გია ბარამიძეს შესთავაზეს, მისი ინტერვიუ არ გაეშვათ, თუმცა მოღალატეობრივი განცხადებების გავრცელება მისი ნებით მოხდა – აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე 

დღის სიახლეები პოლიტიკა

გია ბარამიძის სამარცხვინო განცხადება ქვეყნის საზიანოდ იყო მიმართული – ეს არის უცხოური აგენტურის ფაქტობრივი გამოვლინება, რაც საზოგადოების თითოეულმა წევრმა დაინახა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ განუცხადა.

ჯინჭარაძის თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ “მას შესთავაზეს, რომ შესაძლებელი იყო, აღნიშნული სიუჟეტი არ გაეშვათ, თუმცა ამ მოღალატეობრივი განცხადებების გავრცელება მისი ნებით მოხდა“.

“ეს არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი შეურაცხყოფა – პირველ რიგში, იმ ადამიანების შეურაცხყოფა, რომელთა სახელები დღეს ამ დაფაზეა [საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი] ამოტვიფრული. როდესაც ადამიანი ასეთ განცხადებას აკეთებს, შეუძლებელია ქვეყანა გიყვარდეს და ქვეყანაზე ფიქრობდე“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

საქმე ეხება “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში ომის დროს “ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“. მოგვიანებით ბარამიძემ განმარტა, რომ მას არასდროს უთქვამს, რომ “ჩვენები ხელებაწეულს ან დატყვევებულს “ხვრეტდნენ” და ასეთი რამ არასდროს უნახავს.

ბარამიძის განაცხადების საპასუხოდ გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *