ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის -1.15 ლარამდე გაიზარდა

დღის სიახლეები ეკონომიკა

ბოლო 3 თვის განმავლობაში საქართველოში ბენზინის ფასი ჯამში, 66 თეთრამდე, დიზელის კი 1.15 ლარამდეა გაზრდილი.

გაძვირება ეტაპობრივად, დღეებისა და კვირების ინტერვალით ხდებოდა. მხოლოდ სექტემბერში ბენზინის ფასმა 14-31 თეთრით, ხოლო დიზელის ღირებულებამ – 30-52 თეთრით მოიმატა. ფასის ზრდის ტენდენცია გრძელდება ოქტომბერშიც.

„ბიზნესპრესნიუსმა“ შეადარა და დაითვალა სხვადასხვა ბენზინგასამართი სადგურების 14 ივლისისა და 14 ოქტომბრის მდგომარეობით არსებული ფასები და გაძვირების ტენდენცია. გთავაზობთ მონაცემებს 3-თვიან ჭრილში:

Gulf

  • G-Force სუპერი – 4.65 ლარი (14 ივლისი – 4.09 ლარი) – ზრდა 56 თეთრი;
  • G-Force პრემიუმი – 4.33 ლარი (14 ივლისი – 3.69 ლარი) – ზრდა 64 თეთრი;
  • G-Force ევრო რეგულარი – 4.03 ლარი (14 ივლისი – 3.55 ლარი) – ზრდა 48 თეთრი;
  • G-Force ევრო დიზელი – 4.99 ლარი (14 ივლისი – 4.07 ლარი) – ზრდა 92 თეთრი;
  • ევრო დიზელი – 4.93 ლარი (14 ივლისი – 3.97 ლარი) – ზრდა 96 თეთრი.

Wissol

  • ეკო სუპერი – 4.64 ლარი (14 ივლისი – 4.12 ლარი) – ზრდა 52 თეთრი;
  • ეკო პრემიუმი – 4.32 ლარი (14 ივლისი – 3.69 ლარი) – ზრდა 63 თეთრი;
  • ეკო დიზელი – 5.07 ლარი (14 ივლისი – 4.04 ლარი) – ზრდა 1.03 ლარი;
  • ევრო დიზელი – 4.98ლარი (14 ივლისი – 3.99 ლარი) – ზრდა 99 თეთრი;
  • ევრო რეგულარი – 4.08 ლარი (14 ივლისი – 3.55 ლარი) – ზრდა 53 თეთრი.

Socar

  • ნანო სუპერი – 4.62 ლარი (14 ივლისი – 4.04 ლარი) – ზრდა 58 თეთრი;
  • ნანო პრემიუმი – 4.31 ლარი (14 ივლისი – 3.65 ლარი) – ზრდა 66 თეთრი;
  • ნანო ევრო რეგულარი – 4.02 ლარი (14 ივლისი – 3.51 ლარი) – ზრდა 51 თეთრი;
  • ევრო 5 დიზელი – 4.90 ლარი (14 ივლისი – 3.95 ლარი) – ზრდა 95 თეთრი;
  • ნანო ევრო 5 დიზელი – 4.96 ლარი (14 ივლისი – 4.05 ლარი) – ზრდა 91 თეთრი.

Rompetrol

  • Efix სუპერი – 4.59 ლარი (14 ივლისი – 4.13 ლარი) – ზრდა 46 თეთრი;
  • Efix ევრო პრემიუმი – 4.26 ლარი (14 ივლისი – 3.70 ლარი) – ზრდა 56 თეთრი;
  • Efix ევრო რეგულარი – 3.96 ლარი (14 ივლისი – 3.55 ლარი) – ზრდა 41 თეთრი;
  • Efix ევრო დიზელი – 4.97 ლარი (14 ივლისი – 4.09 ლარი) – ზრდა 88 თეთრი;
  • ევრო დიზელი – 4.89 ლარი (14 ივლისი – 3.99 ლარი) – ზრდა 90 თეთრი.

Portal

  • სუპერი – 4.39 ლარი (14 ივლისი – 3.74 ლარი) – ზრდა 65 თეთრი;
  • პრემიუმი – 4.19 ლარი (14 ივლისი – 3.64 ლარი) – ზრდა 55 თეთრი;
  • ევრო რეგულარი – 3.94 ლარი (14 ივლისი – 3.44 ლარი) – ზრდა 50 თეთრი;
  • ევრო დიზელი – 4.94 ლარი (14 ივლისი – 3.79 ლარი) – ზრდა 1,15 ლარი;
  • ეფექტური დიზელი – 4.84 ლარი (14 ივლისი – 4.09 ლარი) – ზრდა 75 თეთრი.

Lukoil

  • სუპერი – 4.60 ლარი (14 ივლისი – 4.03 ლარი) – ზრდა 57 თეთრი;
  • პრემიუმი – 4.25 ლარი (14 ივლისი – 3.60 ლარი) – ზრდა 65 თეთრი;
  • რეგულარი – 3.99 ლარი (14 ივლისი – 3.45 ლარი) – ზრდა 54 თეთრი;
  • დიზელი – 4.97 ლარი (14 ივლისი – 3.99 ლარი) – ზრდა 98 თეთრი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *