2026 წლის 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება.
აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების დანიშვნაზე გადაწყვეტილება ცესკომ დღეს გამართო სხდომაზე მიიღო.
შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატების სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა გახდა.
კერძოდ, ცესკოს ინფორმაციით, ვანის საკრებულოში სადეპუტატო უფლებამოსილება მაჟორიტარ ბექა ლაჭყებიანს შეუწყდა. წალკის საკრებულოს შემთხვევაში, უფლებამოსილებაზე ვადაზე ადრე რამაზ ხინიკაძეს შეუწყდა, დმანისის საკრებულოში – მაჟორიტარ ილიას სარსევანიძეს, ხოლო ახმეტაში – საკრებულოს მაჟორიტარს ადამ მოზაიძეს.
„ნაციონალური მოძრაობა“ 3 ოქტომბრის რამდენიმე საარჩევნო ოლქში შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, რადგან ელემენტარული მხარდაჭერის იმედი არ აქვთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
დავით მათიკაშვილმა კომენტარი გააკეთა ინფორმაციზე, რომ რამდენიმე საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები იმართება და „ნაციონალური მოძრაობა“ მასში მონაწილეობას არ აპირებს.
მისი თქმით, შეთქმულების თეორიაა, თითქოს ისეთი გარემო იქმნება, ყველაფერი სახელისუფლო რგოლს საკუთარი კონტროლის ქვეშ აქვს და ამიყომ სხვა პარტია ვერ გაიმარჯვებს.
„ძალიან მარტივი ტყუილი, თითიდან გამოწოვილი ამბავია. 2012 წლის არჩევნებმა დაამტკიცა, რომ ხალხის ნება როდესაც არსებობს, მას წინ ვერაფერი დაუდგება. ახლა ნულს ქვემოთ სარეიტინგო პოზიცია აქვთ, რაც თავად ძალიან კარგად იციან. ათას ტყუილს მოიგონებენ თავის გასამართლებლად, მაგრამ სიმართლე ეს არის – მათი ნდობა პრაქტიკულად ნულთან არის, ისევე როგორც საერთოდ აგენტურული ოპოზიციის, ისევე როგორც აგენტობის ნდობა საქართველოს მოსახლეობის თვალში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
