სამეგრელოში მამაკაცმა მამა-შვილი დაჭრა

დღის სიახლეები სამართალი

სამეგრელოში, მამაკაცმა მისი მოგვარე მამა-შვილი დაჭრა. დაჭრილი ქალის ინფორმაციით, პირი, რომელმაც მათ დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა, ძებნაში იმყოფებოდა.

დაზარალებულის თქმით, მამაკაცმა ვიდრე დანას გამოიყენებდა, სანადირო თოფიდანაც გაისროლა.

არსებული ინფორმაციით, ოჯახებს შორის წარსულში კონფლიქტი იყო.

სამეგრელოში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *