ზურაბ ჯაფარიძე – თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე

დღის სიახლეები სამართალი

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში მისი დაკავების გარემოებებზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, მას 2025 წლის ნოემბრიდან, თურქეთში შესვლა ეკრძალება.

ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ მან მნიშვნელოვანი შეხვედრების შესაძლებლობა დაკარგა.

„დღეს მივფრინავდი ბრიუსელში, Renew Europe-ის მიწვევით მონაწილეობა უნდა მიმეღო ლიდერების სამიტში. თურქეთში მიწევდა ავიაკომპანიის გამოცვლა. საზღვარზე დამაკავეს.

როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს თურქეთში შესვლაზე. რაღაც ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან. ხვალ დილით მაბრუნებენ თბილისში.

სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი შეხვედრების შესაძლებლობა დავკარგე. სხვა არაფერი სანერვიულო,“ – წერს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, მისი დაკავების შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია „ალდემ“ გაავრცელა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *