დაიჭერენ კახა კალაძესაც – ნიკა გვარამია

დღის სიახლეები პოლიტიკა

„კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია დარწმუნებულია რომ სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს და კულტურის ექს-მინისტრ თიკა რუხაძეს დააკავებენ.

პოლიტიკოსი პროგნოზირებს, რომ მოგვიანებით, დააკავებენ კახა კალაძესაც.

“მამუკა მდინარეძეს, ისევე როგორც თიკა რუხაძეს აუცილებად დაიჭერენ, ისევე როგორც მოგვიანებით -კახა კალაძეს. ასეთი სერიები ვინმეს გარეთ დატოვებით არ მთავრდება. ასე ინგრევა რეჟიმები და რომ ვლაპარაკობთ, რომ სისტემა ისევ ისეთი არის როგორიც ადრე, როგორ არის სისტემა ისევ ისეთი? – აღარავინ დარჩა გარეთ, ვისაც, თუნდაც, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იცნობდით. არც კრიმინალი აღარ არის გარეთ, არც სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ახლა მეორეს მიაყოლებენ. მესამე – ანრი რაღაცაშვილი საერთოდ სად არის კაცმა არ იცის”- თქვა ნიკა გვარამიამ გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობისას.

ცნობისთვის, დავით ოქიტაშვილი კულტურის ყოფილ მინისტრს, თიკა რუხაძეს და სუს-ის ექს-შეფს, მამუკა მდინარაძეს ღიად დაუპირისპირდა.

დავით ოქიტაშვილს რუხაძისგან აინტერესებს, სად წავიდა პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული მილიონები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *