სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რესტორანსა და კაფეში თითქმის ყველა პროდუქტი გაძვირდა. ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე – ხინკალზე ფასმა 15.41%-ით, ხოლო ხაჭაპურზე – 5.85%-ით მოიმატა.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, ინგრედიენტების ღირებულება, რომელიც ხინკლისა და ხაჭაპურის მომზადებას სჭირდება, საანგარიშო პერიოდში შემდეგნაირად განისაზღვრა: ძროხის ხორცის ფარში 15.52%-ით გაძვირდა, ძროხის ხორცი – 17.63%-ით, ღორის ხორცი – 3.26%-ით, ფქვილი – 5.65%-ით, მარილი – 0.46%-ით, იმერული ყველი – 3.44%-ით, ხახვი – 35.15%-ით და ზეთი – 7.68%-ით გაძვირდა. ამასთან, საქსტატის ცნობით, სექტემბერში ხინკლის და ხაჭაპურის ინგრედიენტებიდან მხოლოდ კარაქი და მწვანილი გაიაფდა, შესაბამისად 1.55% და 5.26%-ით.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, სადილი რესტორანში 12.94%-ით არის გაზრდილი. ასევე, სტატისტიკის მიხედვით, სექტემბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ხაჭაპური საცხობში 12.11%-ით, ყავა კაფეში – 2.31%-ით, ლუდი ბარში კი 6.45%-ით გაძვირდა.


