გოგონას ლიანდაგზე ფეხი ჩაჰყვა და… – როგორ იმსხვერპლა 16 წლის გოგონა მწვანე კონცხთან მატარებელმა

დღის სიახლეები საზოგადოება

ბათუმში მატარებლის შეჯახების შედეგად დაღუპული 16 წლის სანდრა შარაშიძეა. ტრაგიკული შემთხვევა გუშინ, ბოტანიკურ ბაღთან მოხდა. სანდრას სამგზავრო მატარებელი შეეჯახა და ის ადგილზე დაიღუპა.

ახლობლების ინფორმაციით, გოგონას ლიანდაგზე ფეხი ჩაჰყვა და ვერ გაასწრო მატარებელს.

როგორც “პალიტრავიდეოს” წყარო უყვება, გოგონა მწვანე კონცხზე ცხოვრობდა და როცა ეს ტრაგედია მოხდა, ზღვიდან სახლში ბრუნდებოდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც სარკინიგზო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

პალიტრავიდეო

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *