არასრულწლოვანმა 20 წლამდე ბიჭი ცივი იარაღით დაჭრა – სად მოხდა შემთხვევა

დღის სიახლეები სამართალი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 20 წლამდე ბიჭი დაჭრეს.

ახალგაზრდას ჭრილობები სავარაუდოდ, არასრულწლოვანმა მიაყენა.

შემთხვევა სოფლის სასაფლაოზე მოხდა.

ადგილობრივების თქმით, შილდაში ქორწილის მეორე დღის აღნიშვნის შემდეგ, მეგობრები ერთ-ერთი მათგანის მამის საფლავზე წავიდნენ, სადაც მათ არასრულწლოვანთა ჯგუფთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, რა დროსაც სავარაუდოდ, ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა 20 წლამდე ბიჭი ცივი იარაღით დაჭრა.

დაშავებულს ჭრილობები თავისა და წელის არეში აქვს მიყენებული.

ის საავადმყოფოში მოათავსეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *