გელა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, გელა გელაძის მიერ თანამდებობის დატოვება ახალ პოზიციაზე გადასვლას უკავშირებდა.
ამასთან, შსს-ში არ აკონკრეტებენ სად გააგრძელებს გელა გელაძე საქმიანობას, თუმცა აღნიშნავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთ სტრუქტურულ ერთეულში ის არ იმუშავებს.
“პირველების” ინფორმაციით, გელა გელაძე გაზის და ნავთობის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად ინიშნება.
ცნობისთვის, გელა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას 14 სექტემბრიდან იკავებდა. მანამდე ის სუს-ის უფროსი იყო. სუს-ში გადასვლამდე კი გელა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.



