ღარიბაშვილი შეწყალებაზე საუაბრი არ ყოფილა – ირაკლი კობახიძე

დღის სიახლეები პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უმრავლესობის შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერზე, ირაკლი ღარიბაშვილზე და მამუკა მდინარაძეზე ისაუბრა.

როგორც მთავრობის მეთაური აცხადებს, ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოსვლა ან შეწყალება არ იგეგმება.

“პროცესები იცით რაც იყო. არიან მათ შორის ადამიანები, ვინც არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებების მოსმენა ასეთ საკითხებთან დაკავშირებით და არსებითად, ამაზე იყო საუბარი.

ჩვენთვის ყველასთვის და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისთვის გულსატკენია, როდესაც ასე ვითარდება პროცესები, სადაც გუნდის ყოფილი წევრები იხდიან სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის. გულისტკივილი გამოითქვა ბიძინა ივანიშვილსი მხრიდანაც. სამწუხაროა რაც მოხდა.

შეწყალებაზე საუაბრი არ ყოფილა. საუბარი კი იყო მამუკა მდინარაძეზე” – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *