გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სასამართლო დავა” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი

საკმაოდ „საინტერესო” იქნება იმის ნახვა, თუ რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი იმ პარტიის წინააღმდეგ, რომელიც მუდმივად აცხადებს, რომ არჩევნები ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზაა. ამის შესახებ გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. „წინა კვირას „ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა – პარლამენტში მყოფი ერთადერთი ოპოზიციური პარტიის. დღემდე, ეს „სასამართლო დავა” მიუწვდომელია – არც საჯაროა და […]

Continue Reading

დოლარის კურსის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0125 ლარი შეადგინა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6229 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6104 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0125 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9925 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9933 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0008 ლარი შეადგინა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგასა“ და ბიზნესმენ რევაზ ვაშაკიძის „ჩირინას“ შორის მიმდინარე ე.წ. “რძის სკანდალის” საქმეზე უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგასა“ და ბიზნესმენ რევაზ ვაშაკიძის კომპანია „ჩირინას“ შორის მიმდინარე ე.წ. “რძის სკანდალის” საქმეზე უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. როგორც BMG-ის რევაზ ვაშაკიძემ განუცხადა, მესამე ინსტანციამ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია “ჩირინას” ლაშა პაპაშვილისთვის 1,6 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა. რევაზ ვაშაკიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია და ლაშა პაპაშვილის “ყვარლის ბაგას” მესამე […]

Continue Reading

„დეპორტაციები ბოლო დროს გახშირდა, არის შემთხვევები პირს მისამართზე აკითხავენ და აკავებენ“ – ირლანდიაში მცხოვრები ქართველი

ირლანდიიდან საქართველოს 43 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა. „რეპორტის“ ცნობით, დუბლინი-თბილისის ჩარტერული რეისი 20 სექტემბერს შესრულდა, ხოლო ფრენის ხარჯებმა 225 575 ევრო შეადგინა. დეპორტირებულებს შორის 33 მამაკაცი, 7 ქალი და 3 ბავშვია. ირლანდიის პოლიციის ინფორმაციით, კაცებიდან ოთხი წარსულში ნასამართლევი იყო. „ცდილობენ, მარტივად შეავსონ თვითმფრინავში ადგილები და საქართველოში გამოუშვან ის მოქალაქეები, რომლებიც ირლანდიაში არალეგალურად იმყოფებიან“, – ამის შესახებ […]

Continue Reading

სასტიკი მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში

სასტიკი მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატში. გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ადგილობრივებმა აცნობეს, რომ მოკლულია 85 წლის ქალი. მათივე ინფორმაციით, მოხუცი ხევის განაპირას მდებარე სახლში მარტო ცხოვრობდა და მასთან თავდამსხმელი სახლში სავარაუდოდ გვიან, ღამით შეიჭრა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა ქალი გააუპატიურა და მისგან ფულის გამოძალვას ცდილობდა. არსებული ვერსიით, თავდამსხმელმა თანხა ვერ იპოვა, რის შემდეგაც სახლს ცეცხლი […]

Continue Reading

მედია არა, იხვის ტოლმა – ჩერგოლეიშვილი “ტვ პირველის” ახალ დირექტორზე

“ეგრე რა, ლელოს პრეს-სამსახური. მედია არა, იხვის ტოლმა” – ასეთი კომენტარით ეხმიანება სოციალურ ქსელში “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარა ჩერგოლეიშვილი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „TV პირველის“ ახალი დირექტორი „ლელო- ძლიერი საქართველოს“ სტრატეგიული კომუნიკაციების ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ჯორბენაძე იქნება. “ტვ პირველის“ მფლობელმა, ვატო წერეთელმა დღეს, არხის ახალი დირექტორი და საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს წევრები წარადგინა. ცნობისთვის, ტელეკომპანიის დირექტორის […]

Continue Reading

“ძალიან ადრე გამოჩნდა გრიპის ვირუსი, ასეთ ადრეულ პერიოდში გრიპის შემთხვევები უჩვეულოა”

სექტემბრის ბოლოს განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ორი ვირუსი: გრიპის ვირუსი და კორონავირუსი. გრიპის შემთხვევების გამოჩენა ასეთ ადრეულ პერიოდში უჩვეულოა, – აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში. მისი თქმით, სექტემბრის მეორე კვირას პირველადი ჯანდაცვის რგოლის დაწესებულებებში პაციენტების მიმართვიანობამ მოიმატა, ხოლო გრიპის შემთხვევების გამოჩენას ადრეულ პერიოდში არ შეუქმნია დამატებითი დატვირთვა სტაციონარულ და […]

Continue Reading

ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან უარი თქვა ტრამპის მოთხოვნაზე, შეეწყვიტა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ტრამპმა მას სთხოვა, შეეწყვიტა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმა გლობალური დიზელის ფასების ზრდის ფონზე. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მისი მოთხოვნა უარყოფილი იქნა, რადგან მიაჩნია, რომ ფასების ზრდა, ძირითადად, ჰორმუზის სრუტის ბლოკირებით არის განპირობებული და არა უკრაინის მიერ რუსეთზე თავდასხმებით. მანვე დასძინა, რომ ვინაიდან ყველას სურს დიზელის ფასის საკითხის […]

Continue Reading

საარსებო შემწეობა 140 ათასამდე პირს შეუწყდა – რამდენი ადამიანი იღებს დახმარებას

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისევ მცირდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ ერთ თვეში საარსებო შემწეობა 6 546 ადამიანს შეუწყდა, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით კი ბაზიდან ჯამში 139 870 ადამიანის ამოღება მოხდა. კერძოდ, 2026 წლის ივლისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 576 902-ს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი აგვისტოში 570 356-ს გაუტოლდა. 2026 წლის იანვარში სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას 710 […]

Continue Reading

“რუსეთის რკინიგზის ტური” ერევანსა და თბილისს შორის მატარებლით კრუიზს იწყებს

ამ შემოდგომაზე რუს მოგზაურებს შეეძლებათ პირველი საერთაშორისო მატარებლით კრუიზით ისარგებლონ და სომხეთსა და საქართველოს ეწვიონ. “რუსეთის რკინიგზის ტური” პირველ მატარებელს 30 ოქტომბერს გაუშვებს. სამდღიანი საერთაშორისო მოგზაურობა, სახელწოდებით „კავკასიის ორი გული“, ერევანში დაიწყება, სადაც ტურისტებს დამოუკიდებლად შეუძლიათ მგზავრობა. მგზავრობაერთ ადამიანს, მინიმუმ, 63,000 რუბლი დაუჯდება. ტურისტები ღამეს მატარებელში გაატარებენ, დღისით კი, სომხეთისა და საქართველოს ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ. მოგზაურები […]

Continue Reading

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები გამოაქვეყნა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტს საკუთარი შედეგის გაცნობა ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ცხრილში საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით შეუძლია. „მინიმალური გამსვლელი ქულები საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგების სტატისტიკა: მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 4010 აბიტურიენტს. […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 23 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +19, +24°, დღისით +28, +33°; […]

Continue Reading

23 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

ეკლესია დღეს აღნიშნავს ხსენებას მოწამეთა მინოდორასი, მიტროდორასი და ნიმფოდორასი; მოციქულთა: აპოლიოსისა, ლუკიოსისა და კლიმენტისა, 70-თაგანთა; მოწამისა ვარიფსავასი; კეთილმორწმუნისა პულქერიასი, ბერძენთა დედოფლისა; მღვდელმთავართა პეტრესი და პავლესი, ნიკეელ ეპისკოპოსთა. წმიდა მოწამენი: მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა ისინი ღვიძლი დები იყვნენ, წარმოშობით ბითვინიიდან (მცირე აზია). ღვთისმოშიშებით გამორჩეულებმა გადაწყვიტეს, გარიდებოდნენ ამ სოფელს, ერთი განკრძალული ბერი ჰპოვეს უდაბნოში და აქ ატარებდნენ […]

Continue Reading

რუსეთ-უკრაინის შეთანხმებას იმაზე სწრაფად მივაღწევთ, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, მას დიდი გადაწყვეტილება აქვს მიღასაღები იმასთან დაკავშირებით, დაიდება თუ არა ირანთან შეთანხმება, რომელიც მათ საშუალებას მისცემს “აღადგინონ და შექმნან გაცილებით დიდი ქვეყანა, ვიდრე ოდესმე ყოფილა”. მეორე მხრივ, ტრამპი აცხადებს, რომ მას შეუძლია “ისლამური რესპუბლიკის განადგურება” და მათთვის “იმის შანსის აღარასდროს მიცემა, რომ ხალხი და ქვეყნები გაანადგურონ”. “მჯერა, რომ შეთანხმებას არჩევნების […]

Continue Reading

ბოლო პერიოდში ჩინელები საქართველოში ბევრ სასტუმროს ყიდულობენ – მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაცია

მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში სასტუმრო ბიზნესში ჩინური კაპიტალი გააქტიურდა. ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე ამბობს, რომ ჩინური კომპანიები საქართველოში საკუთარი მოქალაქეების მომსახურების მიზნით, ძირითადად მცირე სასტუმროებს ყიდულობენ. “ბოლო პერიოდში ჩინელები გააქტიურდნენ. ძალიან ბევრ სასტუმროს ყიდულობენ, მაგრამ კომერციული დანიშნულებით არა. დიდი კაპიტალი აქვთ, ჩინეთში აქვთ თვისი [ბიზნესი] და აქ ფილიალებს ხსნიან, რომ ჩინური […]

Continue Reading

“ახლა ისიც მოგვიყევით, როგორ აწარმოებდა ღარიბაშვილი ჰეროინს ღვინის ქარხანაში”… “დოქსოპულო, რა უსაზღვრო ფანტაზია გქონია” – ვის მიმართავს ირმა ინაშვილი

ახლა ისიც მოგვიყევით, როგორ აწარმოებდა ღარიბაშვილი ჰეროინს ღვინის ქარხანაში და მთლად კარგად იქნება თქვენი საქმე. ამის შესახებ სოციალურ ქსელში “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირნა ინაშვილი წერს. მისი თქმით, კობახიძის ხელისუფლება ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ დანაშაულს მიაკერებს და ვითომ მოწმეებსაც მოძებნის. “ქოლ- ცენტრების თითქოსდა მფარველობის თემის მიბმა ღარიბაშვილთან მორიგჯერ, თვალნათლივ გვაჩვენებს, რაოდენ გახრწნილია კობახიძის მმართველობა. ქვეყანამ იცის, რომ […]

Continue Reading

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, ან ის ხდება თანამონაწილე ქართველი ხალხის უმრავლესობის გინების და მონად წოდების, ან გაემიჯნება ამ ქცევას

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელსა და მონის მწოდებელზე იხარჯება ევროკავშირის ფული, აღარ ვიცი, რა კვლევა და ანალიზი არის საჭირო. გასაგებია, რომ საქმე გვაქვს ამაზრზენ მდგომარეობასთან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, რამდენად მისაღებია, რომ „„დანიის კულტურის ინსტიტუტის“ პროექტის, „შემოქმედებითი კომპასი საქართველოს“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული, ოთხწლიანია და საქართველოს გოეთეს […]

Continue Reading

ხმაური სასამართლოში: ქართველი ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თურქეთის მოქალაქე გაამართლეს – 20 წლის გოგო დარბაზიდან სასწრაფომ საკაცით გაიყვანა

ხმაური იყო დღეს სასამართლოში, სადაც ქართველი ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული თურქეთის მოქალაქე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. პროცესს სავარაუდო მსხვერპლი 20 წლის გოგონაც ესწრებოდა. “ტვ პირველის” კორესპოდენტის ცნობით, მოსამართლის გადაწყვეტილება მისთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ სხდომათა დარბაზში გონება დაკარგა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.  20 წლის გოგო დარბაიდან საკაცით გაიყვანეს. გოგონა […]

Continue Reading

დოლარი გაძვირდა – უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 23 სექტემბრიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6104, ევრო – 2.9933, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.4896 ლარი ეღირება. დღეს კი ერთი აშშ დოლარი – 2.6074, ევრო – 2.9941, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.4895 ლარი ღირდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 2026 წლის 23 სექტემბერს ამოქმედდება. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

პროკურატურა კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება 2021 წლის 8 ოქტომბერს, ვახტანგ ჩარკვიანის მამის, გაიოზ ჩარკვიანის განცხადების საფუძველზე დაიწყო. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კი პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ განახორციელა. პროკურატურის ცნობით, გამოძიების პროცესში გაიოზ ჩარკვიანი, როგორც ვახტანგ ჩარკვიანის უფლებამონაცვლე, საქმეში უშუალოდ […]

Continue Reading

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს

თბილისის მასშტაბით, საჯარო ბაგა-ბაღებში მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შესაბამისი გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით მიიღეს. „ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, რძის პროდუქტი დროებით ამოღებულია მენიუდან“,- აცხადებენ სააგენტოში. ცნობისთვის, 18 სექტემბერს საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები სავარაუდოდ ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკებში შეიყვანეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ბაღებში, გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევათა ძირითადი […]

Continue Reading

ლიეტუვის სეიმმა კონსტიტუციიდან ქვეყანაში ბირთვული იარაღის განლაგების აკრძალვის მოხსნას მხარი დაუჭირა

ლიეტუვის სეიმმა კონსტიტუციიდან ქვეყანაში ბირთვული იარაღის განლაგების აკრძალვის მოხსნას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭია 99-მა წევრმა, 13-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო ხუთმა თავი შეიკავა. ამის შესახებ BNS იტყობინება. ლიეტუვის პარლამენტმა ცვლილებებს კიდევ ორჯერ უნდა უყაროს კენჭი, მათ შორის სამთვიანი შესვენებით. საბოლოო კენჭისყრა, სეიმის სპიკერის, იუოზას ოლეკასის თქმით, 2027 წლის 12 იანვარს გაიმართება. მას მხარი უნდა […]

Continue Reading

მთავრობის გადაწყვეტილებით, ყურძნის ხარისხის მინიმალური მაჩვენებელი 17%-დან 16%-ზე ჩამოიწევს, ამ კატეგორიაში მინიმალური ფასი კი 30 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზრდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ყურძნის ხარისხის მინიმალური მაჩვენებელი 17%-დან 16%-ზე ჩამოიწევს, ფასი კი 30 თეთრიდან 50 თეთრამდე გაიზრდება, – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, რთველი 2026 შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან მეხუზლამ განაცხადა. კერძოდ, მაღალკონდიციური ყურძნის შემთხვევაში, 20 გრადუსიდან ზემოთ საფერავი 1.50 ლარი ეღირება, 19 გრადუსიდან ზემოთ რქაწითელი და სხვა დანარჩენი ყურძენი კი 1.30 ლარი. დაბალკონდიციური ყურძნის შემთხვევაში, 16-დან […]

Continue Reading

მევენახეებმა კახეთში გზა, რამდენიმე ადგილას გადაკეტეს

კახეთში მევენახეების პროტესტი გრძელდება, მევენახეებმა რამდენიმე ადგილას გზა გადაკეტეს – “კახეთის ხმისა” და “ტვ პირველის” ინფორმაციით, ფერმერებმა ყვარელი-ლაგოდეხის გზა და ასევე სოფელ ველისციხეში არსებული გზა გადაკეტეს. მევენახეები აცხადებენ, რომ დაშლას მანამდე არ აპირებენ, ვიდრე ყურძნის ჩაბარების ფასზე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და ყურძენს მინიმუმ 90 თეთრად არ ჩაიბარებენ. მევენახეების ნაწილი უკვე ერთი ღამე ყურძნით დატვირთულ […]

Continue Reading

„თბილისობა“ წელს 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება

„თბილისობა“ წელს 3 და 4 ოქტომბერს, ყველაზე მასშტაბურად, ქალაქის ხუთ ადგილზე აღინიშნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, ვიზიტორებს გუდიაშვილის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი და მეტეხის ხიდი უმასპინძლებს. „ადგილზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და სანახაობრივი აქტივობები დახვდებათ. ღონისძიების ტერიტორიაზე […]

Continue Reading

დეზინფორმაციაა, თითქოს ბაღებში ბავშვები მოიწამლნენ ქათმის ხორცით, იმ დღეს მენიუში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა –  გამოვლინდა ნოროვირუსი, უახლოეს დღეებში კი სააღმზრდელო პროცესი აღდგება – კალაძე

გუშინაც ერთი კონკრეტული პიროვნება, ჩვეულებრივი თაღლითი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით ავრცელებდა დეზინფორმაციას, სიცრუეს თითქოს ბაღებში ბავშვები მოიწამლნენ ქათმის ხორცით და ქათამი, რომელიც ბაღებში შედის, არის გაფუჭებული. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. არ დაუჯეროთ თაღლითებს, – მის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მერიის სხდომაზე ენტეროვირუსის სიმპტომების გამოვლენის გამო საბავშვო ბაღების აღსაზრდელების ჰოსპიტალიზაციის […]

Continue Reading

კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წმინდანად შერაცხვის საკითხზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, წმინდა სინოდმა, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წმინდანად შერაცხვის საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყოს, როცა საფლავის გახსნის შესაძლებლობა იქნება. ამასთან, როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეკლესიაში არსებული საერთო ტრადიციით, საფლავი რომ გაიხსნას, 3 წელი მაინც უნდა იყოს გასული, რათა ნახონ სხეული გაიხრწნა თუ არა. მეუფე ნიკოლოზის განმარტებით, გაუგებარია, რატომ არ […]

Continue Reading

აღმოაჩენილია “წამების ოთახი” – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

ეს­პა­ნე­თის ქა­ლაქ ეს­ტე­პო­ნა­ში პო­ლი­ცი­ამ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ე.წ. წა­მე­ბის ოთა­ხი აღ­მო­ა­ჩი­ნა, სა­ი­და­ნაც ორი მა­მა­კა­ცი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. გა­მო­ძი­ე­ბის მი­ხედ­ვით, ისი­ნი სას­ტი­კად იყ­ვნენ ნა­ცე­მი და სახ­ლში ძა­ლით ჰყავ­დათ გა­მო­კე­ტი­ლი. საქ­მე­ზე შვი­დი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. ეს­პა­ნუ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან. სახ­ლში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ასე­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნეს ორი AK-47 ტი­პის ავ­ტო­მა­ტი და პის­ტო­ლე­ტე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ერთ-ერთი მა­მა­კა­ცი, მა­რო­კოს მო­ქა­ლა­ქე, […]

Continue Reading

ძლიერი დაკვამლიანების გამო, მეტროსადგურ „დიდუბეში“ მატარებელი ხაზიდან ჩახსნეს

ძლიერი დაკვამლიანების გამო, მეტროსადგურ „დიდუბეში“ მატარებელი ხაზიდან ჩახსნეს. ამ დროისთვის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია.  მატარებლების მიმოსვლა აღდგება მას შემდეგ, რაც  დაზიანებულ მატარებელს დეპოში გადაიყვანენ.  გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 22 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი შესაძლებელია სეტყვა. ზოგან იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ჩრდილო მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია […]

Continue Reading

22 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 22 სექტემბერს იხსენიებს წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმეს და ანნას. მოწამე სევერიანეს, ღირს თეოფანე აღმსარებელეს, მოწამეთა ხარიტონსა და სტრატორეს, ნეტარის ნიკიტა კონსტანტინოპოლელის, და აღნიშნავს წმ. თეოდოსი ჩერნიგოველი მთავარეპისკოპოსის ნაწილთა პოვნას და აღმოყვანება. საეკლესიო კალენდარში ამ დღეს არის III მსოფლიო კრების ხსენებაც. „Sputnik – საქართველო” გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ […]

Continue Reading

ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით! – ვის აფრთხილებს ირაკლი ღარიბაშვილი ახალ წერილში

ჩემი დაჭერის მთავარი მიზანი და მოტივი იყო და არის ჩემი პოლიტიკურად განეიტრალება, ხალხში ჩემი სახელისა და რეპუტაციის დაზიანება და დისკრედიტაცია, საბოლოოდ კი – ჩემი პოლიტიკური მომავლის განადგურება – ამის შესახებ ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გავრცელებულ ახალ წერილში წერს, რომელიც მის პირად ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა: “საზოგადოებაში კითხვები არსებობს ჩემს დაპატიმრებასთან დაკავშირებით, ბევრი ბუნდოვანი ვერსია და […]

Continue Reading

თბილისში ნაქირავებ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს – რა აღმოაჩინა პოლიციამ კარის შემტვრევის შემდეგ?

დროებით ნაქირავებ ბინაში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათგან ერთი საფრანგეთის, ხოლო მეორე რუსეთის მოქალაქეა.  როგორც ირკვევა, ისინი რამდენიმე დღე კონტაქტზე არ გამოდიოდნენ. მას შემდეგ, კი რაც მეზობლებმა სადარაბაზოში მძაფრი სუნი იგრძნეს, პოლიცია გამოიძახეს. სახლის კარი სამაშველო სამსახურის დახმარებით გახსნეს და ორივე მათგანი გარდაცვლილი დახვდათ. ისინი ექპერტიზაზე გადაასვენეს. მიზეზებს გამოძიება დაადგენს. “რეზონანსი” გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

დოლარის ცვლილებამ ლართან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა. რა ეღირება ხვალ უცხოური ვალუტა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6074 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6074 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6071 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9941 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9911 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

ტრამპი: რუსეთმა უკრაინაში თავდასხმების გამო ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე კონტროლი დაკარგა

სამწუხაროდ, რუსეთმა უკრაინასთან ომის გამო დიზელის საწვავის წარმოების ინდუსტრიაზე კონტროლი დაკარგა. მათი დიზელის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დიდი ნაწილი აფეთქდა და, სულ მცირე, დროებით, მწყობრიდან გამოსულია. ამი შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა. “უკრაინასთან ეს აბსურდული და დაუსრულებელი ომი უნდა დასრულდეს. მთელი მსოფლიო იტანჯება, ხოლო ყოველთვიურად 25 000 ადამიანი, ძირითადად ჯარისკაცი, იღუპება” – დასძინა მან. […]

Continue Reading

“თუ ჩემი შვილი ცოცხალია, მაშინ მან თავისი ვინაობა არ იცის… ახლახან მამიდასაც ვკითხე და დამიდასტურა” – გურამ დადიანიძის დედის მორიგი მოულოდნელი ვერსია

12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემას „შუადღე Live Shuadge Live“ სტუმრობდა, სადაც შვილის შესახებ ისაუბრა. გადაცემაში სოფო ბიბილაშვილმა დაკარგული შვილის პოვნის იმედსა და საზოგადოების მხარდაჭერაზე. „ძალიან ბევრი მწერს, მაიმედებს, რომ ვიპოვი ცოცხალს, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ თუ ჩემი შვილი ცოცხალია და ამ ყველაფერს უყურებს, მაშინ მისი ვინაობა არ იცის… […]

Continue Reading

პატრიარქი შიო მესამე: – “ჩვენ ხშირად არასწორი სიხარული გვაქვს უფრო მიწიური მოვლენების გამო, რაც ჩვენ სულიერ მდგომარეობაზე მიუთითებს, რომ ვერ ვგრძნობთ ნამდვილ სულიერ სიხარულს”

ჩვენ ხშირად არასწორი სიხარული გვაქვს უფრო მიწიური მოვლენების გამო, რაც ჩვენ სულიერ მდგომარეობაზე მიუთითებს, რომ ვერ ვგრძნობთ ნამდვილ სულიერ სიხარულს, იმიტომ, რომ ჩვენი სიხარულის მიზეზები ხშირად არის ხოლმე ქრისტიანული ცხოვრებისთვის უღირსი. უფრო მიწიური ღირებულებების გამო ვხარობთ და თუ ღვთისმშობლის შობა, მიზეზი დედაღვთისმშობლის მოვლინებისა არის ჩვენი სიხარულიც, მაშინ ეს არის რისკენაც მოგვიწოდებს უფალი, – ამის შესახებ […]

Continue Reading

საკონსტიტუციოში გახარიას პარტიის ასაკრძალი სარჩელი შედის – რა პოზიციები აქვთ მმართველ პარტიას და ოპოზიციას, გაუქმდება თუ არა სადეპუტატო მანდატები – სტატია

განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დაემატა, ხელმოწერილია და საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა. მმართველი პარტიის სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრის პერიოდისთვის მიიღოს, რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, მხოლოდ, ერთი კონკრეტული პარტია ემატება. პარტიაში იმედი აქვთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება ამ საკითხის განსახილველად. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, გახარიას პარტია […]

Continue Reading

აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. უწყების განმარტებით, მონიტორინგი ა(ა)იპ “კავშირი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის” მიერ სავარაუდოდ გრანტის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტზე დაიწყო. „საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით და მათ შორის “გრანტების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში“.- განაცხადეს აუდიტის სამსახურში. […]

Continue Reading

ავტომფლობელებმა ჯარიმების რეკორდული ოდენობა გადაიხადეს – რა თანხა შევიდა ბიუჯეტში

2026 წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 178 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20.8 მლნ ლარით, ანუ 13.2%-ით მეტია. დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 71.2 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, […]

Continue Reading

აშშ-ში პრემიერის ტრამპთან შეხვედრა არ იგეგმება… საქართველო ამერიკასთან ურთიერთობის დინამიკით კმაყოფილია – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძის შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრა არ იგეგმება. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, კობახიძე მხოლოდ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მიიღებს მონაწილეობას. “ეს გახლავთ ვიზიტი გაეროს ასამბლეაზე დასასწრებად, რაც არ წარმოადგენს ორმხრივ ვიზიტს. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციაში ვიზიტი. ალბათ გინახავთ, რომ ჟენევაშიც ეწყობა ხოლმე ვიზიტები, თუმცა ეს არ ნიშნავს, […]

Continue Reading

რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს იგივე “დუმას” არჩევნებში მმართველმა პარტიამ, „ერთიანმა რუსეთმა“ ხმების უმრავლესობა მოიპოვა. ბიულეტენების 90.43%-ის დათვლის შედეგად, სახელისუფლებო გუნდი პირველ ადგილს 57.86%-ით იკავებს. მეორე პოზიციაზე კომუნისტური პარტია CPRF-ია, რომელმაც ხმათა 13.84% მოიპოვა. ულტრანაციონალისტურმა გაერთიანება LDPR-მა ამომრჩეველთა 8.9% მიიღო, პარტია “ახალმა ხალხმა” კი ხმების 7.94% დააგროვა. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლის ზღვარს 4.95%-ით პარტია “უბრალოდ რუსეთიც” უახლოვდება. […]

Continue Reading

70 წლამდე ასაკის კაცი, მეზობელზე, 14 წლამდე ასაკის გოგონაზე სექსუალურად ძალადობდა – “მთავარი”

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 70 წლამდე ასაკის კაცი, მეზობელზე, 14 წლამდე ასაკის გოგონაზე სექსუალურად ძალადობდა. კაცი ტაქსის მძღოლია. “არასრულწლოვანი და 70 წლამდე ასაკის მამაკაცი ტყესთან ახლოს ნახა მონადირემ. ეს მამაკაცი არის ტაქსის მძღოლი და ბავშვი დაჰყავდა რაიონში წრეზე, ეს მამკაცი არის მეზობელი ამ ბავშვის. მას შემდეგ რაც მონადირებ აღნიშნული ნახა, მანქანით გამოედევნა და მოადგა ამ კაცს ბირჟაზე, […]

Continue Reading

“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატის ოჯახი ამტკიცებს, რომ ციხეში მათი შვილი ბადრაგებმა სასტიკად სცემეს

“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის ოჯახი ამტკიცებს, რომ ყველაზე მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მათი შვილი სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. დავითაძეები ჰყვებიან, რომ მეექვსე პენიტენციური დაწესებულების ცხრა ბადრაგს 36 წლის გიორგი დავითაძე დეესკალაციის ოთახში ჰყავდა ჩაყვანილი და ძალადობდა. ფაქტი დეკემბერში მოხდა,  გამოძიება დაწყებულია, თუმცა იმის გამო რომ ყველა ვადა ამოიწურა და არავინ დასჯილა, ოჯახი ამბობს, რომ ამ ამბის გახმაურება გადაწყვიტეს. დავითაძეების […]

Continue Reading

ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე – პაპუაშვილი

ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ყველამ უნდა დაიმახსოვროს. ის, რომ გვარამია იმეორებს კამპანიის გზავნილს, რაც საბოლოოდ გულისხმობს, საქართველოსგან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გადაცემას რუსეთისთვის, არანაირი შანსი არ აქვს ქართველ ხალხში რაიმენაირად ფეხი მოიჭიროს , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის შეფასებით, ალბათ, არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ არ […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 21 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 სექტემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნებაამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ზოგან იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +26°;ბათუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°;ქობულეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: […]

Continue Reading

21 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის შობას დღესასწაულობს. საეკლესიო კალენდარში ეს თარიღი ასევე არის წმიდა აღმსარებლების იოანე და გიორგი-იოანეს ხსენების დღეც. წმიდა აღმსარებელნი: იოანე და გიორგი არქიმანდრიტი იოანე (ერისკაცობაში ვასილ მაისურაძე) დაიბადა ცხინვალში, დაახლოებით 1882 წელს. სიყრმიდანვე ბერ-მონაზვნური ცხოვრებისკენ მიდრეკილი და სიწმინდის მაძიებელი ვასილი, 1903 წლიდან ღვთისგანგებულებით ათონის მთაზე იწყებს ცხოვრებას წმ. იოანე […]

Continue Reading

მლეთაში დაკარგული გურამ დადიანიძის დედა ივანიშვილის სახლთან აქციებს აანონსებს

ვითხოვ ჩემი შვილის პოვნას. ივანიშვილის კარამდეც რომ დამჭირდეს მისვლა, იქაც მივალ, არ დავტოვებ ამ საქმეს გაუხსნელს , – ამის შესახებ 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის დედამ, სოფო ბიბილაშვილმა განაცხადა. ის საქმის გამოძიებას ითხოვს და აღნიშნავს, რომ თუ გამოძიება სწორი მიმართულებით არ წავა, ხალხთან ერთად ქუჩაში გამოხატავს პროტესტს. „ველოდები გამოძიებას, რომ ეს საქმე ბოლომდე […]

Continue Reading

21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას – ღვთისმშობლის შობას დღესასწაულობს – პატრიარქი წირვას ბათუმში შეასრულებს

მართლმადიდებელი სამყარო 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრებში კი ღვთისმსახურება ღამის თევით შესრულდება. მართმადიდებელ ეკლესიაში ეს დღესასწაული, ჯერ კიდევ მე-4 საუკუნეში დადგინდა.  საეკლესიო სწავლების თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, ანა – პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი. ღვთისმოშიშ […]

Continue Reading

ფოტოგრაფიიდან ქველმოქმედებამდე – როგორ ახერხებს “დანტესი” ადამიანების ცხოვრების შეცვლას

ქუთაისში მცხოვრებ ფოტოგრაფს და ქველმოქმედ ახალგაზრდას, დავით ოქროპილაშვილს, იგივე ,,დანტესს” საქართველოში ყველა კარგად იცნობს. მან წლების მანძილზე ქუჩის ფოტოგრაფიასთან ერთად, ქველმოქმედებით და ადამიანების ისტორიების მოყოლით ბევრჯერ გააერთიანა საზოგადოება, რითიც ადამიანების ცხოვრება შეცვალა. – როგორ დაიწყო თქვენი საქმიანობა ფოტოგრაფიაში და რა როლი აქვს მას თქვენს ცხოვრებაში? როდის გაჩნდა სურვილი, რომ ფოტოგრაფიის პარალელურად, ადამიანებსაც დახმარებოდით? როგორ იქცა ფოტოკამერა ადამიანების ცხოვრების […]

Continue Reading