კასპში, მდინარე ქსანში 20 წლამდე ასაკის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მცხოვრებლები ავრცელებენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით კი, ტრაგედიის სავარაუდო მიზეზი მდინარის ფსკერზე ქვიშისა და ხრეშის მოპოვების შედეგად ხელოვნურად წარმოქმნილი ღრმა ორმოა.
არსებული ცნობებით, ახალგაზრდა სოფელში სტუმრად იმყოფებოდა. სავარაუდოდ, მას ეგონა, რომ წყალი მუხლამდე იყო, თუმცა მოულოდნელად ღრმა ორმოში ჩავარდა, საიდანაც ამოსვლა ვეღარ შეძლო.
მომხდარის გარემოებებს შესაბამისი უწყებები სწავლობენ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც
თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი
