პატრიარქი მიმართავს და მიმართა კიდეც, ალბათ, მომავალში სინოდიც მიმართავს – მეუფე ვახტანგი პატიმრების შეწყალებაზე

ცურტაველი მიტროპოლიტის, მეუფე ვახტანგის ინფორმაციით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ პატიმრების შეწყალების თხოვნით პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს მიმართა და ალბათ, მომავალში სინოდიც მიმართავს. ასე უპასუხა მეუფემ ჟურნალისტების კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ შეწყალების თაობაზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ინდივიდუალურადაც მიმართონ. „მისი უწმინდესობა პატრიარქი მიმართავს და მიმართა კიდეც. ალბათ, […]

Continue Reading

შიო მესამე: ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი ჩვენი შემდგომი გადარჩენისა და განვითარების

ჩვენ ხშირად ვერ ვაცნობიერებთ რაოდენ მადლობლები უნდა ვიყოთ მოციქულების. მათი პიროვნებები, მათი ღვაწლი ხომ საფუძველია ჩვენი ეკლესიის, – განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სვეტიცხოველში ქადაგებისას. მისივე თქმით, დღეს ქართველი ერი რომ არსებობს და ცოცხლობს, ეს მოციქულების ღვაწლისა და ქადაგების დამსახურებაა. „მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ განაპირობა […]

Continue Reading

ჩემთან ქიშპობის და კბენების დრო არ არის – სააკაშვილის მიმართვა ოპოზიციას

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის ერთადერთი გამოსავალი „განმათავისუფლებელი წინააღმდეგობის მოძრაობის“ შექმნაა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე ისაუბრა. სააკაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებსაც მიმართა და უთხრა, რომ ახლა ქიშპობის და ინტრიგების დრო არ არის. “მხოლოდ რევოლუციური, რეფორმატორული, განმანთავისუფლებელი პლატფორმა მოგვიტანს იმას, რასაც ჰქვია ნამდვილი თავისუფლება და ნამდვილი პროგრესი”, – თქვა მესამე პრეზიდენტმა სხდომაზე. როცა რუსეთი […]

Continue Reading

გარემოს ეროვნული სააგენტო – 14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 […]

Continue Reading

ძლიერ სიცხეს ევროპაში, სულ მცირე, 10 ათასი ადამიანი ემსხვერპლა

მხოლოდ ივნისის ბოლო კვირაში, ევროპაში ძლიერი სიცხის გამო 10 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ევროპული სიკვდილიანობის მონიტორინგის ქსელის, EuroMOMO-ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. სტატისტიკის თანახმად, რისკის ქვეშ ყველაზე მეტად ხანდაზმული ადამიანები იმყოფებიან – გარდაცვლილთაგან 9 ათასზე მეტი 65 წელს გადაცილებული იყო. სპეციალისტების შეფასებით, ჭარბი სიკვდილიანობის ასეთი მაღალი დონის ახსნა ექსტრემალური სიცხის გარდა სხვა რამით „უკიდურესად რთულია“. […]

Continue Reading

რუსეთის ფედერაცია არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე და კაია კალასი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე – ირაკლი კობახიძე

არის ქვეყანა – რუსეთის ფედერაცია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ჩვენი ტერიტორიების 20 %-ზე და არის ქალბატონი კაია კალასი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის 100 %-ზე, ეს არის სრულიად სამარცხვინო დამოკიდებულება,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად. მისივე თქმით, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არ აღიარებს და უპირისპირდება […]

Continue Reading

კაია კალასი – საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს – გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს

საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს – გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების დაწყებამდე „ევროსკოპის“ კითხვის პასუხად განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირში იმსჯელეს იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება მოქმედება ისე, რომ […]

Continue Reading

“თუ აზერბაიჯანი მთლიანად დატოვებს ევროპის საბჭოს, ჩვენი ქვეყანა ამას ვერც კი შეამჩნევს” – ალიევი

თუ აზერბაიჯანი მთლიანად დატოვებს ევროპის საბჭოს, ჩვენი ქვეყანა ამას ვერც კი შეამჩნევს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დიდად არაფერი შეიცვლება. დიახ, შესაძლოა, საბჭოს წევრად დარჩენა უკეთესი იყოს, არ ვიცი. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ეს შუშას მე-4 გლობალური მედიაფორუმის გახსნაზე განაცხადა. „ჩვენ არ გვინდა კონფრონტაციაში შესვლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა […]

Continue Reading

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება – პრემიერი

ვიწყებთ შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა და განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფოსა და „ტავ ჯორჯიას“ შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, ინვესტორი პროექტში განახორციელებს 150 მილიონ აშშ […]

Continue Reading

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს – წირვას შიო III აღავლენს

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობასთან) დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს ქადაგებით მიმართავს. 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას”, 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს. სვეტიცხოვლობის დღესასწაული […]

Continue Reading

თბილისში, ერთ-ერთი ღამის კლუბის დაცვის თანამშრომელი დაჭრეს – ბრალდებული დაკავებულია

თბილისში, ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ამავე ამავე კლუბის დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც უწყება განმარტავს, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 13 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 ივლისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით […]

Continue Reading

13 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. საეკლესიო კალენდარში ეს თარიღი ასევე არის წმინდა დინარა დედოფალის ხსენების დღე. წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრება – სვეტიცხოვლობა საქართველოში სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს. […]

Continue Reading

კასპში, მდინარე ქსანში 20 წლამდე ასაკის ბიჭი დაიხრჩო

კასპში, მდინარე ქსანში 20 წლამდე ასაკის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მცხოვრებლები ავრცელებენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით კი, ტრაგედიის სავარაუდო მიზეზი მდინარის ფსკერზე ქვიშისა და ხრეშის მოპოვების შედეგად ხელოვნურად წარმოქმნილი ღრმა ორმოა. არსებული ცნობებით, ახალგაზრდა სოფელში სტუმრად იმყოფებოდა. სავარაუდოდ, მას ეგონა, რომ წყალი მუხლამდე იყო, თუმცა მოულოდნელად ღრმა ორმოში ჩავარდა, საიდანაც ამოსვლა ვეღარ შეძლო. მომხდარის […]

Continue Reading

საფრანგეთმა ხანძრებთან საბრძოლველად სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავების გამოყენება დაიწყო

საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყნის სამხრეთით ტყის ხანძრებთან საბრძოლველად ექსპერიმენტულად განათავსა A400M სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნესმა BFMTV-ზე განაცხადა. მისი თქმით, თვითმფრინავი აღიჭურვა წყლის ჩამოსაღვრელი კომპლექტით, რომელსაც შეუძლია 20 000 ლიტრი წყლის ჩამოღვრა ხანძრის კერაში, რაც სამი Canadair-ის ტიპის სახანძრო თვითმფრინავის მოცულობას უტოლდება. ნუნესმა განაცხადა, რომ ექსპერიმენტი პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს თანხმობით ჩატარდა […]

Continue Reading

ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და რეგიონული განვითარების მინისტრები თელავში სტიქიის ზონაში იმყოფებიან

სერიოზულად არის დაზიანებული ქალაქის ცენტრალური ქუჩა. ამ წუთებში სრულად მობილიზებულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ კახეთში, სტიქიის შედეგების დათვალიერების შემდეგ განაცხადა. „პროცესში ჩართულია ყველა პასუხისმგებელი სამსახური. ყველანი მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ის შედეგები, რასაც დღეს თელავში ვხედავთ და ქალაქი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. […]

Continue Reading

შიო მესამე – ჩვენი თანდასწრებით როცა შეურაცხყოფას აყენებენ უფალს, აგინებენ დედაღვთისმშობელს, გაბედული სიტყვით უნდა ვამხილოთ ასეთი ადამიანები, არასდროს შეგვეპაროს ეჭვი, რომ უფალი დაგვეხმარება ყველა განსაცდელში

უნდა მივდიოდეთ ქრისტესკენ და არასდროს შეგვეპაროს ეჭვი, რომ უფალი დაგვეხმარება ყველა განსაცდელში, ისევე, როგორც პეტრე მოციქულს დაეხმარა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა საზოგადოებას პეტრე-პავლობის დღესასწაული მიულოცა. შიო მესამის თქმით, წმინდა მოციქულმა პეტრემ მოგვცა დიდი მაგალითი რწმენისა, ასევე, პავლე მოციქულს ღრმად ესმოდა ქრისტიანული სიყვარულის მნიშვნელობა. პატრიარქის განცხადებით, ჩვენ უნდა […]

Continue Reading

12 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას ზეიმობს – პატრიარქი შიო მესამე წირვას ავლაბრის პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში აღავლენს

მართლმადიდებელი ეკლესია 12 ივლისს თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენებას ზეიმობს. წმ. პეტრე და წმ. პავლე თავისი მოციქულეობრივი და  მოწამეობრივი ღვაწლით გამორჩეულნი არიან სხვა მოციქულთა შორის, რის გამოც ეკლესია მათ იხსენიებს როგორც „თავთა მოციქულთა“. 12 ივლისს სრულდება პეტრე-პავლობის მარხვა, რომელიც 8 ივნისს დაიწყო. დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლეს სახელობის (ავლაბარში მდებარე) ტაძარში […]

Continue Reading

ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება – როდიდან იცვლება ამინდი აღმოსავლეთ საქართველოში

სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში 11 ივლისის დღის ბოლოდან 13 ივლისის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონების ტერიტორიაზე ზოგან ძლიერი ნალექია მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. „11 ივლისის დღის ბოლოდან 13 ივლისის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონების ტერიტორიაზე ზოგან – ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, […]

Continue Reading

ახლახან დაწინაურებულმა პოლიციელმა სიგუამ, რომელსაც ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს, თანამდებობა დატოვა – მედია

პოლიციის მაღალჩინოსანმა სოსო სიგუამ, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააწინაურეს, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. გასულ შაბათს, 4 ივლისს ტელეკომპანია პირველის ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც სიგუას ცოლი ძალადობაში ადანაშაულებდა. ამ სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, სიგუა დააწინაურეს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს. იქამდე კი თბილისის […]

Continue Reading

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რაც მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს თავდაცვის სამინისტროს ავტომობილი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. ამავდროულად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ რაჟდენ ლეთოდიანის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. განცხადებას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაში აღნიშნულია, სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 2026 წლის 11 […]

Continue Reading

თელავში არასრულწლოვნის დაჭრისა და მისი ოჯახის წევრზე ძალადობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

თელავში არასრულწლოვნის დაჭრისა და მისი ოჯახის წევრზე ძალადობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ძალადობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა ცივი იარაღის გამოყენებით არასრულწლოვანს […]

Continue Reading

პაპუაშვილს ვურჩევ, გაემიჯნოს ტერორისტ ივანიშვილს, რომელიც „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ გვერდით აყენებს ამ რეჟიმს – “ლელო”

ალეკო ელისაშვილის დაკავებიდან მალევე ვნახეთ პოლიტიკური დირექტივის მიცემა მართლმსაჯულებისთვის, როდესაც შალვა პაპუაშვილის განცხადებაში და არა მხოლოდ, ღიად მითითება იყო, ბრალი უნდა გადაკვალიფიცირებულიყო, რომ უნდა ყოფილიყო შემოტანილი ტერორიზმის სრულიად აბსურდული მუხლი, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. მისი თქმით, ბრალის გადაკვალიფიცირება არაადეკვატურად მოხდა, პოლიტიკური მითითებით, რაც არის მამუკა მდინარაძის პირადი ვენდეტა. […]

Continue Reading

პოლიციამ დააჯარიმა პირი, რომელიც თბილისში ერთ-ერთი ტაძრის გალავანთან შარდავდა

თბილისში მომხდარ ვანდალიზმის ფაქტზე ესტონელი ტურისტი დააჯარიმეს – არსებობს ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ერთ-ერთი ტაძრის გალავანთან შარდავდა. ვიდეო მასალა ორი დღეა სოციალურ ქსელში ვირუსულად არის გავრცელებული. შემთხვევა კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ეკლესიასთან მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მოხდა ვიდეოში ასახული პირის იდენტიფიცირება და მისი დაჯარიმება. გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

Continue Reading

თელავში 17 წლის არასრულწლოვანი დაჭრეს

თელავში 17 წლის არასრულწლოვანი დაჭრეს. ინფორმაციას ფეისბუქჯგუფი “მთავარი ამბები კახეთიდან” აბრცელებს. შემთხვევა გვიან ღამით, ალაზნის გამზირზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში დაიწყო, სადაც ახალგაზრდები იმყოფებოდნენ. დაპირისპირებას წინ უძღოდა კორპუსის მცხოვრების მიერ ახალგაზრდებისთვის მიცემული შენიშვნა, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება და შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტის დროს ერთ-ერთმა პირმა მეორე ცივი იარაღით, ყელის არეში დაჭრა. 17 […]

Continue Reading

მძევლად აყვანილი მაღაზიის მოლარე ამ დროისთვის თავისუფალია

ბერლინის პოლიციამ გაანეიტრალა მამაკაცი, რომელმაც სუპერმარკეტის მოლარე მძევლად აიყვანა, იტყობინება სააგენტო DPA, პოლიციაზე დაყრდნობით. კაცმა ქალი მძევლად 10 ივლისის საღამოს აიყვანა. სუპერმარკეტი მდებარეობს ჰილდბურგჰაუზერ შტრასეზე, მარიენფელდეს რაიონში. მძევალი ამ დროისთვის უკვე თავისუფალი. არსებული ინფორმაციით, ქალი შოკურ მდგომარეობაშია და სამედიცინო დახმარებას იღებს. პოლიციის თანამშრომელმა სააგენტოს განუცხადა, რომ თავდამსხმელმა სამართალდამცავებთან მოლაპარაკებების დროს სხვადასხვა მოთხოვნა წამოაყენა. თუმცა, პოლიციას […]

Continue Reading

მედია: ლიტვიდან საქართველოში სტუმრად ჩამოსული 23 წლის ბიჭი ქუთაისის კლინიკაში გარდაიცვალა

ლიეტუვიდან საქართველოში სტუმრად ჩამოსული 23 წლის ბიჭი ქუთაისში გარდაიცვალა – უცოხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კრისტუპას სტანისი მოულოდენლადდ გახდა ცუდად და კლინიკაში რამდენიმე თვის განმავლობაში ხელოვნურ კომაში ამყოფებდნენ. გარდაცვლილი ახალგაზრდის დედა ამბობს, რომ ექიმებმა მას ორმხრივი მწვავე ფილტვების ანთების დიაგნოზი დაუსვეს. ქალი ამბობს, რომ მისი შვილის მდგომარობა სწრაფად უარესდებოდა. ბიჭი ორ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. „მანამდე […]

Continue Reading

ცოლზე ძალადობაში მხილებულ შსს-ს მაღალჩინოსანს ელექტრონული სამაჯური შეაბეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსს, პოლიციის პოლკოვნიკ იოსებ სიგუას, რომელსაც ცოლი ძალადობაში ამხელდა, ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს. ამის შესახებ ინფორმაცია “პირველებს” სიგუას ცოლმა, სოფია სიგუა – შატბერავამ მიაწოდა, რომელიც ამბობს, რომ სახლში ელექტორნული სამაჯურის დამაკავშირებელი აპარატი მიუტანეს.  ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს […]

Continue Reading

თურქეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის კიევში საგარეო საქმეთა მინისტრს აგზავნის

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფიდანმა TRT Haber-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტ ერდოღანის თხოვნით მალე კიევს ეწვევა, რათა რუსეთ-უკრაინის ომის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებს ახალი იმპულსი მისცეს. მან განაცხადა, რომ ვიზიტი მოსკოვში ბოლო დროს გამართული კონტაქტების შემდეგ გაიმართება და მისი მიზანი მოლაპარაკების პროცესის განახლებაა. ფიდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა ყველა მხარესთან დიალოგის შენარჩუნებას აგრძელებს და მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 11 ივლისს

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +20, +25°, დღისით +26, +31°; მთაში ღამით +16, +21°, დღისით +23, +28°; მაღალ მთაში ღამით +9, +14°, დღისით +20, +25°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: […]

Continue Reading

11 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 11 ივლისს აღნიშნავს აღმოყვანებას ნაწილთა წმიდათა და საკვირველთმოქმედთა კვიროს და იოანესი და ღირს პავლე მკურნალს იხსენიებს. აღმოყვანება ნაწილთა წმიდათა და საკვირველთმოქმედთა კვიროს და იოანესი წმიდათა და საკვირველთმოქმედთა კვიროს და იოანეს ნაწილთა აღმოყვანება ალექსანდრიის მახლობლად მდებარე ქალაქ კანოპიდან სოფელ მანუფინში 412 წელს აღესრულა. ეგვიპტის ეს სოფელი თავისი ჩამონგრეული საკერპოთი ბოროტ სულთა სამკვიდრებლად ქცეულიყო […]

Continue Reading

“არასოდეს ვიხედებოდი მარჯვნივ თუ მარცხნივ, არასოდეს ვკარგავდი დროს იმაზე, რაც ჩემს მიზანს მაშორებდა. ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დაკარგო მიმართულება” – დავით ღვინიანიძის წარმატების ფორმულა სპეციალურად “პრესექსპრესისთვის” აშშ-დან

“პრესექსპრესი” განაგრძობს რუბრიკას “წარმატებული ქართველები საზღვარგარეთ”, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენს თანამემამულეებთან ინტერვიუების ციკლს, რომლებიც საზღვაგრეთ ცხოვრობენ და წარმატებით მოღვაწეობენ. დღევანდელი რუბრიკის სტუმარია კიდევ ერთი წარმატებული, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი, მომღერალი და ბიზნესმენი დავით ღვინიანიძე. ის ორ ათეულ წელზე მეტია, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და საქმიანობს. ჩვენი მკითხველისთვის, ვფიქრობთ, ის მეტად ცნობილია სოციალურ ქსელებში თავისი […]

Continue Reading

ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლიან სასჯელს პროკურატურა, ოჯახის წევრები და პოლიტიკოსები ეხმაურებიან

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ალექსანდრე ელისაშვილი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში ხანძრის გაჩენის გზით, ტერორისტული აქტის ჩადენის სხვა ეპიზოდზეც აქვს წარდგენილი ბრალდება და აღნიშნული საქმე არსებითი განხილვის პროცესშია. “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის […]

Continue Reading

ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი,ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, დაკავებულ პოლიტიკოსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული ეპიზოდი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში მომხდარ ფაქტს ეხება, სადაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ალეკო ელისაშვილის ქმედება აღკვეთეს და შემდეგ უკვე ის ადგილზე სამართალდამცავებმა დააკავეს. ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის […]

Continue Reading

მოსამართლემ ალეკო ელისაშვილი დარბაზიდან კვლავ გააძევა, თავად განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი საბოლოო სიტყვის წარმოთქმის დროს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა კვლავ გააძევა. ამის მიზეზი ელისაშვილის მხრიდან მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის მისამართით გინება გახდა. „ჩემთვის მთავარია, მამაჩემი და ჩემი შვილები ამაყობდნენ ჩემით”,- განაცხადა ელისაშვილმა, რის შემდეგაც, მან მდინარაძის და კობახიძის მისამართით შეიგინა და ის მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა. რა […]

Continue Reading

„კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს – არანაკლებია მთაწმინდაზე, ვაშლიჯვარში, აღარ ვსაუბრობ კონიაკის დასახლებაზე“

„ძალიან ბევრი ადგილია, სადაც საფრთხეებია. კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს“,- ამის შესახებ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისივე თქმით, არანაკლები მეწყრული პროცესებია მთაწმინდასა და ვაშლიჯვარში. როგორც ნინო ჩხობაძემ აღნიშნა აუცილებელია სასიგნალო მოწყობილობების დაყენება, ხოლო სადაც დამცავი სისტემებია გაკეთებული, იმის გაწმენდა. „ძალიან ბევრი ადგილია, სადაც […]

Continue Reading

“შიგნით აქცია, გარეთ სანქცია” – ნიკა გვარამია ოპოზიციის სტრატეგიაზე საუბრობს – რას პასუხობს ოპოზიციის სტრატეგიას ირაკლი კობახიძე

შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ანუ ქვეყნის შიგნით უნდა შეკრიბო 150 კაცი, რათა გარეთ შექმნა ფონი მტრული საქმიანობისთვის, ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით. კერძოდ, გვარამია ამბობს: „ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ალტერნატივა“. კობახიძის თქმით, 2024-2025 წლებში ამ მოღალატეობრივ მიდგომას […]

Continue Reading

ვეჯინში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვეჯინში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, გასროლა პოლიციელმა განახორციელა. ამავე ინფორმაციით, დაპირისპირება თავდაპირველად პოლიციელის მამასა და სხვა სოფლის მაცხოვრებლებს შორის მოხდა, შემდეგ კი უკვე პოლიციელი ჩაერია. მომხდარ ფაქტს პროკურატურა იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

Continue Reading

ესპანეთში ტყის ხანძარს 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – VIDEO

ესპანეთის ალმერიის პროვინციაში 9 ივლისს გაჩენილ ტყის ხანძარს სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ანდალუსიის ავტონომიური საზოგადოების ხელისუფლებაზე დაყრდნობით გაზეთი El País იტყობინება. გაზეთის ცნობით, ელექტროსადენი გზატკეცილთან ახლოს ჩამოვარდა, რამაც, სავარაუდოდ, ხანძარი გამოიწვია. ხანძარი მალევე გავრცელდა ახლომდებარე ტყეზე. ხანძრის ჩაქრობაზე, დაახლოებით, 300 ადამიანი მუშაობს, მათ შორის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები და სამხედრო საგანგებო სიტუაციების […]

Continue Reading

ისრაელმა აშშ-ს განუცხადა, რომ ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა მოამზადა

ისრაელის ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაწოდა სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირანმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავა. საყურადღებოა, რომ ეს მონაცემები ოფიციალურმა პირებმა გამოცემა Wall Street Journal-ს უკვე დაუდასტურეს. მათი განმარტებით, ახლად გაჩენილი საფრთხე ვაშინგტონსა და თეირანს შორის არსებულ დაძაბულობას კიდევ უფრო გაამწვავებს. აღსანიშნავია, რომ ტრამპის შესაძლო ლიკვიდაციის საკითხზე ინფორმაცია ორი დამოუკიდებელი წყაროსაგან […]

Continue Reading

ISFED-მა მხოლოდ ერთ პოსტზე ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი 1500-ზე მეტი ყალბი ფეისბუქანგარიში გამოავლინა

ISFED-მა (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება) მხოლოდ ერთ პოსტზე ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი 1500-ზე მეტი ყალბი ფეისბუქანგარიში გამოავლინა. საუბარია 2026 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „იმედის“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ქარდზე – წარწერით „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წელი“, რომელზეც, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებთან – მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიასთან ერთად, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი საპატიო […]

Continue Reading

15 წლის მოზარდი 26 წლის კაცმა ცივი იარაღით დაჭრა

15 წლის მოზარდი 26 წლის კაცმა ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა ვაშლიჯვარში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ეზოში მყოფ ბავშვებს ხმაურის გამო დაუპირისპირდა, შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანი დანით დაჭრა. დაჭრილი არასრულწლოვანი კლინიკაშია გადაყვანილი. „ტვ პირველის“ ინფორმაციით, დაჭრილი სკოლის მოსწავლის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მათივე ცნობით, ოჯახის წევრების განმარტებით, მოზარდს სხეულზე მრავლობითი დაზიანება […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 10 ივლისს

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის ბოლოს ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +30, +35°; მთაში ღამით +13, +18°, დღისით +27, +32°; მაღალ მთაში ღამით +8, +13°, დღისით +25, +30°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის ბოლოს ზოგან ხანმოკლე წვიმა […]

Continue Reading

10 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საეკლესიო კალენდარში 10 ივლისი არის გიორგი მთაწმინდელის, ორმოცდახუთი მოწამის, ნიკოპოლში წამებულთა: ლეონტი, მავრიკიოსი, დანიელი, ანტონი, ალექსანდრე, იანიკიტე, სისინიოსი, მენევსი, ბირილადე ხსენების დღე. წმიდა ორმოცდახუთი მოწამე სომხეთის ქალაქ ნიკოპოლში ეწამა კონსტანტინე დიდის თანამმართველის, იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) ზეობისას. ლიკინიუსი სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. მან თავის, აღმოსავლეთის ოლქში გამოსცა კანონი, რომელიც წამებით სიკვდილს უქადდა ყველას, ვინც კერპებს არ სცემდა თაყვანს. როცა […]

Continue Reading

გერმანიაში მაღალი ტემპერატურის გამო, სულ მცირე, 5 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

გერმანიაში მაღალი ტემპერატურის გამო, სულ მცირე, 5 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 4 000-ზე მეტი ადამიანი 75 წლის ან უფროსი ასაკის იყო. 27-28 ივნისის სიცხის ტალღის დროს, მხოლოდ დასავლეთ გერმანიის ქალაქ კიოლნში 120 ადამიანი დაიღუპა. ამასთან, გერმანიის „მწვანეთა“ პარტია კი, კანცლერ ფრიდრიხ მერცს არასათანადო ზომების მიღებაში ადანაშაულებს. „როიტერის“ ინფორმაციით, […]

Continue Reading

ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად პოლიციის პოლკოვნიკი ირაკლი დგებუაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სოციალურ ქსელში, ფეისბუქგვერდზე “ყველაფერი პოლიციის შესახებ”. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ირაკლი დგებუაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

Continue Reading

ახალგაზრდა კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს! – სად და რა ვითარებაში აღმოაჩინეს ცხედარი?

ასპინძაში, 52 წლის კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა ასპინძის ნაგავსაყრელის მიმდებარედ მოხდა. როგორც გარდაცვლილის ახლობელმა გვითხრა, კაცს ოთხი დღის განმავლობაში ეძებდენ, დღეს დილით კი მწყემსმა ნახა. ადგილზე მობილიზებილია პოლიცია და სამაშველო სამსახური.  გარდაცვლილი ასპინძაში ცხოვრობდა.  რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება ამ ეტაპზე უცნობია. გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

Continue Reading

დოლარი გაიაფდა, ევრო გაძვირდა – ვალუტის ხვალინდელი კურსი

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6376 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6376 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6384 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0140 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0109 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს […]

Continue Reading

ერდოღანმა ნატოს სამიტის მონაწილეებს პისტოლეტები უსახსოვრა, ნაცვლად ბლოკნოტებისა და კალმებისა – POLITICO

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა ნატოს სამიტზე ევროკავშირის ლიდერებს საბრძოლო ვაზნებით სავსე პისტოლეტები გადასცა, იუწყება Politico. გამოსამშვიდობებელი საჩუქრის სახით, თურქეთის პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს არა კალმები და ბლოკნოტები, არამედ საბრძოლო ვაზნებით სავსე გრავირებული პისტოლეტები გადასცა. კოშტას იარაღი დაცვის სამსახურმა დაუყოვნებლივ ჩამოართვა შესამოწმებლად. Politico-ს ცნობით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა […]

Continue Reading

2050 წლისთვის კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა შესაძლოა თითქმის გაორმაგდეს – ჯანმოს ანგარიში

წლიურად დაახლოებით 20.6 მილიონი ახალი შემთხვევისა და თითქმის 10 მილიონი გარდაცვალების მაჩვენებლით, კიბო გლობალურად სიკვდილიანობის გამომწვევ მეორე წამყვან მიზეზად კვლავ რჩება, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ. კიბო ყოველდღიურად 26 000-ზე მეტ სიცოცხლეს იწირავს – ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ 8 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი. ორგანიზაციის შეფასებით, ამ ტენდენციის შესაცვლელად საჭირო ადამიანზე ორიენტირებულ მიდგომაზე ფუნდამენტური გადასვლა […]

Continue Reading