მოსამართლემ ალეკო ელისაშვილი დარბაზიდან კვლავ გააძევა, თავად განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა

დღის სიახლეები სამართალი

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი საბოლოო სიტყვის წარმოთქმის დროს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა კვლავ გააძევა.

ამის მიზეზი ელისაშვილის მხრიდან მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის მისამართით გინება გახდა.

„ჩემთვის მთავარია, მამაჩემი და ჩემი შვილები ამაყობდნენ ჩემით”,- განაცხადა ელისაშვილმა, რის შემდეგაც, მან მდინარაძის და კობახიძის მისამართით შეიგინა და ის მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

რა დროსაც ელისაშვილმა კვლავ განაგრძო რეპლიკები: „უკრაინას და საქართველოს გაუმარჯოს!”,- თქვა ელისაშვილმა და რუსეთი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია.

აღნიშნულ რეპლიკებს დარბაზის მხრიდან ტაში და ოვაციები მოჰყვა, რის გამოც, მოსამართლემ სხდომა დახურა და ყველა დამსწრეს დარბაზი დაატოვებინა.

გიორგი გელაშვილი ამ წუთებში განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა.

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *