შავ ზღვაში დრონის თავდასხმის შედეგად კონტეინერმზიდი „იანინა“ ჩაიძირა

„როსატომის“ ცნობით, შავ ზღვაში დრონის თავდასხმის შედეგად კონტეინერმზიდი „იანინა“ ჩაიძირა. ამის შესახებ „როსატომის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსეი ლიხაჩოვმა „კომერსანტს“ განუცხადა. „ეს იყო სრულიად ჩვეულებრივი, მშვიდობიანი კონტეინერმზიდი გემი, რომელიც საერთაშორისო წყლებში მიცურავდა და სამოქალაქო ტვირთი გადაჰქონდა – გაყინული საკვებიდან დაწყებული, სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალებით დამთავრებული. ასეთი თავდასხმა არ შეიძლება იქნას განმარტებული, როგორც ზღვაში მეკობრეობა და ძარცვა“, – […]

Continue Reading

„მე მიყვარს საქართველო“ – ნანუკა ჟორჟოლიანმა ახალი კამპანია დაიწყო

ნანუკა ჟორჟოლიანმა ახალი კამპანია დაიწყო. „მე მიყვარს საქართველო“ – ამ სლოგანის გარშემო ქართველმა ტელეწამყვანმა პირველი შეხვედრა გამართა. საგანგებოდ შეირჩა აუდიტორიაც.  ჟორჟოლიანმა ქალებს გაუზიარა საკუთარი ხედვები, როგორ წარმოუდგენია პოლიტიკური პროცესების  განვითარებაა და როგორ შეიძლება ხალხის მიერ დაწყებული ბრძოლა ხალხის გამარჯვებით დასრულდეს. ცნობილია, რომ ქალებთან შეხვედრის შემდეგ, ნანუკა ჟირჟოლიანი გუნდთან ერთად, ანაკლიაში ჩავა და მოსახლეობას შეხვდება.  „მოვივლი […]

Continue Reading

ამერიკის სავიზო დეპოზიტის მაქსიმალური ოდენობა 20000 დოლარით განისაზღვრება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო დეპოზიტის პროგრამის მოთხოვნებს მუდმივს ხდის, – ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ფედერალურ რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის ფედერალური რეესტრის ცნობით, მოთხოვნები ვრცელდება B1 და B2 ვიზებზე, რომლებიც ბიზნესისა და ტურისტული მოგზაურობისთვის გაიცემა. ფედერალური რეესტრის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ 2025 წელს ამოქმედებული სავიზო დეპოზიტის პროგრამის ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე შეფასებამ უწყებას საკმარისი მონაცემები მიაწოდა, რათა […]

Continue Reading

რკინიგზა 10 ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შეძენას გეგმავს – საერთაშორისო ბაზრის კვლევა უკვე გამოცხადდა

საქართველოს რკინიგზამ 10 ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შეძენის მიზნით საერთაშორისო ბაზრის კვლევა გამოაცხადა. რკინიგზის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 10 თანამედროვე ელექტრომატარებლის შეძენა და ექსპლუატაციაში გაშვება. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ხორციელდება. „ბაზრის კვლევაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვეყნებიდან მოძრავი შემადგენლობის მწარმოებელი დაინტერესებული ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები. ახალი ელექტრომატარებლების შეძენა ხელს შეუწყობს […]

Continue Reading

უცხოური სპეცსამსახურებისა და დესტრუქციული ძალების მცდელობები წარმატებით აღიკვეთა. თუმცა, საფრთხეები არ გამქრალა – პრემიერი

11 წლის წინ შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – ინსტიტუტი, რომელიც უმთავრეს როლს ასრულებს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სახელმწიფო სუვერენიტეტის და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისა და წინსვლის უმთავრესი ფუნდამენტი მშვიდობა და სტაბილურობაა, […]

Continue Reading

ეს არ შეესაბამება სიმართლეს – განათლების მინისტრის განმარტება 100%-იანი დაფინანსების მიღებაზე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა და მათ კითხვებს უპასუხა. მინისტრმა აღნიშნა, რომ პირველი ორი სემესტრის განმავლობაში სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი სრულად დაფინანსდება, თუმცა ამ ორი სემესტრის განმავლობაში მათ უნდა უზრუნველყონ, დადგენილი კრედიტების მინიმუმ 80%-ის მიღება, რომ მესამე სემესტრში 100%-იანი დაფინანსება შეინარჩუნონ. მისი თქმით, იმ […]

Continue Reading

პენსიონერებს 48 983 ლარი მოპარეს – როგორ მუშაობდა თაღლითური სქემა

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლად ასაღებდა თავს და თბილისში მცხოვრებ პენსიონერებს უკავშირდებოდა და კომუნალურ შეღავათებთან დაკავშირებით მათ პირად მონაცემებს უკანონოდ ეუფლებოდა. საქმის მასალების მიხედვით, ამის შემდგომ ბრალდებული იმავე პირებს ეროვნული ბანკის წარმომადგენლის სახელით კვლავ უკავშირდებოდა, ატყობინებდა, თითქოს მათი საბანკო ანგარიშები დაბლოკვისა […]

Continue Reading

სამართალდამცველებმა ძებნილი მეტსახელად „ფაიფურა“ დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად „ფაიფურა“ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირის მიმართ 2026 წლის 15 აპრილიდან სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო და მასზე ძებნა გამოცხადდა. სამართალდამცველებმა იგი თბილისში დააკავეს. „სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეებს შორის არსებული […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 1 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში – ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +14, +19°, დღისით +27, +32°; მაღალ მთაში ღამით +10, +15°, დღისით +25, +30°. აღმოსავლეთ საქართველოში – ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია […]

Continue Reading

1 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია1 აგვისტოს ღირსი მაკრინას – ბასილი დიდის დის, ღირსი დიოსის და ღირსი სერაფიმე საროველის ნაწილთა პოვნას აღნიშნავს. ღირსი მაკრინე – და ბასილი დიდისა ღირსი მაკრინე წმიდა მღვდელმთავრების, ბასილი დიდისა და გრიგოლ ნოსელის და, კაბადოკიაში დაიბადა IV საუკუნის დასაწყისში. თორმეტი წლის იყო წმიდანი, როცა ღირსეულ ყმაწვილზე დაწინდეს, მაგრამ, ღვთის ნებით, ჯვრისწერამდე ცოტა ხნით ადრე […]

Continue Reading

დანაზოგი ლარსა და დოლარში… – ირაკლი კობახიძემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. დოკუმენტში პრემიერმა 2025 წელს მიღებული შემოსავლები და გაწეული ხარჯები, ასევე საკუთარი აქტივები მიუთითა. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს პრემიერ-მინისტრს არ შეუძენია ახალი უძრავი ქონება. ის 2016 წლიდან მხოლოდ ერთ ბინას ფლობს, რომელიც თბილისში წყნეთის გზატკეცილზე მდებარეობს და 157.8 კვადრატული მეტრის ფართობის არის, რომელიც ჩუქებით მიიღო. ასევე ფლობს ამავე […]

Continue Reading

მაკა ბოჭორიშვილი: დიდი შეცდომა იქნებოდა საქართველოს მხრიდან, რომ დღევანდელ მსოფლიოში ფოკუსი მხოლოდ ერთ პარტნიორზე გაესწორებინა

ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მიზნები, რაც წერია კონსტიტუციაში, თუმცა ეს არ გამორიცხავს და პირიქით, საჭიროებს პარტნიორობის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოსა და ცენტრალური აზიის პარტნიორობაზე საუბრისას. მისი თქმით, ცენტრალურ აზიასთან ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, პოტენციალი არის უზარმაზარი, რაც სიკეთეს მოუტანს როგორც ჩვენს ქვეყანას, ასევე, საქართველოსთან თანამშრომლობა მათ ინტერესშია. […]

Continue Reading

დოლარი იაფდება, ევრო გაძვირდა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6259 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6259 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6272 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0206 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9916 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს – გამოძიება პოლიტიკოსს პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო ედავება

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილს რიგით მეოთხე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება ოფიციალურად წაუყენეს. როგორც რუსთავის მე-5 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ, ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, ელისაშვილს ბრალი პოლიციელის, შოთა ჭიპაშვილის მიმართ ნათქვამი სიტყვის – „არაკაცის“ გამო წაუყენეს. „ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც სასამართლოს შეურაცხყოფას გულისხმობს და რაც გამოიხატა […]

Continue Reading

დასრულდა სასულიერო პირთა გადამზადება „ღირებულებით განათლებაში“

შემოქმედის ეპარქიაში დასრულდა სასულიერო პირთა გადამზადება „ღირებულებით განათლებაში“. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იუწყება. მათივე ინფორმაციით, ოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში, გადამზადების დამადასტურებელი სერტიფიკატები 36 სასულიერო პირს გადაეცა. გადამზადების ფარგლებში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა ისაუბრა ღირებულებითი განათლების კლუბების საქმიანობის ძირითად პრინციპებზე, სასკოლო გარემოში სასულიერო პირთა როლსა და […]

Continue Reading

კახა კალაძე: აშშ-ის პრეზიდენტის დღევანდელ ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა, ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც არსებობდა ქართველი ხალხის მიმართ, მარტივი გადაწყვეტილებებით გამოასწოროს

„ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და მზად ვართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან“, – აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელის და სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის დევიდ კრამერის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას. მისი თქმით, იან კელი და დევიდ კრამერი არ ემსახურებიან საკუთარ ქვეყანას დაე.წ. დიფ სთეითის წარმომადგენლები არიან. „ეს ორი ადამიანი – […]

Continue Reading

დასაკარგი არაფერი მაქვს, არ ციხის მეშინია არც სიკვდილის! – მალხაზ მაჩალიკაშვილი მოძრაობის დაფუძნებას აანონსებს

მალხაზ მაჩალიკაშვილი გეგმავს, დააფუძნოს მოძრაობა ერებისა და მამულის დაცვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. მისივე თქმით, თავზე პასუხს არ აგებს, ვინც ამის განხორციელებაში ხელს შეუშლის. “ერთ სიტყვით, არ ვიცი ეს რამდენად გამომივა, მაგრამ სერიოზულად ვფიქრობ, მიუხედავად ყველანაირი სირთულეებისა, დავაფუძნო მოძრაობა, საქართველოს ერების და მამულის დაცვა. ვინც ამ ჩემს იდეების განხორციელებაში ხელს შემიშლის, ჩემს თავზე […]

Continue Reading

უკრაინამ ომში, დაახლოებით, 50 000 ჯარისკაცი დაკარგა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ომში, დაახლოებით, 50 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 400 000 კი დაშავდა. „ბოდიშს გიხდით, გულწრფელად რომ ვთქვა, არ მინდა ამაზე ზედმეტად გულახდილი ვიყო, რადგან რუსები გაიგებენ, რა ხდება ჩვენს არმიასთან დაკავშირებით. ჩვენ გვყავს, დაახლოებით, 50 000 დაღუპული ჯარისკაცი და დაახლოებით 400 000 დაჭრილი. ასევე არიან დიდი რაოდენობით უგზო-უკვლოდ დაკარგულები“, […]

Continue Reading

წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ, რომელიც განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის – მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები იტალიურ კომპანია Italfarmaco-სთან, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ “ჯივინოსტატის” შეძენის შესახებ. მინისტრის განცხადებით, ეს მედიკამენტი განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე. “წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები იტალიურ კომპანია Italfarmaco-სთან, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება მედიკამენტ “ჯივინოსტატის” შეძენის შესახებ. ეს მედიკამენტი განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის […]

Continue Reading

მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია “თბილისი ცენტრალში” გაიხსნება

მერაბ დვალიშვილის სახელობის MMA აკადემია “თბილისი ცენტრალში” გაიხსნება. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” სავაჭრო ცენტრ “თბილისი ცენტრალის” აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა განაცხადა. ბიზნესმენის ინფორმაციით, მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია მიმდინარე წლის ბოლომდე გაიხსნება. “მერაბ დვალიშვილთან ერთად ვამუშავებთ ამ პროექტს. შეიქმნება საქართველოში ყველაზე სერიოზული საწვრთნელი ბაზა ამ მიმართულებით. ეს იქნება ერთობლივი პროექტი, რომლის დეტალებიც სექტემბრის ბოლოს გახდება […]

Continue Reading

ოპოზიცია ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების დასაბრუნებლად საკონსტიტუციო სარჩელის მოსამზადებლად კამპანიას იწყებს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების დასაბრუნებლად საკონსტიტუციო სარჩელის მოსამზადებლად კამპანიას – „ემიგრანტის ხმა“ იწყებს. როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა თენგიზ თევზაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „ქართული ოცნების“ მიერ “საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებებით, ემიგრანტების საარჩევნო ხმის უფლება ჩამოერთვათ, რაც მისივე თქმით, არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა. “2024 წლის გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ემიგრანტების ხმების მხოლოდ […]

Continue Reading

შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის

2 აგვისტოს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იუწყება. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება. ამავე დღეს პატრიარქის მიერ დალოცვილი გვარები ილიაობის დღესასწაულის აღსანიშნავად, ასევე შეიკრიბებიან სამების საპატრიარქო ტაძარში. წირვის შემდეგ მისი უწმინდესობა და […]

Continue Reading

მხარს ვუჭერ ესპანეთისთვის შენგენის ზონის დახურვას – იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი ესპანეთისთვის შენგენის ზონის დახურვის მოწოდებით გამოდის მას შემდეგ, რაც 30 ივლისს ასობით მიგრანტმა მაროკოდან ჩრდილოეთ აფრიკის ანკლავ სეუტაში საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა. „მხარს ვუჭერ ესპანეთისთვის შენგენის ზონის დახურვას და სრულ ნდობას ვუცხადებ [იტალიის შინაგან საქმეთა] მინისტრ პიანტედოზის ქმედებებს. არალეგალური და უკონტროლო იმიგრაცია ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. სეუტადან გავრცელებული კადრები აჩვენებს, რამდენად […]

Continue Reading

ნანუკა ჟორჟოლიანი – მიხეილ სააკაშვილი თუ იტყვის, რომ პრემიერობის კანდიდატი ხდება, ეს თამაშის წესებს გაამარტივებს

მიშა თუ იტყვის, რომ პოლიტიკაში შემოდის, ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პოლიტიკური სუბიექტი და პრემიერობის კანდიდატი, ეს გაამარტივებს თამაშის წესებს, – ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარს არ ამბობს, თუმცა აქვს პირობა, რომელიც გულისხმობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი გახდეს ცხადი. „ჩემი მთავარი პირობაა – მიხეილ […]

Continue Reading

„დოიჩე ველეს“ გამოძიება: „ეპშტეინის ფაილებში“ სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა პერსონალური მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი აღმოჩნდა

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ „ეპშტეინის ფაილებში“ სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა პერსონალური მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი აღმოჩნდა. „დოიჩე ველეს“ გამოძიება აჩვენებს, რომ უწყების მიერ ხარვეზის გამოსწორების დაპირების მიუხედავად, დოკუმენტების ნაწილში კონფიდენციალური ინფორმაცია ამ დრომდე საჯაროა. გერმანულმა მაუწყებელმა რამდენიმე თვის განმავლობაში 800 000-ზე მეტი ფაილი შეისწავლა. ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ დოკუმენტების ნაწილი შეიცვალა ან წაიშალა, თუმცა ათეულობით […]

Continue Reading

ekalata.gov.ge–ზე საყოფაცხოვრებო და ჰიგიენის პროდუქტებიც დაემატა

www.ekalata.gov.ge–ზე პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქტები დაემატა. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან მომხმარებელს, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტთან ერთად, 10 საბაზისო არასასურსათო პროდუქტზეც შეუძლია საუკეთესო შეთავაზებები იხილოს. საბაზისო არასასურსათო პროდუქტების ჩამონათვალშია: 11:00 საათის მდგომარეობით, 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტის მიხედვით, ყველაზე დაბალი ჯამური ღირებულება 37.65 ლარია. 10 საბაზისო არასასურსათო პროდუქტის მიხედვით, კი ყველაზე დაბალი ჯამური ღირებულება 38.16 […]

Continue Reading

სისხლიანი გარჩევა გორში – დაკავებულია ერთი პირი

სამართალდამცავებმა გორში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მამამკაცმა კაფე-ბარში დაწყებული კონფლიქტის გამო, ორ პირს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 ივლისს, […]

Continue Reading

თბილისში არასრულწლოვანმა, ცივი იარაღის გამოყენებით, ტაქსის მძღოლი დაჭრა – კონფლიქტი მგზავრობის საფასურის გამო მოხდა

დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც ცივი იარაღის გამოყენებით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა ტაქსის მძღოლს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტაქსის მძღოლსა და არასრულწლოვანს შორის კონფლიქტი მგზავრობის საფასურის გამო დაიწყო. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მგზავრობის საფასურის გამო ტაქსის […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 31 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისს ამინდი საქართველოში კვლავ განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე […]

Continue Reading

31 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 31 ივლისს ღირსმოწამე კოზმა ხუცესმონოზონის, მოწამე ემელიანეს, მოწამე იაკინთე ამასტრიდელის,ღირსი პამვა მეუდაბნოის ხსენების დღეს აღნიშნავს წმინდა კოზმა ხუცესმონაზონი წმიდა. მამა მოღვაწეობდა მე–16 საუკუნეში. დავით გარეჯის მონასტერში. მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ შემონახულა. ანტონ კათალიკოსი გადმოგვცემს, რომ იყო: „კაცი უმანკო, წრფელი, კეთილმწიგნობარი, შუენიერი მეფსალმუნე, “სიბრძნით გამომთქმელ, წერილთ ჯეროვან ავქსო”, თან ამბობს, ჩემს სიყმაწვილეში […]

Continue Reading

სემეკ-ის მოსაზრება, თუ რამ გამოიწვია 24 ივლისს სისტემაში მომხდარი ავარია

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დღევანდელ სხდომაზე, სემეკ-ის სამუშაო ჯგუფმა წარადგინა საკუთარი მოსაზრება თუ რამ გამოიწვია 24 ივლისს სისტემაში მომხდარი ავარია, რის შედეგადაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა. სემეკ-ის სხდომიდან ამ საკითხის შესწავლის შედეგად, სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული მოსაზრების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. კერძოდ, მათი ცნობით, 24 ივლისს საქართველოს ენერგოსისტემა დარჩა იზოლირებული […]

Continue Reading

ქობულეთში, ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო

ქობულეთში, ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. არსებული ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცი მაშველებმა ზღვიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი ამოიყვანეს. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კი მისი გარდაცვალება დაადასტურა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

მთავრობის საკადრო ცვლილებების დამადასტურებელი ბრძანებები გამოიცა

მთავრობაში საკადრო ცვლილებების დამადასტურებელი ბრძანებები გამოიცა. პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გამოცემული ბრძანების მიხედვით, კახაბერ გულედანმა რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტი დატოვა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გახდა. გულედანმა ახალ პოზიციაზე ვახუშტი ბაგრატიონი ჩაანაცვლა, რომელიც თავის მხრივ პირველი მოადგილის პოსტიდან მოიხსნა და მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა. გარდა ამისა, გამოიცა ბრძანება მამუკა მდინარაძის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობიდან […]

Continue Reading

ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოს სჭირდება სომხეთი, ისევე როგორც სომხეთს სჭირდება საქართველო

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, როგორც საქართველოს სჭირდება სომხეთი, ისე სომხეთს სჭირდება საქართველო. აღნიშნული განცხადება ფაშინიანმა სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის გაძლიერების კონტექსტში გააკეთა. მან ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ 2024 წელს გაკეთებული განცხადება გაიხსენა. მაშინ ლუკაშენკომ თქვა, რომ სომხეთი ევრაზიულ კავშირში შემავალი ქვეყნების გარდა, სხვას არავის სჭირდება. „საქართველოს სომხეთის რესპუბლიკა ძალიან სჭირდება. სომხეთის რესპუბლიკას ძალიან სჭირდება საქართველო. […]

Continue Reading

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი ვ. დიაზი იქნება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი ვ. დიაზი იქნება. აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა საქართველო ერთი კვირის წინ დატოვა. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ემი დიაზს სხვადასხვა დროს ეკავა შემდეგი თანამდებობები: საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე აშშ-ის საელჩოში ლილონგვეში (მალავი); აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა ბიუროს პოლიტიკისა და გლობალური საკითხების ოფისის […]

Continue Reading

თბილისის ტრამვაის ტენდერში მონაწილე თურქული კომპანია YDA İnşaat-ი შედეგებს ასაჩივრებს

თბილისში დიდი დიღომი-დიდუბის ტრამვაის ხაზისა და დეპოს მშენებლობის საერთაშორისო ტენდერში მონაწილე თურქულმა ერთობლივმა საწარმომ – YDA İnşaat Sanayi ve Ticaret A.Ş. – Gülermak Ağır Sanayi İnşaat ve Taahhüt A.Ş.-მა გამარჯვებულის გამოვლენა გაასაჩივრა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ტენდერის შედეგების გადახედვისკენ მოუწოდა. კომპანია ამტკიცებს, რომ გამარჯვებულად შერჩეული ერთობლივი საწარმო EYE (EmreRay Enerji İnşaat, Yüksel İnşaat და Erk […]

Continue Reading

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი ე.წ. შამფურით დაჭრეს

სისხლიანი დაპირისპირება არასრულწლოვნებს შორის ჩხოროწყუში –  “პირველების” ინფორმაციით, სოფელ ხანწკში მოზარდი ე.წ. “შამფურით” დაჭრეს.  როგორც ადგილობრივები ამბობენ, გუშინ დღის პირველ ნახევარში მომხდარ შემთხვევას წინ  არასრულწლოვანებს შორის მომხდარი შელაპარაკება უძღოდა. სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. დაშავებული არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის ამ დრომდე ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც […]

Continue Reading

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ბოლო პერიოდში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები  მოქალაქეებს მობილური აპლიკაცია WhatsApp-ის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უკავშირდებიან და თავს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებად აცნობენ. ამასთან, ისინი უკანონოდ იყენებენ ეროვნული ბანკის ლოგოს, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, აღნიშული პირები მოქალაქეებს თითქოსდა სებ-ის მიმართ არსებული სასესხო ვალდებულების დაფარვასა და სხვა მსგავს ფინანსურ ოპერაციებში დახმარებას სთავაზობენ. […]

Continue Reading

საინიციატივო ჯგუფი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების დასაცავად საკანონმდებლო ბაზის მომზადებას ითხოვს

მსახიობმა გიორგი შანიძემ, რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ და ბათუმის თეატრის დირექტორმა, კოტე მჟავიამ ახალი საინიციატივო ჯგუფი დააფუძნეს, რომლის მიზანია, მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ეროვნული გმირების, ქართული ენის, ისტორიული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ღირებულებების სათანადო სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს. „თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. თუმცა, ეს უფლება, არ შეიძლება, იქცეს ინსტრუმენტად იმ სიწმინდეების და […]

Continue Reading

რა ჯინი გჭირთ ასეთი საქართველოს რეგიონების? – გახარიას საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი ხელისუფლებას მიმართავს

ძალოვნების გენერალ კორდინატორობიდან გაშვებული მდინარაძის რეგიონების კორდინატორად დანიშვნაა გამოსავალი? რა გინდათ, რას ერჩით რეგიონებს, რა დაგიშავათ ასეთი, იქნებ გაგვაგებინოთ? ამის შესახებ გიორგი გახარიას საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე შალვა კერესელიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. ამით ის გამოეხმაურა მორიგ საკადრო ცვლილებას, რომელიც მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით განხორციელდა. მისი თქმით, “ამ მდარე პოლიტიკური საცირკო კარუსელის მაგივრად, საქმეს მიხედეთ თუ რეგიონებზე, […]

Continue Reading

წყალწითელაში 30 წლის მამაკაცი დაიხრჩო

მდინარე წყალწითელაში 30 წლის ავთო ცაავა დაიხრჩო. “ალიას” ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენას შემთხვევის ადგილზე მყოფი მისივე მეგობარი და კიდევ ერთი ადამიანი ცდილობდნენ. თუმცა, უშედეგოდ. „აღარასდროს აღარავინ ჩახვიდეთ ამ ადგილას. უმორჩილესად გთხოვთ, იცოდეთ, ეს წყალია სიკვდილის წყალი (წყალწითელა). არასდროს ამომივა გონებიდან ეს, რაც მოხდა. 30 წლის ბიჭი ჩაითრია მდინარემ, საშინელებაა, როცა უყურებ და ვერ შველი,“ – წერს […]

Continue Reading

ბენ აფლეკმა 1 მილიონი დოლარი მოიგო შოუში „ვის უნდა გახდეს მილიონერი?“

ჰოლივუდის მსახიობმა ბენ აფლეკმა Jeopardy!-ს ჩემპიონ ჯეიმი დინგთან ერთად მოიგო 1 მილიონი დოლარის პრიზი შოუში „ვის უნდა გახდეს მილიონერი?“. ყველა მოგება მსახიობის საქველმოქმედო ორგანიზაციას, აღმოსავლეთ კონგოს ინიციატივას გადაეცემა. ფინალურ რაუნდში დუეტს რთული კითხვა დაუსვეს აშშ-ის პრეზიდენტების მიერ შეწყალებული ინდაურების სახელებთან დაკავშირებით. ტელეწამყვან ჯიმი კიმელის მინიშნებებისა და რჩევების გამოყენებით, აფლეკმა გარისკა და სწორი პასუხი გასცა. საინტერესოა, […]

Continue Reading

უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს, მათ შორის არიან რუსეთის მოქალაქეებიც

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: საუდის არაბეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, თურქეთის, ჩინეთის, რუსეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, სუდანის, ერაყის, ქუვეითის, ნიგერიის, ბელარუსის, კუბის, კოტ დივუარის, მადაგასკარის, ალბანეთის, უზბეკეთის, ლიბანის, მაროკოს, […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 30 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერ-კავკასიის ჩრდილოეთიდან მომქმედი ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. თბილისი: ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +32°; სოხუმი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +28°;ბათუმი: […]

Continue Reading

30 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 30 ივლისს დიდმოწამე მარინეს იხსენიებს და ღირსი ლაზარე გალისიელის ნაწილთა აღმოყვანებას აღნიშნავს. წმიდა დიდმოწამე მარინე წმიდა დიდმოწამე მარინე პასიდიის ანტიოქიაში მცხოვრები წარმართი ქურუმის ოჯახში დაიბადა. დედით ადრეულ სიყმაწვილეშივე დაობლებულ შვილზე ზრუნვა მამამ ძიძას მიანდო. კეთილმსახურმა გამდელმა ქრისტიანული სარწმუნოების ერთგულებით აღზარდა ნეტარი. ამასობაში იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) ქრისტიანების სასტიკი დევნა დაიწყო. მართლმორწმუნეთა დასასჯელად ანტიოქიაში […]

Continue Reading

იმოქმედეთ მეგობრებო, რათა მეგობარი აქტი შემოდგომამდე იქნეს მიღებული – ლეიბორისტული პარტია სენატში რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერს მიმართავს

იმოქმედეთ მეგობრებო, რათა მეგობარი აქტი შემოდგომამდე იქნეს მიღებული. ამის შესახებ საქართველოს ლეიბორისტული პარტიის მთავარი პოლიტიკური კომიტეტის ამერიკის შეერთებული შტატების სენატში უმრავლესობის ლიდერის ჯონ თუნისადმი წერილშია ნათქვამი, რომელსაც თავის ფეისბუქ გვერდზე პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აქვეყნებს. “პრესექსპრესი” წერილს უცვლელად გთავაზობთ: “ამერიკის შეერთებული შტატების სენატში რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერს ბატონ Leader John Thune ასლი ინფორმაციისათვის – ამერიკის შეერთებული […]

Continue Reading

მსოფლიოში საუკეთესო კერძები გამოვლინდა – რეიტინგში ორი ქართული კერძია

მსოფლიოს საუკეთესო 100 კერძს შორის ქართული სამზარეულოდან მწვადი და აჭარული ხაჭაპური მოხვდა – ამის შესახებ აღნიშნულია Tasteatlas-ის განახლებულ რეიტინგში. უფრო კონკრეტულად, 100 საუკეთესო კერძს შორის მწვადი 86-ე ადგილზეა 4.34 ქულით, ხოლო აჭარული ხაჭაპური 4.33 ქულით 91-ე ადგილს იკავებს. Tasteatlas-ის მონაცემებით მსოფლიოში საუკეთესო კერძი პარაგვაის ვორი-ვორია. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო 10 კერძიდან 3 იტალიური სამზარეულოდანაა. კერძოდ, 2025-26 […]

Continue Reading

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი კუპრაძე

“ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე მამუკა მდინარაძისთვის ახალი თანამდებობის შექმნას ეხმაურება და ამბობს, რომ “ათას სამსახურზე გადამხტარ და ნაყალბევ გენერალ მაიორს ე.წ პრემიერი, უკვე მეორე სახელმწიფო თანამდებობას არგებს”.  სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტში ირაკლი კუპრაძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია”.  “სუსიდან” გამოაგდეს, ძალოვნების კოორდინატორობიდან გამოაგდეს, სქროლვა-სქრინვის სამსახურიდან გამოაგდეს და ამ […]

Continue Reading

ეს კაცი ხაშლამასავით ჩამოტარებით არის – მიხვდი შე დალოცვილო, რომ არ არის შენი ადგილი – შარაშიძე მდინარაძეზე

ეს კაცი [მამუკა მდინარაძე] ხაშლამასავით ჩამოტარებით არის – მიხვდი შე დალოცვილო, რომ არ არის შენი ადგილი , – ასე ეხმაურება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი შარაშიძე რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნისა და ამ პოზიციაზე მამუკა მდინარაძის წარდგენის გადაწყვეტილებას. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, რამდენიმე თვის წინ შექმნილი მაკოორდინირებელი სტრუქტურა, რომელსაც […]

Continue Reading

იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს… გამოწვევა მიღებულია, ბატონო პრემიერო – დაუღალავად ვიბრძოლებ

საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს . შესაბამისი განცხადება პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე გააკეთა. მისივე თქმით, მამუკა მდინარაძე კვლავაც შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობას. პრემიერის თქმით, ამ დროის განმავლობაში გაწეული სამუშაო იძლევა შესაძლებლობას, სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია და მუშაობა მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე იქნას უზრუნველყოფილი. შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა […]

Continue Reading