18 აგვისტომდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება – გაფრთხილება

დღის სიახლეები საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდები შენარჩუნდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 აგვისტოს მცხეთა-მთიანეთის, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში, 16-18 აგვისტოს ასევე დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)”, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *