გასულ წელს 0-დან 15 წლამდე ასაკის 11 158-მა ბავშვმა დატოვა საქართველო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მომზადებული დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ ანგარიშის მიხედვით, მათგან 6 105 ბიჭია, ხოლო 5 053 – გოგო.
როგორც ანგარიშიდან ირკვევა, 2025 წელს საქართველოდან ყველაზე მეტი 25-29 და 20-24 წლის ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი წავიდა. შედეგად, 20-დან 30 წლამდე ასაკის ჯამში 31 828-მა ადამიანმა დატოვა ქვეყანა.
აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს ემიგრაციაში 80 წლისა და უფროსი ასაკის ჯამში 484 ადამიანი წავიდა.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ საქსტატზე დაყრდნობით გთავაზობთ ემიგრაციაში წასულთა რაოდენობას ასაკობრივ ჭრილში, 2025 წლის მდგომარეობით:
- 0-15 წლის – 11 158 პირი
- 15-19 წლის – 6 535 პირი
- 20-24 წლის – 14 723 პირი
- 25-29 წლის – 17 105 პირი
- 30-34 წლის – 14 562 პირი
- 35-39 წლის – 12 510 პირი
- 40-44 წლის – 9 676 პირი
- 45-49 წლის – 8 004 პირი
- 50-54 წლის – 6 471 პირი
- 55-59 წლის – 4 820 პირი
- 60-64 წლის – 3 821 პირი
- 65-69 წლის – 2 497 პირი
- 70-74 წლის – 1 370 პირი
- 75-79 წლის – 638 პირი
- 80-84 წლის – 265 პირი
- 85+ – 219 პირი
ცნობისთვის, გასულ წელს საქართველოდან ემიგრაციაში 114 374 პირი წავიდა, მათგან 68 152 კაცია, ხოლო 46 222 – ქალი.



