ოპოზიციონერების ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესები 21-22-23 ოქტომბერს ჩაინიშნა

დღის სიახლეები პოლიტიკა

ოპოზციონერი პოლიტიკოსების ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხივლის პროცესები 21 ოქტომბრიდან ჩაინიშნა. ამის შესახებ ოპოზიციიონერებმა სოციალურ ქსელში დაწერეს.

კერძოდ, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ დაუკავშირდნენ საკონსტიტუციო სასამართლოდან და შეატყობინეს, რომ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული პროცესები 21-22-23 ოქტომბერს ჩაინიშნა.

ირაკლი კუპრაძის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესები ფორსირებულად ჩაინიშნა.

„დამირეკეს საკონსტიტუციო სასამართლოდან, პარტიების აკრძალვის პროცესები ჩანიშნეს ფორსირებულად – 21 ოქტომბერი, 22 ოქტომბერი, 23 ოქტომბერი. მონდომებაც ამას ჰქვია“, – წერს ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში.

საკონსტიტუციო სასამართლოდან დაუკავშირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის ლიდერს, ბერდია სიჭინავასაც და პროცესზე დაიბარეს.

„საკონსტიტუციო სასამართლოდან დამირეკეს, 21, 22, 23 ოქტომბერს მობრძანდით, თქვენი აკრძალვის პროცესზეო… მეთქი ქალბატონო, ან სარჩელი გადმოგზავნეთ ოფიციალურად, ან ჩვენს პოზიციას დაელოდეთ წერილობით… არ გვჭირდება, ბატონო ეგენიო.

ბოლოს მეუბნება, ნაცმოძრაობის ან/და ფედერალისტებსაც ხომ

ვერ დამაკავშირებო, მეთქი ქალბატონო, თქვენ მართლა კოლექტიური ნაცმოძრაობა ხო არ გგონივართ-მეთქი? წადით და ვასილ როინიშვილს ჰკითხეთ “ნაცმოძრაობის” საკონტაქოთქო. მგონი უჩემოდაც გავლენ კონტაქტზე”, – წერს ბერდია სიჭინავა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *