ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლის შოთა მაისურაძე ემსხვერპლა.
შემთხვევა დღეს, სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც შოთა მაისურაძე მართავდა, ამობრუნდა და მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
დაღუპული ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მკვიდრი იყო.
ის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით მსახურობდა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია იყო მობილიზებული.


