ჩემთან ქიშპობის და კბენების დრო არ არის – სააკაშვილის მიმართვა ოპოზიციას

დღის სიახლეები პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის ერთადერთი გამოსავალი „განმათავისუფლებელი წინააღმდეგობის მოძრაობის“ შექმნაა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე ისაუბრა.

სააკაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებსაც მიმართა და უთხრა, რომ ახლა ქიშპობის და ინტრიგების დრო არ არის.

“მხოლოდ რევოლუციური, რეფორმატორული, განმანთავისუფლებელი პლატფორმა მოგვიტანს იმას, რასაც ჰქვია ნამდვილი თავისუფლება და ნამდვილი პროგრესი”, – თქვა მესამე პრეზიდენტმა სხდომაზე.

როცა რუსეთი დაიშლება. ის გადაიქცევა მრავალ ერთეულად ბანდების.ჩვენ ამ ნანგრევებში არ უნდა მოვყვეთ. უკრაინა უკვე ევროკავშირში იქნება და მას რატომ უნდა ჰქონდეს მოტივაციაა ჩვენი დახმარების?

საფრთხეები არის მაღალი თუ აქ წინააღმდეგობის განმანთავისუფლებელი მოძრაობა არ შეიქმნება.

თუ ჩვენ ხელი არ გავანძრიეთ, ჩვენ პატრონი არავინ აღმოჩნდება. მხოლოდ წინააღმდეგობა, მხოლოდ რევოლუციური, რეფორმატორული, განმანთავისუფლებელი პლატფორმა მოგვიტანს იმას, რასაც ჰქვია ნამდვილი თავისუფლება და ნამდვილი პროგრესი.

ამიტომ ყველას მოვუწოდებ ოპოზიციურ კოლეგებს, დავანებოთ თავი ინტრიგების ხლართვას თუ რაღაცეებს, ჩემთან ქიშპობის და კბენების დრო არ არის, – განაცხადა სააკაშვილმა.

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *