ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა -მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება თელავის რაიონულმა სასამართლომ დღეს 3 ნოემბერს დაამტკიცა. საპროცესო  შეთანხმების პირობით მაია კოხტაშვილს დაეკისრა 50000-ლარიანი ჯარიმის გადახდა. მაია კოხტაშვილი ფსიქოტროპულ პრეპარატის რეცეპტის უკანონოდ გამოწერის ბრალდებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. ადვოკატები და ექიმის გარემოცვა თავიდანვე აცხადებდა, რომ მედიკოსს პროვოკაცია მოუწყვეს. რამდენიმე თვის წინ ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს, რომელსაც […]

Continue Reading

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციის ალიანსი დატოვა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციის ალიანსი დატოვა – ამის შესახებ ინფორმაცი ენმ-ს დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა დაადასტურა. ფავლენიშვილმა თქვა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ენმ აღარ იღებდა მონაწილეობას არც შეხვედრებში, არც რაიმე ტიპის აქტივობაში – “საერთოდ არანაირი კონტაქტი ამ ხალხთან არ გვქონია. მათ შორის, საჯაროდაც ნათქვამი მქონდა, რომ ალიანსში არ ვიყავით”. ამასთან, ოპოზიციის ალიანსმა რამდენიმე საათის […]

Continue Reading

შსს ადასტურებს, რომ სკოლაში სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სავარაუდო სექსუალური იძულების და ცემის ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული. “პირველებისთვის” მოწოდებული ინფორმაციით, სავარაუდო დანაშაულში ერთი სკოლის რამდენიმე მოსწვალე ფიგურირებს – ერთ შემთხევვაში მეოთხე კლასელზე სავარუდო სექსუალურ ძალადობაზეა საუბარი, მეორე შემთხევევაში კი ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. ფაქტს არ უარყოფენ არც სკოლაში, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. როგორც “ტვ პირველს” ეუბნებიან, გამოკითხულები […]

Continue Reading

“ქართული ოცნება” ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე – ჯერ ჩამოყალიბდნენ ფართოვდებიან, არ ფართოვდებიან, ღიას ტოვებენ კარს, ოდნავ ხურავენ

ჯერ ჩამოყალიბდნენ ფართოვდებიან, არ ფართოვდებიან, ღიას ტოვებენ კარს, ოდნავ ხურავენ – ისედაც მონურ სულისკვეთებას გვკარნახობენ, რომ უნდა იყო ცალ ფეხზე მდგომი, მონური სულისკვეთებით და ამ ყველაფერთან ერთად გვეუბნებიან, რომ ხმის უფლებაც არ გექნებათო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებულ მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი განცხადებებისა და გაფართოებასთან დაკავშირებით […]

Continue Reading

ირაკლი ფავლენიშვილი – წულუკიანის კომისიის დასკვნა, რომელსაც საკონსტიტუციო სარჩელი ეყრდნობა, ყველა იმ ნარატივის დაკანონებას ითვალისწინებს, რომელიც რუსეთმა საკუთარი აგრესიის გასამართლებლად შექმნა

წულუკიანის კომისიის დასკვნა, რომელსაც საკონსტიტუციო სარჩელი ეყრდნობა, უმაღლესი სასამართლოს დონეზე ყველა იმ რუსული ნარატივის დაკანონებას ითვალისწინებს, რომელიც ბოლო 15-20 წლის განმავლობაში საკუთარი აგრესიის გასამართლებლად რუსეთმა შექმნა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საკონსტიტუციო სარჩელი პირდაპირ არის საქართველოს სუვერენიტეტის, სახელმწიფოსა და ტერიტორიული მთლიანობის იურიდიული დივერსია, რადგან […]

Continue Reading

ირაკლი კირცხალია – პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ნებისმიერი ეროვნულად განწყობილი ქართველისთვის ღიმილის მომგვრელია

ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა შეფასებას გამოაქვეყნებს არაფორმალური ოლიგარქიული ძალების კარნახით მოქმედი ესა თუ ის ორგანიზაცია, რადგან როდესაც ეროვნულ ინტერესებს იცავ, სუვერენიტეტს არ თმობ და ქვეყნის დამოუკიდებელ პოლიტიკურ კურსს ატარებ, არა მხოლოდ სხვადასხვა იარლიყის მოკერებისთვის, არამედ ბევრად, ბევრად უფრო დიდი ზეწოლისთვისაც მზად უნდა იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „ქართული […]

Continue Reading

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელი – უკრაინის დრონებმა აფხაზეთის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვიეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, რუსტამ ლატიპოვის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებმა აფხაზეთის საჰაერო სივრცე არაერთხელ დაარღვიეს. „უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო საფრენმა აპარატებმა რამდენჯერმე დაარღვიეს აფხაზეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე, უშუალოდ იმ მონაკვეთზე, სადაც მდინარე ფსოუს გავლით აფხაზეთი რუსეთის ფედერაციას ესაზღვრება“, – აღნიშნა ლატიპოვმა რუსულ მედიასთან საუბარში. მისი თქმით, „დრონებით თავდასხმის დროს […]

Continue Reading

დონალდ ტრამპი – შუალედურ არჩევნებში დემოკრატები კონგრესზე კონტროლს თუ მოიპოვებენ, ყველაფერი გაუქმდება, რაც გავაკეთეთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შუალედურ არჩევნებში დემოკრატები კონგრესზე კონტროლს თუ მოიპოვებენ, მისი ადმინისტრაციის მიღწევების დიდი ნაწილი, შეიძლება, გაუქმდეს. „ამდენი რამ, რაც გავაკეთეთ, ყველაფერი გაუქმდება“, — აღნიშნა ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ საუბრისას. აშშ-ის პრეზიდენტმა მხარდამჭერებს მოუწოდა, წარმოიდგინონ, რომ ბიულეტენში მისი სახელი და გვარია მითითებული. „როცა ბიულეტენში ვარ, ყოველთვის ვიგებ და 50%-ით მეტ ხმას ვიღებთ, ვიდრე […]

Continue Reading

ბერა ივანიშვილის ადვოკატმა „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ბერა ივანიშვილის ადვოკატმა, დავით ასათიანმა ტელეკომპანია „ტვ პირველისა“ და ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მოსარჩელე ბერა ივანიშვილი აღნიშნული ტელეკომპანიებისგან მის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს. „ბერა ივანიშვილის სარჩელი შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ცილისმწამებლური ფაქტების წინააღმდეგ. სარჩელის მოპასუხე არიან შპს ტელეკომპანია „ტვ პირველი“ და შპს ტელეკომპანია „ფორმულა“. სარჩელი ეხება იმ ფაქტების გავრცელებას, რომლებიც […]

Continue Reading

პატრიარქი შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვია. პატრიარქმა სამტრედიის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა. სადღესასწაულო ლიტურგია ეპარქიის განახლების 30 და ტაძრის კურთხევის 15 წელს მიეძღვნა. დღესვე წმინდა ფილიმონ ქორიძის სალოტბარო სკოლის გახსნის ღონისძიება გაიმართება. პატრიარქი ასევე ხონში გაემგზავრება. გამოიწერეთ “პრესექსპრესი

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 3 ნოემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღე საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +10, +15°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +18, +23°; მაღალ მთაში ღამით 0, +5°, დღისით +13, +18°. აღმოსავლეთ საქართველოში – ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დილით უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი […]

Continue Reading

3 ნოემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 3 ნოემბერს ღირს ილარიონ დიდის, წმიდა მოწამეების დასის, გაიოზის და ზოტიკეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ღირსი ილარიონ დიდი ღირსი ილარიონ დიდი 291 წელს დაიბადა პალესტინის ქალაქ ღაზის მახლობლად, სოფელ ტაბათაში. იგი მეცნიერებათა შესასწავლად ალექსანდრიაში გაგზავნეს, სადაც ქრისტიანებს დაუახლოვდა და მოინათლა. ღირსი ანტონი დიდის ანგელოზებრივი ცხოვრების შესახებ რომ გაიგო, წმიდანი მასთან გაეშურა. მალე ილარიონი […]

Continue Reading

ბერდია სიჭინავა – მაია ცქიტიშვილმა პირდაპირ ჩამოანგრია პროკურატურის ვერსია

მაია ცქიტიშვილმა პირდაპირ ჩამოანგრია პროკურატურის ვერსია – ამხელა სუს-ის უფროსები, დაზვერვის უფროსები, თავდაცვის მინისტრები, თავს რომ ისულელებენ და იბრიყვებენ, თითქოს არავინ არაფერი იცოდა [ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმაზე], ასევე, იკადრეს ბრალის შესახებ დადგენილებაში ჩაიწერა, რომ ცხინვალის რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა გააგებინა ცხელი ხაზის მეშვეობით ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს აგებაზე, ეს არის უკიდურესი სირცხვილი და მიამიტობა, – ამის შესახებ ყოფილი […]

Continue Reading

მიხეილ სააკაშვილი – ბალახს მოთიბავ? ახალი ამოვა! – მე ვხედავ ახალ შესაძლებლობას, რომელიც პარტიების აკრძალვით გაიხსნება და უკვე ჩვენზე, მთლიანად ხალხზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოვიყენებთ მას

ბალახს მოთიბავ? ახალი ამოვა! , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის გამოსვლებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პარტიების შესაძლო აკრძალვის ფონზე „რას გვიშვება ბიძინა” გოდების დრო არ არის. მისი თქმით, რეალური ბრძოლა დიდ სახალხო მოძრაობაზე გადის, არა პარტიულ ნომრებზე, შესაბამისად, მთლიანად პოლიტიკოსებზე და ხალხზეა დამოკიდებული თუ როგორ გამოვიყენებთ ახალ შესაძლებლობას, […]

Continue Reading

ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დღევანდელ პროცესზე მიიღო. სხდომის დახურვასთან დაკავშირებით შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა და არგუმენტად სასამართლო განხილვების დროს საიდუმლო ინფორმაციის შესაძლო გასაჯაროების საფრთხე დაასახელა. დაცვის მხარე არ დაეთანხმა აღნიშნულ შუამდგომლობას. ადვოკატის განცხადებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო განხილვა ღია იყო, მაშინ როდესაც […]

Continue Reading

მდინარაძე ვირთხაა – ელდარ კურტანიძე ამბობს, რომ ღარიბაშვილს საქმე სუს-ის ექს შეფმა “შეუთითხნა”

“ქართული ოცნების” ყოფილმა ლიდერმა, ლუკა კურტანიძემ მამუკა მდინარაძეს “ვირთხა” უწოდა და თქვა, რომ საქმე ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ სწორედ სუს-ის ყოფილი ხელმაძრვანელის მიერ არის “შეთითხნილი. მე ბედნიერი ვარ, რომ ერისკაცი, ირაკლი ღარიბაშვილი ვნახე, ჯანმრთელია და ძლიერია. [იმას, რომ ღარიბაშვილმა ჯარი გაძარცვა], მხოლოდ სულელები და ისეთი ვირთხები დაიჯერებენ, როგორიც მდინარაძე იყო. ხომ იცით არის ერთი ასეთი ნათქვამი, […]

Continue Reading

ვალუტის კურსი 3 ნოემბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5973 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5973 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5992 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9108 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9116 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა თანამდებობიდან გათავისუფლდა

გლდანის №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამის ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მის ნაცვლად №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად დაინიშნა ნოდარ ქინქლაძე, რომელიც ამ დრომდე №1 ლაითურის პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანამდებობას იკავებდა. “აღნიშნული საკადრო გადაწყვეტილებები განხორციელდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანხმობით”, – ნათქვამია ინფორმაციაში. გამოიწერეთ […]

Continue Reading

პარლამენტში დაინიცირდა კანონის პროექტი, რომელიც სკოლებში უფასო სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედებას ითვალისწინებს

პარლამენტში დაინიცირდა და განათლებისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს განსახილველად გადაეცა კანონის პროექტი, რომელიც სკოლებში უფასო სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედებას ითვალისწინებს. ეს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ – არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ხელმოწერით წარდგენილი პროექტია, რომელიც პარლამენტმა ფინანსური დასაბუთების არქონის მიზეზით ორჯერ დაახარვეზა და ინიციატორებს უკან დაუბრუნა. „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების მიხედვით, უფასო სასკოლო კვების პროგრამა საყოველთაო […]

Continue Reading

ე.წ. გადასასვლელ ხიდზე მაღაზიები იწვის – ადგილზე რვა სახანძროა

სადგურის მოედნის ტერიტორიაზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე, მაღაზიაში ხანძარია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები არიან მობილიზებული. „ცეცხლის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს“, – აცხადებენ უწყებაში. გამოიწერეთ “პრესექსპრესი

Continue Reading

გელა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

გელა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, გელა გელაძის მიერ თანამდებობის დატოვება ახალ პოზიციაზე გადასვლას უკავშირებდა. ამასთან, შსს-ში არ აკონკრეტებენ სად გააგრძელებს გელა გელაძე საქმიანობას, თუმცა აღნიშნავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთ სტრუქტურულ ერთეულში ის არ იმუშავებს. “პირველების” ინფორმაციით, გელა გელაძე გაზის და ნავთობის […]

Continue Reading

რა მოსდის საპენსიო შენატანს

საპენსიო ფონდი ბლოგს აქვეყნებს, სადაც განმარტებულია, რა მოსდის საპენსიო შენატანს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, საპენსიო ფონდი თანხებს ან სესხის ფორმით განათავსებს და სარგებელს იღებს, ან კომპანიების აქციებში აბანდებს, რაც პრაქტიკაში ნიშნავს, რომ საპენსიო აქტივები შეიძლება განთავსებული იყოს საბანკო დეპოზიტებში, ობლიგაციებში, სახელმწიფო სახაზინო ფასიან ქაღალდებსა და საერთაშორისო კომპანიების აქციებში. “ბევრ მონაწილეს, რომელიც საკუთარ საპენსიო ანგარიშს ამოწმებს და […]

Continue Reading

პრემიერი კითხვაზე, ფიქრობს თუ არა პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალებას – სხვისი ფიქრები მე არ ვიცი, ჯერ ტელეპათიის ნიჭი არ გამომჟღავნებულა ჩემში – არავითარი საფუძველი არ აქვს თქვენს კითხვას

ჯერ სხვისი ფიქრები მე არ ვიცი. ჯერ ტელეპათიის ნიჭი არ გამომჟღავნებულა ჩემში, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას ფიქრობს თუ არა პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალებას. კობახიძის თქმით, ამ კითხვის დასმას არავითარი საფუძველი არ აქვს. „როცა არავითარი საფუძველი არ აქვს კითხვას, ასეთი კითხვა არ უნდა დასვათ. არავითარი საფუძველი […]

Continue Reading

„ივანიშვილი და არაქართული „ოცნება“ აპარებენ კანონპროექტს დაჩქარებული წესით და თქვენს ბიუჯეტში შესატან თანხებს ჩუქნის სათამაშო ბიზნესს, რომელთა მფლობელები ისევ არაქართულ „ოცნებასთან“ დაკავშირებული პოლიტიკური პირები არიან” – კუპრაძე

იმ დროს, როდესაც ანტიქართული „ოცნება“ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში კრძალავს ყველა ოპოზიციურ პარტიას და ეს უბადრუკი მცდელობა მიმართულია დემოკრატიის დაზიანებისა და დასამარებისკენ ამ ქვეყანაში, ამ დროს ივანიშვილი და მისი არაქართული „ოცნება“ საქართველოს ე.წ. პარლამენტში, რომელსაც არ აქვს საკმარისი წარმომადგენლობა ქართველი ხალხისა, იღებს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, რეალურად აყენებს ახალ სოციალურ კატასტროფას საქართველოს მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ „ლელო […]

Continue Reading

ხუხაშვილი – სტრასბურგის თემა დაივიწყეთ! პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება თავისთავად ნიშნავს, რომ ჩვენი და დასავლეთის ურთიერთობა შეწყდება

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილების შემთხვევაში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მიმართვას აზრი არ ექნება. მან “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ როგორც კი ამ გადაწყვეტილებით დასავლეთის კარი დაიხურება, მეორე კარი გაიღება რუსეთისკენ. “სტრასბურგის თემა დაივიწყეთ! პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება თავისთავად ნიშნავს, რომ ჩვენი და დასავლეთის ურთიერთობა შეწყდება და, ფაქტობრივად, კონსტიტუციის […]

Continue Reading

ბეჭდური მედიის წარმომადგენლების მიმართვა კალაძეს – თბილისში გამოიყოს პრესის გავრცელების წერტილების საკმარისი რაოდენობა, რომელიც ჟურნალ-გაზეთებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას აღმოფხვრის

ბეჭდური მედიის წარმომადგენლები თბილისის მერს, კახა კალაძეს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ. განცხადებას  უცვლელად გთავაზობთ. „საქართველოსთვის ყველაზე მძიმე და კრიტიკულ წლებში ბეჭდურმა მედიამ გადამწყვეტი როლი შეასრულა, რომ მოსახლეობას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ობიექტური ინფორმაცია ჰქონოდა. დემოკრატიის განვითარების ერთ-ერთი ინდიკატორი და მამოძრავებელი ძალა სწორედ ბეჭდური მედია იყო და არის. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინმედიის განვითარებამ თავისი კორექტივები შეიტანა ბეჭდური მედიის […]

Continue Reading

საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სცენარი მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია – გიორგი გახარია

საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სცენარი მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია, სადაც არჩევნები სხვა არაფერია, თუ არა ილუზია და თვითმოტყუება – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ღიად განაცხადა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზნის შესახებ: პოლიტიკური ველის გაწმენდა და საკუთარი შეხედულებისამებრ შერჩეული, „მოსახერხებელი ოპოზიციის“ შექმნა. „ეს სცენარი მოსკოვის […]

Continue Reading

ლაშა ფარულავა – ივანიშვილის კარზე ბოლო ჟამის თამაშები და „ქოცების“ შიდა წიოკი გრძელდება!

ბერამ ქვეყანა დატოვა – ირაკლი კობახიძემ ბატონის კარზე ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა და მდინარაძის ჩახრიალებაზე „აბაროტი“ აიღო, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელში კრიმინალური ჯგუფია და „მხოლოდ კახი კალაძის ჩამოშორებაღა დარჩა, რომ ბატონის კარზე უალტერნატივო ფიგურად დარჩეს“. „ივანიშვილის კარზე ბოლო ჟამის თამაშები და […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 2 ნოემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს, 30 ოქტომბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული შედარებით თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. საქართველოში ზოგან წვიმა და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. სოხუმი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +21°; ბათუმი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +22°; ქობულეთი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით […]

Continue Reading

2 ნოემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2 ნოემბერს მამა გაბრიელ სალოსისა და დიდმოწამე არტემის იხსენიებს. მამა გაბრიელ სალოსი გოდერძი ურგებაძე დაიბადა თბილისში, წმინდა ბარბარეს ეკლესიის(დასაზუსტაბელია) მახლობლად. გოდერძიმ დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლის ექვსი კლასი. 1949 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. იგი მსახურობდა ბათუმში. მიუხედავად არმიაში არსებული სიმკაცრისა, ახერხებდა ეკლესიაში სიარულს, სწორედ აქ შეისწავლა მან ხუცური. 1951-1955 წლებში სამხედრო სამსახურიდან […]

Continue Reading

ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლით მგზავრობა იაფდება

ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლით მგზავრობა იაფდება. აზერბაიჯანის რკინიგზის გადაწყვეტილებით, ერთი მიმართულებით მგზავრობის მინიმალური ტარიფები ასე განაწილდა: • ბაქო – თბილისი: 82.6 ლარი (54 მანათი) • ევლახი – თბილისი: 67.3 ლარი (44 მანათი) • განჯა – თბილისი: 62.7 ლარი (41 მანათი) • აღსტაფა – თბილისი: 58 ლარი (38 მანათი) • ბოიუქ კესიკი – თბილისი: 55 ლარი (36 მანათი) […]

Continue Reading

„5 წლის ბავ­შვთან 1 სა­ა­თი­თაც არ მიშ­ვებ­დნენ, იხ­ვე­წე­ბო­და, სახ­ლში წა­მიყ­ვა­ნეო…“ – რას ამბობენ გარდაცვლილი ბავშვის მშობლები

27 ოქ­ტომ­ბერს, ქუ­თა­ის­ში, 5 წლის ბავ­შვი აპენ­დი­ცი­ტის ოპე­რა­ცი­ი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლა. და­ნი­ელ ბა­ზა­ძე დღეს დაკ­რძა­ლეს. მშობ­ლებ­მა “ფორ­მუ­ლას­თან“ ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ ისა­უბ­რეს და აღ­ნიშ­ნეს, რომ ახლა მათი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სა­მარ­თლის პოვ­ნაა. მშობ­ლე­ბის მო­ნა­თხრო­ბის მი­ხედ­ვით, ბავ­შვს მუ­ცე­ლი ას­ტკივ­და. ქუ­თა­ი­სის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ექი­მებ­მა გა­სინ­ჯვის შემ­დეგ უთხრეს, რომ მას აპენ­დი­ცი­ტის ოპე­რა­ცია და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ. მათი თქმით, ოპე­რა­ცი­ას გარ­თუ­ლე­ბე­ბი მოჰ­ყვა. ბავ­შვს […]

Continue Reading

აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული თვითმკვლელობების საგანგაშო სტატისტიკა – ორგანიზაციებმა საპატრიარქოს მონაცემები მიაწოდეს

თამაშდამოკიდებული ადამიანების თვითმკვლელობების სტატისტიკა საგანგაშოა – ორგანიზაციებმა, რომლებიც ლუდომანიის მძიმე შედეგების შესახებ ინფორმაციას აგროვებენ, ეკლესიის წარმომადგენლებს არსებული ფაქტები გააცნეს. ვრცელდება საპატრიარქოში გამართული შეხვედრის ამსახველი ფოტოები და განხილული საკითხების ჩამონათვალიც. შეხვედრას მამა ანდრია ჯაღმაიძე და პატრიარქის მდივანი მაქაელ ბოტკოველი ესწრებოდნენ. ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ თვითმკვლელობის რეალური მიზეზები ხშირად საზოგადოებისთვის უცნობი რჩება, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება კი ქვეყანაში […]

Continue Reading

გიორგი ბახუტაშვილი ისრაელის მძაფრსიუჟეტიან სერიალში — „გაქცევა“ („Ha’Bricha“)

ცნობილი ქართველი მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი მონაწილეობს ისრაელის ახალ, 8-ეპიზოდიან მძაფრსიუჟეტიან ტრილერში — „გაქცევა“ — “Ha’Bricha,” რომელიც კომპანია Keshet Media Group-ის მიერ არის წარმოებული და ისრაელის წამყვან არხზე, Keshet 12-ზე გადის. ისტორია მოგვითხრობს ახალგაზრდა იოელზე (როლს ასრულებს იდო ტაკო), რომელიც კოლუმბიის ჯუნგლებში არსებულ ულტრაორთოდოქსულ სექტას ეფარება და იქიდან გაქცევას ახერხებს. ის ალიანსს ქმნის მოსადის ყოფილ აგენტ […]

Continue Reading

“საქართველოში 300-დან 400 ათასამდე თამაშდამოკიდებულია – პლასტიკური ბარათებით ტრანზაქციების 12% საზღვარგარეთულ ონლაინ კაზინოებშია გადარიცხული”

“როცა საკითხი სენსიტიურია და ეხება სრულიად საქართველოს მოსახლეობას, რადგან საქართველოში, დაახლოებით, 300-დან 400 ათასამდე თამაშდამოკიდებული ადამიანია და მათ უკან კიდევ ოჯახის წევრები დგანან, მინიმუმ, ეს საკითხი გამოკვლეული უნდა იყოს და გარკვეულ კვლევაზე უნდა იყოს დაფუძნებული ის არგუმენტები, რომლებზეც არის საუბარი”, – ამის შესახებ „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ დამფუძნებელმა გუგა ბესელიამ განაცხადა. ამით […]

Continue Reading

20-მდე არასრულწლოვანის ჩხუბზე სავაჭრო ცენტრში შსს-მ გამოძიება დაიწყო

შსს-მ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ღამით სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“ სავარაუდოდ მოზარდებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩხუბში დაახლოებით 20-მდე მოზარდი მონაწილეობდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 1 ნოემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 ნოემბერს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +10, +15°, დღისით +18, +23°; მთაში ღამით +5, +10°, დღისით +16, +21°; მაღალმთაში ღამით +2, +7°, დღისით +15, […]

Continue Reading

1 ნოემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1-ელ ნოემბერს წინასწარმეტყველი იოელის, მოწამე უარის და შვიდი ქრისტიანი მასწავლებელის, ნეტარი კლეოპატრას და მისი ძის იოანეს, მღვდელმოწამე სადუკის, სპარსელი ეპისკოპოსისა და მისთან 128 მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა წინასწარმეტყველი იოველი წმიდა წინასწარმეტყველი იოველი ქრისტეს შობამდე რვაასი წლის წინ ცხოვრობდა. მან იწინასწარმეტყველა იერუსალიმის მოოხრება. წინასწარ განჭვრიტა ისიც, რომ მაცხოვრის მეოხებით სულიწმიდა გარდამოვიდოდა „ყოველსა […]

Continue Reading

„გმადლობთ, ჩვენ დავბრუნდებით“ – სად ერთობიან პოლიტიკიდან წასული ვუჩიჩი და ორბანი

უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და სერბეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ერთმანეთს ბელგრადში შეხვდნენ და სოციალურ მედიაში პოლიტიკაში „დაბრუნების“ გეგმების შესახებ გამოაცხადეს. შაბათს ბელგრადში ჩასვლამდე, ორბანი ბოსნია და ჰერცეგოვინის რესპუბლიკა სერბსკას მმართველი პარტიის, დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატების ალიანსის ხელმძღვანელ მილორად დოდიკს ეწვია. „მოხარული ვარ, რომ შემიძლია ვუმასპინძლო ვიქტორ ორბანს, ჩემს დიდ მეგობარს, ჩემს ძმას და კარგად გავერთობით […]

Continue Reading

მოსკოვში აშშ-ის საელჩო საფრთხის შესახებ ავრცელებს გაფრთხილებას, რამაც „შეიძლება მასობრივი მსხვერპლი გამოიწვიოს”

მოსკოვში აშშ-ის საელჩო საფრთხის შესახებ ავრცელებს გაფრთხილებას, რამაც „შეიძლება მასობრივი მსხვერპლი გამოიწვიოს”,- შესაბამის გაფრთხილებას მოსკოვში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „უსაფრთხოების შესახებ გაფრთხილება: საფრთხე მოსკოვში, „ცარიცინოს“ მუზეუმ-ნაკრძალში (2026 წლის 31 ოქტომბერს). აშშ-ის საელჩომ მოსკოვში შეიტყო სარწმუნო საფრთხის შესახებ, რამაც შეიძლება მასობრივი მსხვერპლი გამოიწვიოს დღეს, 31 ოქტომბერს, მოსკოვში, „ცარიცინოს” მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე… აშშ-ის მთავრობა რეაგირების ზომების კოორდინაციას ახდენს რუსეთის […]

Continue Reading

პარიზში მოსალოდნელი არეულობის გამო ორმოცი მეტროს სადგური დაიხურა

საფრანგეთი 70 000 პოლიციელს განათავსებს, რათა თავიდან აიცილონ არეულობები 31 ოქტომბერს მოსალოდნელი საყოველთაო საპროტესტო აქციების დროს, რომლებიც გამოწვეულია ცხოვრების ფასების ზრდით და ემანუელ მაკრონის მთავრობის პოლიტიკით, იუწყება Reuters. შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნეზმა ეს დღე „ძალიან მაღალი რისკის“ პერიოდად შეაფასა და ყველა ძალის მობილიზება გამოაცხადა დარღვევების მკაცრად აღსაკვეთად. ხელისუფლება ასევე შეშფოთებულია ჰელოუინის ნიღბების გამოყენებით სახის […]

Continue Reading

სოფელ ხუნწში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ,,ინფო მარტვილის“ ინფორმაციით, ცხედარი მდინარე ცხენისწყლის ნაპირზე ნახეს. გარდაცვლილი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. გამოიწერეთ “პრესექსპრესი

Continue Reading

“ბოლტით გამომცხვარი ფუნთუშა” – რას წერს ფეისბუქმომხმარებელი

ფეისბუქის “სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში” მოქალაქე ფუნთუშაში აღმოჩენილი უცხო სხეულის შესახებ წერს, რომელიც მისმა მცირეწლოვანმა შვილმა აღმოაჩინა. მისივე ინფორმაციით, მომხდარის შესახებ მწარმოებელს და სურსათის უვნებლობის სააგენტოსაც უკვე აცნობა და რეაგირებას ელოდება. “დღეს ჩემს შვილს სკოლაში გავატანე ფუნთუშა, რომელიც მაღაზიაში შევიძინე. ჭამის პროცესში აღმოჩნდა, რომ ფუნთუშაში უცხო მეტალის საგანი — სავარაუდოდ, ბოლტი — იყო ჩამალული. საბედნიეროდ, ბავშვმა […]

Continue Reading

საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა ნარჩუნდება – Fitch

საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ი უახლეს შეფასებაში აღნიშნავს, რომ საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა კვლავ ნარჩუნდება. ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე ახდენს გავლენას და სიტუაციის იმგვარ გამწვავებას, რაც ეკონომიკურ ზრდაზე ან ფინანსურ სტაბილურობაზე აისახება, პოტენციურად, შეფასების გაუარესება შეიძლება მოჰყვეს. “2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებული შიდაპოლიტიკური დაძაბულობა კვლავ შენარჩუნებულია, თუმცა 2026 წლის მაისში ჩვენი […]

Continue Reading

“მოულოდნელად ეკრანზე ჩაირთო პორნოგრაფიული შინაარსის მქონე ვიდეო” – რა მოხდა რუსთავის ავტობუსში

რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო. აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. მოქალაქე წერს რომ, მოულოდნელად ეკრანზე ჩაირთო პორნოგრაფიული შინაარსის მქონე ვიდეო, მძღოლმა ვერ შეძლო მონიტორის გამორთვა და მას ქურთუკი გადააფარა. “დღეს #4 ავტობუსით იმგზავრეს ბავშვებმა. მოულოდნელად ეკრანზე ჩაირთო პორნო. საზოგადოებრივ ავტობუსში! არ ვიცი მგზავრმა გააზიარა ეკრანზე თუ როგორ ჩაირთო, მაგრამ ეს არის მიუღებელი. […]

Continue Reading

დავით გარეჯი ოკუპირებულ იქნა ალიევის შეიარაღებული ძალების მიერ ივანიშვილთან შეთანხმებით – ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი გარეჯის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის დანაყოფების გაყვანას ითხოვს – როგორც “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა ბრიფინგზე განაცხადა, 2019 წელს დავით გარეჯი “ოკუპირებული იქნა ალიევის შეიარაღებული ძალების მიერ ივანიშვილთან შეთანხმებით”. პოლიტიკოსი აზერბაიჯანის პრემიერის ვიზიტზეც საუბრობს და ამბობს, რომ კობახიძის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით სადემარკაციო თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, სიმართლეს არ შეესაბამება. ოლიგარქის მიერ გრძელდება ჩვენი მამულის […]

Continue Reading

რაში ხარჯავენ საქართველოში ჩამოსული უცხოელი ვიზიტორები ყველაზე მეტ თანხას

საქართველოში ვიზიტად მყოფი უცხოელები ყველაზე მეტ თანხას განთავსებაზე ხარჯავენ, ყველაზე ნაკლებს კი გართობა/გაჯანსაღებაზე – ამაზე მიუთითებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. უფრო კონკრეტულად, სტატისტიკური ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში არარეზიდენტმა ვიზიტორებმა ერთ ვიზიტზე საშუალო 2 194 ლარი დახარჯეს. ხარჯები კი ასე გადანაწილდა: განთავსება – 806 ლარი საკვები და სასმელი – 660.7 ლარი; […]

Continue Reading

ბათუმში, თორმეტ წელს მიღწეული ბავშვის მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ბრალდებით, ინტერპოლით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თორმეტი წლის ასაკს მიღწეული ბავშვის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი სექსუალური ძალადობის ბრალდებით იძებნებოდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს. ამჟამად, დაკავებულის მიმართ […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 31 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – ღამით და დღის პირველ ნახევარში უმეტეს რაიონში წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ღამით ჩრდილო-მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია თოვლჭყაპი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +12, +17°, დღისით +17, +22°; მთაში ღამით +8, +13°, დღისით +16, +21°; მაღალ მთაში ღამით +1, +6°, დღისით […]

Continue Reading

31 ოქტომბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 31 ოქტომბერს ლუკა მახარობლის, მოწამე მარინის და ღირსი იულიანეს ხსენების დღეს აღნიშნავს. ლუკა მახარობელი წმიდა მოციქული და მახარებელი ლუკა სირიის ანტიოქიაში დაიბადა. იგი განათლებულ ბერძენთა წრეს ეკუთვნოდა და პროფესიით ექიმი იყო. ქრისტეს შესახებ რომ ესმა, ლუკა პალესტინაში ჩავიდა და აქ თავად უფლისგან ეზიარა მაცხოვნებელ სწავლებას. ჯერ კიდევ მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების ჟამს წმიდა […]

Continue Reading