება

დევნილთა ფულადი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დღეს დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეუძლიათ. „პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მასში ჩართვა შეუძლია ყველა იმ დევნილ ოჯახს, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია არ მიუღია. კომპენსაციის ოდენობა ოჯახის თითოეულ დევნილ წევრზე […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 19 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 ოქტომბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და დღის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის […]

Continue Reading

19 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 19 ოქტომბერს წმინდა თომა მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს. თომა მოციქულის თავის ქალა საქართველოში – თბილისის სიონში ინახება. თომა მოციქული წმიდა მოციქული თომა, მარჩბივად (ტყუპისცალად, ბერძნულად – დიდიმად) წოდებული, დაიბადა გალილეის ქალაქ პანეადაში, რომელსაც შემდეგში ჰეროდეს ძემ – ფილიპემ რომის იმპერატორის ტიბერიუსის პატივად კესარია უწოდა (ფილიპეს კესარია). ეს ქალაქი მდებარეობდა ერმონის მთის ძირას, […]

Continue Reading

როდის იწყება “მწვანე ბარათის” გათამაშებაში რეგისტრაცია და რა შეცდომები არ უნდა დაუშვან მოგების მსურველებმა

აშშ-ის საიმიგრაციო პროგრამა – Diversity Visa Program 2027 (DV-2027) – მორიგი ციკლისთვის ემზადება. აღნიშნული პროგრამა ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით 55 000-მდე მუდმივი ცხოვრების უფლებას (Green Card) გასცემს. საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზაა ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მისაღებად. რა უნდა იცოდეთ რეგისტრაციის დაწყებამდე, როდის იგეგმება განაცხადების მიღება და რა შეცდომებს უნდა […]

Continue Reading

მაკრონი – “გუშინ ჩვენი რამდენიმე ასეული ათასი თანამემამულე გამოვიდა დემონსტრაციებზე და ცდილობდნენ თავიანთი ლეგიტიმური მოთხოვნების გამოხატვას”

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმასაფრანგეთში მიმდინარე არეულობებთან დაკავშირებით მოითხოვა, რომ მთავრობამ მიიღოს ზომები ქუჩის არეულობების გამეორების თავიდან ასაცილებლად. „მან მოითხოვა, რომ მთავრობამ ისწავლოს ყველა საჭირო გაკვეთილი სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებისა და მსგავსი მოვლენების პროგნოზირების საკითხებში, ასევე მიიღოს ზომები, რათა ეს აღარ განმეორდეს“, – განაცხადა მაკრონმა ერისადმი მიმართვაში, რომელიც BFMTV-მ გადასცა. საფრანგეთის ლიდერმა დასძინა, რომ ის ელოდება მკაფიო […]

Continue Reading

დონალდ ტრამპმა საფრანგეთს საზღვრების დახურვისკენ მოუწოდა

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთს საზღვრების დახურვისკენ და „სიტუაციის კონტროლის ქვეშ აყვანისკენ“ მოუწოდა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა. “საფრანგეთი ცეცხლშია! სრულიად სხვა სამყაროდან ჩამოსული ადამიანების იმიგრაციამ, გულში სიძულვილით სავსე ადამიანებმა, ეს ოდესღაც დიდი ქვეყანა გაანადგურა. დახურეთ საზღვრები და აიღეთ კონტროლი, სანამ გვიან არ არის!” – წერს ტრამპი. საფრანგეთში მაღალი ფასების წინააღმდეგ მასობრივი […]

Continue Reading

იტალიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა

იტალიაში, სადაც ცხოვრების ფასის ზრდის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა, სულ მცირე 60 ადამიანი დაშავდა. მილანსა და ბოლონიაში დემონსტრანტები ქვებსა და ფეიერვერკებს ისროდნენ, ბარიკადებს ცეცხლი წაუკიდეს და მაღაზიების ვიტრინები დაწვეს. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დაახლოებით, 50 დაკავებულია, რომელთაგან ნახევარი არასრულწლოვანია. კიდევ 19 ადამიანი დააკავეს ტურინსა და ბოლონიაში. აქციის მონაწილეები ფასების […]

Continue Reading

ცოლ-ქმარს შორის დაწყებული დავა საქმის გარჩევით და 2 ადამიანის დაჭრით დასრულდა

ვარკეთილში  ცოლ-ქმარს შორის დაწყებული დავა საქმის გარჩევით და 2 ადამიანის დაჭრით დასრულდა. ქალის ნათესავებმა სიძე და მისი ძმა ჯერ სცემეს, შემდეგ კი დანით გაუსწორდნენ.  პოლიციამ 3 ადამიანი დააკავა, მათ შორის 19 წლის ბიჭია. ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა შსს-მ. „გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცივი […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 18 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 ოქტომბერს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის ბოლოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით ზოგან ძლიერი. ღამით აღმოსავლეთის, დღისით დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17 +22°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +13, +18°, […]

Continue Reading

18 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 18 ოქტომბერს ღირსი გრიგოლ ხანძთელის, კლარჯეთის უდაბნოს ღირს მამათა და დედათა, წმიდა მოწამე ხარიტინას, მღვდელმოწამე დიონისე, ალექსანდრიელის და წმიდა მოწამე მამელხვა სპარსელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი გრიგოლ ხანძთელი, კლარჯეთის სავანეთა აღმაშენებელი და არქიმანდრიტი წმიდა გრიგოლ ხანძთელი დაიბადა დაახ. 759 წელს, იგი დიდგვაროვანთა წრიდან იყო. ნერსე ერისთავის კარზე იზრდებოდა. აღმზრდელებმა და მშობლებმა ნეტარი […]

Continue Reading

საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ხაშურში დაფიქსირდა.   გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

თურქეთი შავ ზღვაში პირველ მცურავ გაზის წარმოების პლატფორმას განათავსებს

თურქეთის პირველი მცურავი გაზის წარმოების პლატფორმა, „ოსმან გაზი“, ფილიოსის პორტიდან შავი ზღვის საქარიას საბადოში გავა. მისი გაშვება, სავარაუდოდ, ბუნებრივი გაზის წარმოებას გააორმაგებს, დღეში 9.5-დან 20 მილიონ კუბურ მეტრამდე. 298.5 მეტრის სიგრძის პლატფორმა, რომელიც 140 კაციან ეკიპაჟზეა გათვლილი, შავ ზღვაში 20 წლის განმავლობაში იმუშავებს, თურქეთის სანაპიროდან დაახლოებით 170 კილომეტრში. პირველი გაზის დაწვა 2026 წლის ბოლოსთვის იგეგმება, […]

Continue Reading

არასრულწლოვანმა 20 წლამდე ბიჭი ცივი იარაღით დაჭრა – სად მოხდა შემთხვევა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 20 წლამდე ბიჭი დაჭრეს. ახალგაზრდას ჭრილობები სავარაუდოდ, არასრულწლოვანმა მიაყენა. შემთხვევა სოფლის სასაფლაოზე მოხდა. ადგილობრივების თქმით, შილდაში ქორწილის მეორე დღის აღნიშვნის შემდეგ, მეგობრები ერთ-ერთი მათგანის მამის საფლავზე წავიდნენ, სადაც მათ არასრულწლოვანთა ჯგუფთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რა დროსაც სავარაუდოდ, ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა 20 წლამდე ბიჭი ცივი იარაღით დაჭრა. დაშავებულს ჭრილობები თავისა და წელის არეში […]

Continue Reading

ნანა ყეინიშვილმა, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება მიმდინარეობს, ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა

ნანა ყეინიშვილმა, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა. აღნიშნულის შესახებ განცხადება მან საკუთარ „ფეისბუქზე“ გაავრცელა. როგორც ყეინიშვილი წერს, მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს არ ეთანხმება, თუმცა იმისთვის, რომ სახელმწიფოს ინტერესებსა და ეროვნული ბანკის რეპუტაციას ზიანი არ მიადგეს, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. „ბოლო დღეების განმავლობაში, ჩემს სახელთან დაკავშირებით გავრცელებულმა ინფორმაციამ […]

Continue Reading

ბექჰემი შესაძლოა ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს

ინგლისის ყოფილმა ფეხბურთელმა და „ინტერ მაიამის“ თანამფლობელმა დევიდ ბექჰემმა, შესაძლოა, ფიფას პრეზიდენტად იყაროს კენჭი, იტყობინება Sky Sports. უეფა მზადაა მხარი დაუჭიროს მის კანდიდატურას. 51 წლის ბექჰემი მსოფლიო ვარსკვლავად, პოპ-კულტურის ხატად და წარმატებულ სპორტულ მოღვაწედ ითვლება. ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წლის მარტში, მაროკოში გაიმართება, განაცხადების მიღება კი 18 ნოემბრამდე გაგრძელდება. ფიფას ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ადრე […]

Continue Reading

არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება – კობახიძე პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებზე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯებიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს მომავალში გაუზიარებენ. როგორც მთავრობის მეთაური ირწმუნება, პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით, პირველადი ინფორმაცით „არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება“. რაც შეეხება კითხვას, უნდა დაინტერესდეს თუ არა აღნიშნული თემით საგამოძიებო უწყებები, კობახიძე ამბობს, რომ ინფორმაციას ჯერ საზოგადოებას წარუდგენენ და თუ კითხვები დარჩება, შემდეგ იქნება შესაძლებელი ნებისმიერი უწყებისთვის მიმართვა. […]

Continue Reading

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცავებისგან თავის არიდების მიზნით გადახტა

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცავებისგან თავის არიდების მიზნით გადახტა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციისთვის ბინაში ნარკოტიკული საშუალებების შესაძლო არსებობის შესახებ გახდა ცნობილი. დანაშაულის თავიდან არიდების მიზნით კი, ერთ-ერთი მამაკაცი საცხოვრებელი ბინის მეოთხე სართულიდან გადახტა და იქვე გაჩერებულ ავტომობილს დაეცა. დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, […]

Continue Reading

ღარიბაშვილი შეწყალებაზე საუაბრი არ ყოფილა – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უმრავლესობის შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერზე, ირაკლი ღარიბაშვილზე და მამუკა მდინარაძეზე ისაუბრა. როგორც მთავრობის მეთაური აცხადებს, ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოსვლა ან შეწყალება არ იგეგმება. “პროცესები იცით რაც იყო. არიან მათ შორის ადამიანები, ვინც არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებების მოსმენა ასეთ საკითხებთან […]

Continue Reading

“სამხრეთ კავკასიის, როგორც ენერგეტიკული დერეფნების გზაჯვარედინის განვითარება მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რომელიც მზადაა მასში ინვესტიციები ჩადოს”

სამხრეთ კავკასიის, როგორც ენერგეტიკული დერეფნების გზაჯვარედინის განვითარება მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რომელიც მზადაა მასში ინვესტიციები ჩადოს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორმა, დიმიტრი ბირიჩევსკიმ, მრგვალი მაგიდის დისკუსიაზე „პლატფორმა 3+3: ენერგეტიკული თანამშრომლობა, როგორც მშვიდობისა და უსაფრთხოების საყრდენი სამხრეთ კავკასიაში“. დიპლომატის თქმით, ღონისძიების ენერგეტიკული დღის წესრიგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. „ჩვენს ქვეყანას რეგიონთან ისტორიული კავშირები […]

Continue Reading

დუშეთში ერთი ადამიანი დაჭრეს

დუშეთში ერთი ადამიანი დაჭრეს – პირს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შსს-ს ცნობით, სისხლიან ანგარიშსწორებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლციიამ ის მალევე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით […]

Continue Reading

“დღეს სცადეს ჩემი მკვლელობა” – ნატა ვიბლიანი

ნატა ვიბლიანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ მის მოკვლას ცდილობდნენ. მისი თქმით, მომხდარს მოწმეც ჰყავს. როგორც ქალი ყვება, ექიმთან ვიზიტის დროს დაცვა თან არ ახლდა, პოლიცია კი ადგილზე გამოძახების შემდეგ მივიდა. “- ექიმთან ვიზიტი მქონდა, ავად ვიყავი რამდენიმე დღე. დღეს სცადეს ჩემი მკვლელობა, თან მოწმე ჰყავს ამ საქმეს. ზურგიდან, ვირთხულად, არაკაცებმა სცადეს ჩემი მოკვლა. […]

Continue Reading

ქალაქის ცენტრალური ხიდიდან ახალგაზრდა კაცი მდინარეში გადახტა! – როდის და სად მოხდა მძიმე შემთხვევა?

რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდას ეძებენ. “ინფო რუსთავის” ცნობით, წუხელ ღამით, 40 წლამდე კაცი ქალაქის ცენტრალური ხიდიდან მდინარეში გადახტა. ადგილზე მალევე მივიდა სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი. ახალგაზრდა კაცის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვრის კალაპოტში ამ დრომდე მიმდინარეობს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.   გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 17 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 ოქტომბერს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. ცალკეულ რეგიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და სეტყვა. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით +15, +20°, ხოლო დღისით +25, +30° იქნება. მთაში ღამით +11, +16°, დღისით +21, +26°; მაღალმთაში კი ღამით +7, +12°, დღისით +17, +22° დონეზე დაფიქსირდება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების […]

Continue Reading

17 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია მოწამე ევდემოზ კათოლიკოსის, მღვდელმოწამე იეროთეოსის, ათენელი ეპისკოპოსის, მღვდელმოწამე პეტრე კაპეტოლიელის, მოწამეთა: დომნინას, მის ასულთა, ღირსი ამონის, ღირსი პავლეს, მოწამეთა დავიკტის და მისი ასულის კალისთენიას ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მღვდელმოწამე ევდემოზ I კათოლიკოსი წმიდა ევდემოზი (დიასამიძე) საქართველოს სამოციქულო ეკლესიას მართავდა 1634 წლიდან, გამაჰმადიანებული მეფის, როსტომ-ხანის დროს (1632-38 წწ). წარმოშობით წმიდა ევდემოზი მესხეთის ერთ-ერთ წარჩინებულ […]

Continue Reading

ძებნილი, რომელსაც მამა-შვილის მოკვლა უნდოდა, სამართალდამცველებს ცხენით გაექცა – სად იმალება რეციდივისტი?

ზუგდიდში მესამე დღეა ვალტერ როგავას ეძებენ. ის სამართალდამცველებს სავარაუდოდ, ცხენით გაექცა და დიდი ალბათობით, სამეგრელოს ტყეებში იმალება. წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო როგავას და მის ძმას 18 წელი აქვთ მისჯილი. ახლა ბრალს ნათესავების მკვლელობის მცდელობაც დაემატება. სიკვდილს სასწაულით გადარჩენილი ზამი როგავა, კლინიკიდან სახლში დაბრუნდა, თუმცა ცნობილმა ინფლუესერმა არ იცის, როდის მიაკითხავს კაცი, რომელმაც მისი მოკვლა სცადა. […]

Continue Reading

რომის პაპმა პუტინს მოუწოდა, ცეცხლი შეწყვიტოს

ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას, პაპმა ლეონ XIV-მ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რათა ხერსონის ოლქში, ოლეშკის ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდოს და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდეს. საუბრის შესახებ Vatican News-მა გაავრცელა ინფორმაცია. „საუბრის დროს პაპმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა ხერსონის ოლქში, ოლეშკის ქალაქში არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის გამო და მოუწოდა ცეცხლის შეწყვეტისკენ, რათა საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის […]

Continue Reading

“ერთი თქვენ წადით ციხეში უჩუმრად, მრავალი წლით, აბსურდული ბრალდებებით, ზურგში თანაგუნდელების მხრიდან მახვილის ჩაცემით და მერე იკაცეთ, ისინი იღებთ ხმას, ვისი სახელებიც არ გვახსოვს 2012 წლამდე” – ვის მიმართავს და რას წერს ღარიბაშვილის ადვოკატი

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, ლილი გელაშვილი ვრცელ წერილს აქვეყნებს და წერს, რომ 19 ოქტომბერს წინასასამართლო პროცესია. მისი თქმით, აღარ უნდა ავადსახსენებელი 37-იანი წლები, სამართალწაგვრილი 9 წლიანი რეჟიმიც. “მინდა მჯეროდეს, რომ ტყუილად არ გვიბრძოლია დამოუკიდებელი სასამართლოსთვის. მე მინდა მიუკერძოებელი, პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი მოსამართლე, რომელიც ერთი, თავისუფლებაში გაცვლილი ჩვენებით არ დაადგენს გამამტყუნებელ განაჩენს! მე მინდა სასამართლო, რომელიც არა […]

Continue Reading

2025 წელს საქართველო 11 158-მა ბავშვმა და 20-30 წლამდე ასაკის 31 828-მა პირმა დატოვა

გასულ წელს 0-დან 15 წლამდე ასაკის 11 158-მა ბავშვმა დატოვა საქართველო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მომზადებული დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ ანგარიშის მიხედვით, მათგან 6 105 ბიჭია, ხოლო 5 053 – გოგო. როგორც ანგარიშიდან ირკვევა, 2025 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი 25-29 და 20-24 წლის ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი წავიდა. შედეგად, 20-დან 30 წლამდე ასაკის ჯამში 31 828-მა ადამიანმა […]

Continue Reading

ვალუტის კურსი შაბათ-კვირას

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5982 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5982 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5987 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9274 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9129 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

უმაღლესი ქულებით ჩარიცხულ ზესტაფონელ 19 პირველკურსელს კახაბერ ცერცვაძე იტალიაში ამოგზაურებს

ზესტაფონმა ქალაქის მთავარ სახალხო დღესასწაულს უმასპინძლა. “ზესტაფონობაზე” ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი კულტურული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები გაიმართა. მოეწყო გამოფენები, დაჯილდოვდნენ ზესტაფონის საპატიო მოქალაქეები, გამოვლინდნენ წლის საუკეთესო სპორტსმენები. საღამო გალა-კონცერტით დასრულდა. ქალაქის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ქალაქ ზესტაფონის საპატიო მოქალაქეთა შორის დასახელდა იტალიაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი კახაბერ ცერცვაძე. როგორც კახაბერ ცერცვაძე ამბობს, მისთვის მშობლიური ქალაქის […]

Continue Reading

შალვა პაპუაშვილი – ყველაფერს ხაზი გადაუსვა ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთმა განცხადებამ, გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა, გამოგვაცხადა პირველყოფილ წყობილებად, ალბათ, ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ

რაზეც იღვაწა ამდენმა ქვეყანამ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომ საერთაშორისო წესრიგი დამყარებულიყო, ყველაფერს ხაზი გადაუსვა ევროკავშირის წარმომადგენლობის ამ ერთმა განცხადებამ, რომელმაც გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა, გამოგვაცხადა პირველყოფილ თემურ წყობილებად, ალბათ, ეგზარქოსსაც დაგვინიშნავენ, რომელმაც უნდა მართოს საქართველო – ეს სირცხვილი რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოირეცხოს ევროკავშირმა,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას, რომლის […]

Continue Reading

სიურპრიზს უმრავლესობის შაბათის სხდომაზე ირაკლი კობახიძე არ ელოდება

ხვალ, უმრავლესობის სხდომაზე დაგეგმილი გვაქვს მიმდინარე საკითხების განხილვა – არ იქნება რაიმე განსაკუთრებული, სპეციფიკური საკითხი და სიურპრიზი, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ხვალ დაგეგმილ უმრავლესობის სხდომაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას წარუდგენენ. “ხვალინდელ სხდომაზე ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მიმდინარე საკითხების განხილვა. არ იქნება რაიმე განსაკუთრებული, სპეციფიკური საკითხი და სიურპრიზი. […]

Continue Reading

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები გათავისუფლდნენ – რამდენიმე მსჯავრდებულმა გლდანის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა

4 ოქტომბრის დიდი შეკრების საქმეზე დაკავებულები პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ – რამდენიმე მსჯავრდებულმა გლდანის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა. საპატიმრო დატოვეს კახა კვაჭანტირაძემ, გიორგი ტალახაძემ, მიშო თოლორდავამ, დავით გიუნაშვულმა, გია თოლირდავამ, იური ლომიძემ. “მე ახალს არაფერს არ ვიტყვი ამ ხელისუფელბაზე. მოკლედ ვიტყვი –  ქოცობა ტეხავს” – თქვა გლდანის ციხიდან გამოსულმა კახა კვაჭანტირაძემ. გიორგი ტალახაძის თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში საშინელი ანტისანიტარიაა. […]

Continue Reading

„ჩვენ აღარ ვაფინანსებთ საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა განვაგრძობთ მოსახლეობის მხარდაჭერას“ – რა პროექტებზე დაიხარჯება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 38 მლნ ევრო

საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო, ევროკავშირი აღარ აფინანსებს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა განვაგრძობთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას – 2026 წელს, ევროკავშირი, ახალი პროექტების განსახორციელებლად, 38 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებას გამოყოფს, რითაც განაგრძობს რეალური, დადებითი ცვლილებების განხორციელებას ოჯახებისა და თემებისთვის მთელ საქართველოში, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში ავრცელებ. ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, პროექტების მიმართულებები, რომლებსაც […]

Continue Reading

“თავზე დამახტნენ, მცემეს, დამჭირდა ექიმების დახმარება” – პატიმარი ყვება, როგორ ახშობდნენ ბუნტს რუსთავის ციხეში

მეექვსე პენიტენციური დაწესებულების ბინადარი, ბექა ცერცვაძე “ტვ პირველს” უყვება, როგორ ახშობდნენ ბუნტს რუსთავის ციხეში გიორგი დავითაძის მიერ გაუპატიურებაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ. მსჯავრდებულის ინფორმაციით, ის გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის გამოცხადების გამო დასაჯეს, მასზე სასტიკად იძალადეს ჯერ ბადრაგებმა, შემდეგ კი ციხეში შესულმა სპეცრაზმმა. ცერცვაძე ტერორში რუსთავის ყველაზე მკაცრი რეეჟიმის ციხის უფროსს შოთა ტრაპაიძეს და მის მოადგილეებსაც ადანაშაულებს. პატიმარმა […]

Continue Reading

რუსეთი-ლიბანი-საქართველო: რომელი ქვეყნიდან გაიზარდა და შემცირდა ფულადი გზავნილები

2026 წლის სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 285.77 მლნ აშშ დოლარი (746.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 10.1%ით (32.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2025 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკაში. ამავე მონაცემების მიხედვით, ყველაზე დიდი ვარდნა რუსეთიდან გზავნილების შეეხო, აქ წლიურად გზავნილები 80%-ით – 39.487 მლნ აშშ დოლარიდან 7.858 […]

Continue Reading

დონალდ ტრამპი – ზელენსკის მოლაპარაკება არ სურს – მე მისი დიდი გულშემატკივარი არ ვარ, მათ უკრაინა გაანადგურეს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, არ სურს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საქმის დაჭერა, რადგან მიაჩნია, რომ ის რუსეთთან მოლაპარაკებას არ აპირებს. “ზელენსკი ისეთი ადამიანი არ არის, ვისთანაც საქმე უნდა გვქონდეს. მას მოლაპარაკება არ სურს. ამბობს, რომ მოლაპარაკება სურს, მაგრამ არ სურს. არა, მე ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ ვარ. მათ უკრაინა გაანადგურეს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. […]

Continue Reading

დევნილთა ფულადი კომპენსაციის პროგრამა 19 ოქტომბრიდან იწყება

დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან დაიწყება და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადები ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში მიიღება. უწყების ცნობით, ახალ პროგრამაში ჩართვა სრულიად ნებაყოფლობითია და მასში მონაწილეობა ყველა იმ დევნილ ოჯახს შეუძლია, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი კომპენსაცია ჯერ არ მიუღია. ფულადი კომპენსაცია განცხადების […]

Continue Reading