მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული დრონებით თავდასხმის შემდეგ „ნავთობის წვიმა“ წარმოიქმნა

მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული დრონების დარტყმის შემდეგ ხანძრის გამო ე.წ. ნავთობის წვიმა წარმოიქმნა. ფოტოები, რომლებზეც ასახულია წვიმის შემდეგ დარჩენილი შავი ფენა ნავთობის წვის პროდუქტების მინარევებით, მოსკოვის სიახლოვეს მდებარე დასახლებების, ჟელეზნოდოროჟნისა და ლიუბერცის მცხოვრებლებმა გამოაქვეყნეს. მათი თქმით, იგრძნობოდა დამწვრობის ძლიერი სუნი. ამასთან, მოსკოვის გარემოს მონიტორინგის სამსახურში განაცხადეს, რომ „მოსკოვის ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაცია დასაშვებ ზღვრულ ნორმებს არ აღემატება“. დამოუკიდებელი […]

Continue Reading

ლოს-ანჯელესში მასშტაბური ხანძრია

ლოს-ანჯელესში მასშტაბური ხანძრის გამო მცხოვრებლებს დაუყოვნებლივ თავშესაფრის ძიებისკენ მოუწოდებენ. ABC-ის ცნობით, ლოს-ანჯელესის ბოილ ჰაიტსის უბანში კომერციულ შენობაში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რომელმაც მზის პანელები მოიცვა. ძლიერმა ცეცხლის გამო ჰაერში შავი კვამლის უზარმაზარი ღრუბელი წარმოიქმნა, რომელიც კილომეტრების მანძილზე ჩანს. ქალაქის ოფიციალურმა პირებმა მოუწოდეს მცხოვრებლებს, დაუყოვნებლივ შევიდნენ შენობებში და მჭიდროდ დახურონ ყველა ფანჯარა და კარი. ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენები […]

Continue Reading

გაუგზავნეს სხვა ბინის სურათები და დაარწმუნეს თითქოს ამ ბინას ყიდდნენ – თაღლითები 102 ათასი ლარს დაეუფლნენ

პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა ორ პირს, რომლებმაც მოქალაქეს მოტყუებით, რუსთავში, დაუსრულებელ კორპუსში არსებული საცხოვრებელი ბინა მიჰყიდეს, ნაცვლად დასრულებულისა, – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, ბრალდებულები ამ გზით, 102 850 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ. „საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად 102 850 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში, ბრალდებულებმა […]

Continue Reading

თბილისი-მოსკოვის მიმართულებით სამი ავიარეისი გაუქმდა

დღეს, მოსკოვზე უკრაინული დრონების თავდასხმის გამო, თბილისსა და მოსკოვს შორის სამი ავიარეისი გაუქმდა, ერთი რეისი კი დაგვიანებით სრულდება – ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ს აეროპორტების მმართველ კომპანია TAV-ში უთხრეს. მათივე ცნობით, მოსკოვი ბათუმის მიმართულებით ორი რეისი იყო დანიშნული საიდანაც ერთი გაუქმებულია. რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, იქ რეისები დღეს დაგეგმილი არ იყო. უახლოესი რეისი ხვალ, 19 ივნისსaა ჩანიშნული და […]

Continue Reading

ნანუკა ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მის თხოვნას დათანხმდა და უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს. შესაბამის ფოტოს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე ავრცელებს. სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რომ თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში, როგორც ერთ-ერთი გამოცდილი ლიდერი. „ნანუკა ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, ეს არის ვეტერანების და ახალი თაობის ნამდვილი თანავარსკვლავედი. თიკა ბოკუჩავაც, რა თქმა უნდა, რჩება […]

Continue Reading

მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქის პასპორტს იყენებდა – ვინ არის პოლონეთში დაკავებული პირი

პოლონეთში მხატვარ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა. „ბიალა პოდლასკაში რუსეთის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ლუბლინის პოლიციამ და პოლონეთის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტომ დააკავეს. მან ქართული პასპორტი გამოიყენა. ამჟამად სამსახურები დანაშაულის ორგანიზატორის იდენტიფიცირებაზე მუშაობენ“, – ნათქვამია განცხადებაში. პოლიციამ დასძინა, რომ „დაკავებულმა გამოიყენა 36 წლის საქართველოს მოქალაქის სახელზე გაცემული […]

Continue Reading

$ 9.1 მილიარდი საქართველოს საგარეო ვალია – ვისი რამდენი გვმართებს მსოფლიოში

ფინანსთა სამინისტრომ 2026 წლის მაისის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალის მთლიანი მოცულობა 9.1 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც წინა თვესთან შედარებით 95 მილიონ დოლარით არის შემცირებული, ხოლო ერთწლიან ჭრილში კი 158 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. წინა თვესთან შედარებით ვალის შემცირებაზე გავლენა მოახდინა მაისის განმავლობაში ვალუტის გამყარების ტენდენციამ, რადგან პერიოდის განმავლობაში ევრო, […]

Continue Reading

ახლა მას ჩვენზე დიდი გულშემატკივარი არა ჰყავს – “ოცნების” დეპუტატი ელენე ხოშტარიაზე

მას [ელენე ხოშტარიას] რომ რამე დაემართოს, თქვენ წარმოგიდგენიათ რამხელა კრახი იქნება ეს ხელისუფლებისთვის? ასე რომ, მას ჩვენზე დიდი გულშემატკივარი ახლა არა ჰყავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებაში არავინ დაუშვებს, თუნდაც პრაგმატული მოსაზრებების გამო, რომ მას რაიმე დაემართოს. „როგორ ფიქრობთ მისი […]

Continue Reading

ეს არის სრულიად სამართლიანი პასუხი ჩვენს ქალაქებსა და თემებზე რუსეთის – ზელენსკი მოსკოვის დაბომბვაზე

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვზე თავდასხმის შესახებ კომენტარი გააკეთა და დიპლომატიისკენ მოწოდებით გამოვიდა. „ეს არის სრულიად სამართლიანი პასუხი ჩვენს ქალაქებსა და თემებზე რუსეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე და ჩვენი სამხედროების მიერ რუსული სამხედრო მანქანის მხარდამჭერ ობიექტებზე მუშაობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ მედიაში. მან განაცხადა, რომ ომის დასრულების დრო დადგა და „რუსეთმა დიპლომატიურად აუცილებელი […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 18 ივნისს

18 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +33 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ოზურგეთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც წვიმის ალბათობაა, დღისით […]

Continue Reading