ასპინძაში, 52 წლის კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა ასპინძის ნაგავსაყრელის მიმდებარედ მოხდა.
როგორც გარდაცვლილის ახლობელმა გვითხრა, კაცს ოთხი დღის განმავლობაში ეძებდენ, დღეს დილით კი მწყემსმა ნახა.
ადგილზე მობილიზებილია პოლიცია და სამაშველო სამსახური.
გარდაცვლილი ასპინძაში ცხოვრობდა.
რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება ამ ეტაპზე უცნობია.
გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი
