ცოლზე ძალადობაში მხილებულ შსს-ს მაღალჩინოსანს ელექტრონული სამაჯური შეაბეს

დღის სიახლეები საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსს, პოლიციის პოლკოვნიკ იოსებ სიგუას, რომელსაც ცოლი ძალადობაში ამხელდა, ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს.

ამის შესახებ ინფორმაცია “პირველებს” სიგუას ცოლმა, სოფია სიგუა – შატბერავამ მიაწოდა, რომელიც ამბობს, რომ სახლში ელექტორნული სამაჯურის დამაკავშირებელი აპარატი მიუტანეს. 

ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნულ სიგუას ელექტორნული სამაჯური შეაბეს, ამას უდასტურებენ “პირველებს” შსს-შიც. 

კანონის თანახმად, ახლა იოსებ სიგუას უნდა ჩამოერთვას ყველა იარაღი, რომელიც მის სახელზეა რეგისტრირებული. თუმცა ეს მოთხოვნა პროკურატურას სასამართლომ ჯერ განჩინებით უნდა დაუდასტუროს. 

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *