პრემიერი კითხვაზე, ფიქრობს თუ არა პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალებას – სხვისი ფიქრები მე არ ვიცი, ჯერ ტელეპათიის ნიჭი არ გამომჟღავნებულა ჩემში – არავითარი საფუძველი არ აქვს თქვენს კითხვას

დღის სიახლეები პოლიტიკა

ჯერ სხვისი ფიქრები მე არ ვიცი. ჯერ ტელეპათიის ნიჭი არ გამომჟღავნებულა ჩემში, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას ფიქრობს თუ არა პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეწყალებას.

კობახიძის თქმით, ამ კითხვის დასმას არავითარი საფუძველი არ აქვს.

„როცა არავითარი საფუძველი არ აქვს კითხვას, ასეთი კითხვა არ უნდა დასვათ. არავითარი საფუძველი არ აქვს თქვენს კითხვას“,- განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ასეთი საკითხის დღის წესრიგში დადგომის შემთხვევაში, რა იქნება მისი რჩება პრეზიდენტისადმი, კობახიძემ აღნიშნა, რომ ის საერთოდ არ ჩაერევა.

„მე საერთოდ არ ჩავერევი საკითხში, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ არავითარი საფუძველი არ აქვს ამ კითხვას და რასაც საფუძველი არ აქვს, იმას ნუ იკითხავთ“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *