ჩვენთან ჩამობრძანებულები არიან არამარტო მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, არამედ მთელი მსოფლიოს საქრისტიანო იზიარებს ჩვენს დიდ სიხარულს, რაც არის საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი, – ამის შესახებ ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მან სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე საუბრისას აღნიშნა, რომ ძალიან დიდი დღესასწაულია სვეტიცხოვლობა ქართველებისთვის.
“ამ დღეს ყოველთვის განსაკუთრებულად აღვნიშნავდით, განსაკუთრებით, ილია მეორის აღსაყდრების შემდეგ, რომელიც ამ ტაძარში მოხდა. განსაკუთრებული დღესასწაული იყო ყოველთვის.
დღეს არის კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი დღე, რადგან ჩვენთან ჩამობრძანებულები არიან არამარტო მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, არამედ მთელი მსოფლიოს საქრისტიანო იზიარებს ამ ჩვენს დიდ სიხარულს, რაც არის საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი”,- აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.


