მეექვსე პენიტენციური დაწესებულების ბინადარი, ბექა ცერცვაძე “ტვ პირველს” უყვება, როგორ ახშობდნენ ბუნტს რუსთავის ციხეში გიორგი დავითაძის მიერ გაუპატიურებაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ.
მსჯავრდებულის ინფორმაციით, ის გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის გამოცხადების გამო დასაჯეს, მასზე სასტიკად იძალადეს ჯერ ბადრაგებმა, შემდეგ კი ციხეში შესულმა სპეცრაზმმა.
ცერცვაძე ტერორში რუსთავის ყველაზე მკაცრი რეეჟიმის ციხის უფროსს შოთა ტრაპაიძეს და მის მოადგილეებსაც ადანაშაულებს.
პატიმარმა გამოყო ციხის უფროსის მოადგილე, დავით ჭანტურია, რომელიც მიის თქმით, განსაკუთრებით აგრესიულია.
“გიორგი დავითაძეზე რომ გავრცელდა, მაგის მერე ციხეზე თანამშრომლები ეზოს მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფებს აყენებდნენ – ქათამს ეძახდნენ და სოლიდარობა გამოვუცხადე ამ გიორგი დავითაძეს. შემოვიდნენ ჩემთან საკანში, წინააღმდეგობა არ გამიწევია, მითხრეს, რომ დეესკალაციაში უნდა გადავეყვანე. გადამიყვანეს საკნიდან, უცებ შუა კორპუსზე გახდნენ აგრესიულები, დამახტნენ თავზე, მერე ვითხოვდი ექიმს, ცუდად გავხი, ამათი დაგრეხვისგან. არ მომიყვანეს ექიმი. რამდენიმე საათში მოვიდა ერთ-ერთი ბადრაგი რომა, კიდევ სხვებიც იყვნენ, მითხრეს რომ მივდიოდი ეტაპში, შეურაცხყოფას მაყენებდნენ, მიგრეხდნენ ხელებს, ხორხში მიჭერდნენ, ისე მოვყავდი, რომ ჩემი ფეხსაცმელების გარდა ვერაფერს ვხედავდი. უცებ ძალიან ბევრი ბათინკი გაჩნდა, სპეცრაზმი იყო ციხის ტერიტორიაზე შემოყვანილი და ამათმა ერთმა სპეცრაზმელმა და ციხის თანამშრომელმა ჯერ შემიყვანეს გასაჩხრეკ აპარატში, მერე ისევ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ და წამომიყვანეს ეტაპში. მონაწილეობას ამ ყველაფერში იღებდა ციხის დირექტორი შოტა ტრაპაიძე და მაგის მოადგილეები. დავით ჭანტურია იყო განსაკუთრებით აგრესიული. ზოგადად მისი ჯალათური საქციელები განთქმულია და დანარჩენი მოადგილეები, დავით ნიკოლეიშვილი და ვიღაცები იყვნენ”, – ამბობს პატიმარი.
მას შემდეგ რაც პატიმარმა “პირველების” რედაქციას მიმართა, ის ციხეში მისმა ადვოკატმა მოინახულა, პატიმრის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით სახალხო დამცველსაც ეცნობა.
ადვოკატი ითხოვს ამოიღონ კამერის ჩანაწერები, სადაც ნათლად ჩანს სასტიკი მოპყრობა ბექა ცერცვაძის მიმართ.
“ტვ პირველი”



