ამჯერად მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე დააკავეს – ერთი კვირის განმავლობაში მას თავს ორჯერ დაესხნენ

დღის სიახლეები სამართალი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე დაკავებულია. “აჭარა თაიმსის” ცნობით, ამის შესახებ მისი ადვოკატი აცხადებს.

„დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში. ამ დროისათვის ვარკვევთ, თუ რა საფუძვლითა და მოტივით იქნა ადმინისტრაციული წესით დაკავებული კობა ფარტენაძე.

ამჟამად ის მოთავსებულია ზესტაფონის წინასწარი დაკავების იზოლატორში.

საზოგადოებას უახლოეს პერიოდში ვაცნობებთ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასა და მისი მიმდინარეობის შესახებ“, – წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.

ერთი დღით ადრე, კობა ფარტენაძემ განაცხადა, რომ ბათუმში, ევროპის მოედანზე, კვლავ დაესხნენ თავს.

კობა ფარტენაძეს რამდენიმე დღის წინაც დაესხნენ თავს და დაჭრით ემუქრებოდნენ.

საქმეზე ორი პირი დააკავეს. სასამართლომ კი ორივე მათგანს 7-7 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

ამ დროისთვის უცნობია, უკავშირდება თუ არა დღევანდელი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მომხდარ

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *