4 ოქტომბრის დიდი შეკრების საქმეზე დაკავებულები პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ – რამდენიმე მსჯავრდებულმა გლდანის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
საპატიმრო დატოვეს კახა კვაჭანტირაძემ, გიორგი ტალახაძემ, მიშო თოლორდავამ, დავით გიუნაშვულმა, გია თოლირდავამ, იური ლომიძემ.
“მე ახალს არაფერს არ ვიტყვი ამ ხელისუფელბაზე. მოკლედ ვიტყვი – ქოცობა ტეხავს” – თქვა გლდანის ციხიდან გამოსულმა კახა კვაჭანტირაძემ.
გიორგი ტალახაძის თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში საშინელი ანტისანიტარიაა. მისი თქმით, ზოგიერთი მწერის სახელი სწორედ ციხეში გაიგო.
“ციხეში ყოფნა მარტივი არ არის. მე გავიცანი ძალიან ბევრი ადამიანი, ყველას მინდა მადლობა გადავუხადო და მალე დაეტოვებინოთ ეს საძაგელი კედლები. ციხეში პირობები ცუდია. ანტისანიტარია და გაუსაძლისი პირობებია. ზოგი მწერის სახელი ახლა გავიგე მანდ რომ ვნახე”. – განაცხადა გიორგი ტალახაძემ.



