ნიკა გვარამია – კი, ეს შესაძლებლად მიმაჩნია და ჩემი აზრიც მაქვს, თუ როგორ გავაკეთოთ ისე, რომ უომრად დავიბრუნოთ აფხაზეთი და საერთოდაც გამოვრიცხოთ ნებისმიერი ომი საქართველოს ტერიტორიაზე

დღის სიახლეები პოლიტიკა

ფაშინიანზე ჩემს მიერ ნათქვამი რომ აფხაზეთის პარალელად გამოაცხადა პროპაგანდამ, როცა იმავე ინტერვიუში ვამბობ, რომ ფაშინიანის და სომხეთის მაგალითს ქართულ-აფხაზურ საკითხთან კავშირი არ აქვს, ნამდვილად არ მიკვირს – პროპაგანდის საქმე ტყუილებია, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

„ქოცებო“, აბა ომი გინდათ?!

ტელეკომპანია „იმედი“ დილიდან თავის მაყურებელს ეუბნება, რომ ჩემს მიერ „ფორმულას“ ეთერში ნათქვამი აფხაზეთის ომის გარეშე დაბრუნების ხედვა არის აფხაზეთის რუსეთისთვის ჩაბარება.

ანუ რა გამოდის, თუ აფხაზეთის დაბრუნება გინდა, ესე იგი, ომიც გინდა და თუ ომი არ გინდა, ესე იგი, აფხაზეთის დაბრუნებაც არ გინდა.

„ქოცებო“, ჩამოყალიბდით: ომი გინდათ? თუ აფხაზეთის დაბრუნება არ გინდათ?

ქართველ ერს არც ომი უნდა და თან აფხაზეთის დაბრუნებაც უნდა. და პოლიტიკოსის ამოცანაა, ეს ორი რამ გააერთიანოს და ისე იპოვოს გამოსავალი. მე ამ საკითხშიც და სხვა ფუნდამენტურ საკითხებშიც პოლიტიკოსის ფუნქცია სწორედ ეს მგონია: თან ამოცანა დასახოს, თან ხალხის აზრი გაითვალისწინოს და ბოლოს ასე გადაჭრას პრობლემა. პოლიტიკოსის ხელოვნება ამაშია.

კვლავ ვიმეორებ, რომ საქართველოს მოსახლეობის განწყობას მე ასე ვხედავ:

აუცილებლად დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო;

ომი არ გვინდა;

და კი, ეს შესაძლებლად მიმაჩნია და ჩემი აზრიც მაქვს, თუ როგორ გავაკეთოთ ისე, რომ უომრად დავიბრუნოთ აფხაზეთი და საერთოდაც გამოვრიცხოთ ნებისმიერი ომი საქართველოს ტერიტორიაზე ერთხელ და სამუდამოდ.

სხვანაირად მოფიქრალნიც არიან: ვისაც ომით ან სპეცოპერაციით წარმოუდგენია აფხაზეთის დაბრუნება; ვისაც საერთოდ არ წარმოუდგენია აფხაზეთის დაბრუნება; ვისაც საერთოდ არ აინტერესებს აფხაზეთის დაბრუნება და ასე შემდეგ. უბრალოდ, სახელს ბოლომდე არ/ვერ არქმევენ იმას, რა უნდათ და როგორ წარმოუდგენიათ.

p.s. ახლა ფაშინიანზე ჩემ მიერ ნათქვამი რომ აფხაზეთის პარალელად გამოაცხადა პროპაგანდამ, როცა იმავე ინტერვიუში ვამბობ, რომ ფაშინიანის და სომხეთის მაგალითს ქართულ-აფხაზურ საკითხთან კავშირი არ აქვთო, ეგ ნამდვილად არ მიკვირს – პროპაგანდის საქმე ტყუილებია. სხვებისგან გამკვირვებია, ვინც ამას ამბობს: ნახეთ მეგობრებო ეთერი, უნახავად და მოყოლით კომენტარის თუ სტატუსის წერა არ გამიგია. მით უფრო, ასეთი მნიშვნელობის საკითხზე“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *