თელავში 17 წლის არასრულწლოვანი დაჭრეს

დღის სიახლეები სამართალი

თელავში 17 წლის არასრულწლოვანი დაჭრეს. ინფორმაციას ფეისბუქჯგუფი “მთავარი ამბები კახეთიდან” აბრცელებს.

შემთხვევა გვიან ღამით, ალაზნის გამზირზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში დაიწყო, სადაც ახალგაზრდები იმყოფებოდნენ.

დაპირისპირებას წინ უძღოდა კორპუსის მცხოვრების მიერ ახალგაზრდებისთვის მიცემული შენიშვნა, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება და შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ინციდენტის დროს ერთ-ერთმა პირმა მეორე ცივი იარაღით, ყელის არეში დაჭრა.

17 წლის არასრულწლოვანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

მომხდარ ფაქტე დაწყებულია გამოძიება.

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *