დასაკარგი არაფერი მაქვს, არ ციხის მეშინია არც სიკვდილის! – მალხაზ მაჩალიკაშვილი მოძრაობის დაფუძნებას აანონსებს

დღის სიახლეები საზოგადოება

მალხაზ მაჩალიკაშვილი გეგმავს, დააფუძნოს მოძრაობა ერებისა და მამულის დაცვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე თქმით, თავზე პასუხს არ აგებს, ვინც ამის განხორციელებაში ხელს შეუშლის.

“ერთ სიტყვით, არ ვიცი ეს რამდენად გამომივა, მაგრამ სერიოზულად ვფიქრობ, მიუხედავად ყველანაირი სირთულეებისა, დავაფუძნო მოძრაობა, საქართველოს ერების და მამულის დაცვა.

ვინც ამ ჩემს იდეების განხორციელებაში ხელს შემიშლის, ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.

დასაკარგი არაფერი არ მაქვს, არ ციხის მეშინია არც სიკვდილის! სამშობლოს და ევროპული ფასეულობების, ჩვენი ტრადიციების დაცვა, ყველა ჩვენთაგანის ვალია!

აბა ვინ მომხრე, ვინ წინააღმდეგი ვნახოთ” – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *