ვიქტორ ყიფიანი – ოპოზიციური პარტიების სასამართლო წესით აკრძალვით პოლიტიკური პროცესი არსებითად ნულდება, ხოლო არჩევნების გზით ცვლილებები პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება

დღის სიახლეები პოლიტიკა

ოპოზიციური პარტიების სასამართლო წესით აკრძალვით პოლიტიკური პროცესი არსებითად ნულდება, ხოლო არჩევნების გზით ცვლილებები პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება – ამის შედეგად ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ჯერ საქართველოს“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი აცხადებს.

ყიფიანი ხელისუფლებას მოუწოდებს, სრულად გაიაზროს მოსალოდნელი რისკები.

„მათი რეალურ საფრთხედ გადაქცევის შემთხვევაში „გამარჯვებულ-დამარცხებულად” დაყოფა მხოლოდ ნომინალურ სტატისტიკად იქცევა. რეალურად კი, დავმარცხდებით ყველა – დამარცხდება ქვეყანა, განიავდება თვისობრივი განვითარებისათვის დღეს ჯერჯერობით კიდევ თუნდაც მცირედით არსებული რესურსი.

დაფიქრდით! ერთად ვიზრუნოთ ჯერ საქართველოსათვის და არა ჯერ პარტიასა თუ საკუთარი თავისათვის. და სანამ დროა, შეჩერდით – მივცეთ ქვეყანას პოლიტიკურად სუნთქვის საშუალება“, – აცხადებს ვიქტორ ყიფიანი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *