სიჩქარის გადაჭარბების შესახებ ახალი ცვლილებები მზადდება – რა იცვლება კანონმდებლობაში

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ წარადგინა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევა. როგორც კირცხალიამ განაცხადა, ცვლილებები პრემიერ-მინისტრთან, სახელმწიფო მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრთან კონსულტაციის საფუძველზე მომზადდა. „მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ით გადაჭარბება ისჯება ჯარიმით 100 ლარის […]

Continue Reading

13 ივნისს მდინარეში ჩავარდნილი მოზარდი, რომელიც უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს, გარდაიცვალა

გარდაიცვალა მოზარდი, რომელიც 13 ივნისს მდინარეში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა. მოზარდი წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გოგონა თურქეთში გადაიყვანეს. თუმცა, გადარჩენა ვერ მოხერხდა. ბლოგერი შოთო სიხარულიძე წერს, რომ ლილეს მშობლებმა შვილის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. “რეზონანსი”

Continue Reading

პოლიტიკოსები 4 ოქტომბრის საქმის განაჩენს ეხმაურებიან

პოლიტიკოსები საქალაქო სასამართლოს მიერ 4 ოქტომბრის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმაურებიან. “ფედერალისტების” ლიდერის, თამარ ცერგოლეიშვილის განცხადებით, “ჩიხში შესული რეჟიმის ამოცანა მარტივია. მას სჭირდება საზოგადოების გატეხვა და დამორჩილება იმისთვის, რომ დასავლეთს ალიევივით, ან ლუკაშენკოსავით “დაულაგდეს” და შერყეული ძალაუფლება შეინარჩუნოს”. “ამიტომ ვისაც ტეხს, იმის მიმართ მოწყალებას იჩენს, ხოლო გაუტეხლებს სასტიკად ექცევა. გაუტეხლობის მაგალითებია მზია, ელენე, დღეს მსჯავრდებული მოქალაქეები […]

Continue Reading

ვროპარლამენტის თუ ევროკავშირის მასშტაბით მიღებულ განცხადებებს და რეზოლუციებს ერთი თეთრის, ერთი ევროცენტის ფასიც კი აღარ აქვს – “ქართული ოცნება”

ევროპარლამენტის თუ ევროკავშირის მასშტაბით მიღებულ განცხადებებს და რეზოლუციებს ერთი თეთრის, ერთი ევროცენტის ფასიც კი აღარ აქვს უკვე – მათი მიზანი, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევაა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას გამაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირი დგას ცივილიზაციური უფსკრულის წინაშე და აუცილებელია, რომ ევროკავშირის მასშტაბით რეალური ევროპა და ევროპულობა […]

Continue Reading

მე-8 სართულიდან გადახტომას ცდილობდა – ვინ და რატომ იკლავდა თავს ზუგდიდში

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლების ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის მერვე სართულიდან, ახალგაზრდა ქალი გადახტომას ცდილობდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სამართალდამცავი უწყების თანამშრომლები. მაშველებმა ადგილზე გაშალეს ე.წ. ბატუტიც. ქალის სამაშველო ღონისძიება, თითქმის 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს მეგობართან კონფლიქტი ჰქონდა. სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, საბედნიეროდ, დროული ჩარევის შედეგად, ახალგაზრდა ქალის გადარჩენა შეძლეს. “ალია”

Continue Reading

გიორგი ჩახუნაშვილს და კიდევ 5 პირს – 5-5 წელი, ია დარახველიძეს – 3 წელი – 4 ოქტომბრის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი – ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო. მისი განაჩენით, ექვს მათგანს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ია დარახველიძეს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სხდომათა დარბაზში […]

Continue Reading

ეს იმიტომ ხდება, რომ მამუკა მდინარაძეს ვერ მოუნელებია “ბაირამ დუდუკში” რომ მოხვდა – ალეკო ელისაშვილი

ეს იმიტომ ხდება, რომ მამუკა მდინარაძეს ვერ მოუნელებია “ბაირამ დუდუკში” რომ მოხვდა – ჩემ წინააღმდეგ პოლიტიკური შურისძიებაა, ვიღაცას დაესიზმრა და ბრალი გაჩნდა, – ამის შესახებ ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულმა პოლიტიკოსმა, ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობაში გაჩენილ ხანძარს ეხება. მისი თქმით, საქმე “დაუჯერებელი და საოცარია”, რადგან საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომლებზეც ექსპერტიზა ადამიანის ვინაობას ვერ ადგენს. „უხერხული, […]

Continue Reading

54 არალეგალის საქართველოდან გაძევება მიმდინარეობს

შსს-ს ცნობით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 54 უცხოელი არალეგალი, მათ შორის ნიგერიის, ინდოეთის, ნეპალის, უზბეკეთის, თურქეთის, იორდანიის, ეგვიპტის, აზერბაიჯანის, იემენის, თურქმენეთის, ჩინეთის, პაკისტანისა და ლიბანის მოქალაქეები. „სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას. დადგინდა, რომ […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 19 ივნისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 ივნისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +16, +21°, დღისით +24, +29°; […]

Continue Reading

19 ივნისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 19 ივნისს ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედის, ღირსი ილარიონ ახლისა ; ღირსთა ქალწულმოწამეთა: არქელაიასი, თეკლასი და სოსანასი ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედი, მეგვიპტელი (IV-V) ღირსი ბესარიონ საკვირველთმოქმედი, მეგვიპტელი (IV-V) ახალგაზრდობაში მოინათლა, რის შემდეგაც ძალიან თავშეკავებულად ცხოვრობდა. საღვთო შურით აღძრულმა მამამ იერუსალიმის წმიდა ადგილები მოილოცა. იორდანის უდაბნოში ღირს გერასიმეს (ხს. 4 მარტს) ეწვია, მოინახულა […]

Continue Reading