ცვლილებები შეეხება საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის წესებსაც – როდის გაირკვევა დეტალები?

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რიგი ცვლილებები იგეგმება. ცვლილებები შეეხება საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის წესებსაც. უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საგზაო წესებთან დაკავშირებით რიგ შემთხვევებში უნდა შემსუბუქდეს მიდგომები და ჯარიმები. „ცვლილებები შეეხება საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის წესებს. ვმუშაობთ და ჯერჯერობით კონსულტაციების რეჟიმში ვართ. ალბათ, უკვე შემდგომი სასესიო კვირისთვის, საგაზაფხულო სესიის ბოლოსთვის, გარკვეული ცვლილებები უკვე […]

Continue Reading

ჯანმრთელობისთვის აუცილებელი სამი ნაბიჯი – როგორ ვიცხოვროთ 80 წლამდე, რომ არ დავინვალიდდეთ

ბევრ პაციენტს ეშინია: „თუ წნევის აბების მიღებას დავიწყებ, მთელი ცხოვრება მათზე ვიქნები მიჯაჭვული. ან იქნებ ჯობია უბრალოდ გავუძლო მანამ, სანამ მდგომარეობა არ გაუარესდება?“ თუმცა, ჰიპერტენზია დაავადებაა, რომლის სრულად განკურნებაც შემთხვევათა უმეტესობაში შეუძლებელია. ექიმებს მხოლოდ მისი მონიტორინგი და კონკრეტული წამლების კომბინაციების დანიშვნა შეუძლიათ სტადიის მიხედვით. რეალურ ცხოვრებაში იშვიათია, რომ მედიკამენტების დოზები ცხოვრების წესის შეცვლით შემცირდეს – […]

Continue Reading

ირანმა ისრაელის ძირითად საჰაერო ბაზებზე სარაკეტო იერიში მიიტანა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ ისრაელის სტრატეგიულ ნევატიმისა და თელ ნოფის საჰაერო ბაზებზე სარაკეტო იერიშები მიიტანა, იტყობინება სააგენტო IRNA. „ოპერაცია განხორციელდა სიონისტური რეჟიმის მიერ… ირანის სამ სხვადასხვა რაიონში რამდენიმე რადიო სალოკაციო სადგურის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო იერიშების საპასუხოდ“, – ნათქვამია IRGC-ის განცხადებაში. ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, მისმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანის მიერ […]

Continue Reading

ჩანაცვლება მოხდება არა ერთბაშად – როდის დაიწყება ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნა და სასწავლო პროცესში დანერგვა?

საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის თანახმად, განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნა და სასწავლო პროცესში დანერგვა 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე, ეტაპობრივად განხორციელდება. ცვლილების მიზანია დაზუსტდეს, რომ ყველა კლასის ყველა სახელმძღვანელოს საბოლოო ჩანაცვლებამდე, სკოლებს ექნებათ შესაძლებლობა, პარალელურად გამოიყენონ რეფორმის დაწყებამდე მოქმედი გრიფირებული ან ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი ძველი წიგნებიც, რომლებიც სამინისტროსთან იქნება შეთანხმებული. ცვლილებების აუცილებლობა […]

Continue Reading

საქართველო შესაძლოა უვიზო რეჟიმის შეჩერების „სატესტო შემთხვევა“ გახდეს – რიკარდ იოზვიაკი

„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ საქართველომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად პრაქტიკულად არაფერი გააკეთა. ამის შესახებ მან “პირველებთან” ექსკლუზიურ ინტერვიუშ ისაუბრა. მისი შეფასებით, 11 ივნისის შეხვედრა საქართველოსთვის „ბოლო გაფრთხილების“ ხასიათს ატარებს, ხოლო თუ თბილისი პოზიციას არ შეცვლის, მომავალში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხიც რეალურ საფრთხედ შეიძლება იქცეს. […]

Continue Reading

19 წლის ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა! – სად მოხდა უმძიმესი შემთხვევა?

წყალტუბოში 19 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს – ინფორმაციას ადგილობრივი მედია „ინფო იმერეთი“ ავრცელებს და წერს, რომ ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

Continue Reading

ევროკომისიის პრესსპიკერი უვიზო მიმოსვლის საკითხზე 11 ივნისს დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

2026 წლის მარტში კომისიამ თავდაპირველი 12 თვის ვადით შეუჩერა უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს – როდესაც უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ჩერდება, კომისია შესაბამის მესამე ქვეყანასთან იწყებს პროცესს, რომელსაც გაძლიერებულ დიალოგს ვუწოდებთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა მარკუს ლამერტმა განაცხადა, როდესაც უპასუხა „ევროსკოპის“ შეკითხვას საქართველოს მხარესთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე 11 ივნისს დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით. […]

Continue Reading

7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა, 19 დაღუპული და 134 დაშავებული

ხელისუფლების ცნობით, სამხრეთ ფილიპინებში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა და 134 დაშავდა. Associated Press, ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით, 200-ზე მეტი დაშავებულის შესახებ იუწყება. ოფიციალური მონაცემებით, სულ მცირე შვიდი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. მიწისძვრის სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდა იყო. მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოს მდებარე გენერალ სანტოსის ქალაქში ორ ათეულზე მეტი სახლი დაინგრა, რომელთაგან ბევრი კომერციული […]

Continue Reading

სადაზღვევო კომპანიები მოგებას ითვლიან – ვინ რამდენი მილიონი დააგროვა

მიმდინარე წლის 3 თვეში, სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემია წლიურად15%-ით, ხოლო წმინდა მოგება 19.2%-ით გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ჩანს. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის იანვარ-მარტში, კომპანიების მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 521 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი – 453 მლნ […]

Continue Reading

დონალდ ტრამპი იერუსალიმის პატრიარქს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში შუამავლად განიხილავს

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იერუსალიმის პატრიარქს, თეოფილე III-ს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში შესაძლო შუამავლის პოზიციაზე განიხილავს – წერს Ynet. თეთრ სახლში გასულ ხუთშაბათს გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმირებული წყაროების ცნობით, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-ის იდეას, რომ ის რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავალი გახდეს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობებში. სხვა საკითხებთან ერთად, პატრიარქზე […]

Continue Reading