მდინარე წყალწითელაში 30 წლის ავთო ცაავა დაიხრჩო. “ალიას” ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენას შემთხვევის ადგილზე მყოფი მისივე მეგობარი და კიდევ ერთი ადამიანი ცდილობდნენ. თუმცა, უშედეგოდ.
„აღარასდროს აღარავინ ჩახვიდეთ ამ ადგილას. უმორჩილესად გთხოვთ, იცოდეთ, ეს წყალია სიკვდილის წყალი (წყალწითელა). არასდროს ამომივა გონებიდან ეს, რაც მოხდა. 30 წლის ბიჭი ჩაითრია მდინარემ, საშინელებაა, როცა უყურებ და ვერ შველი,“ – წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი თეკლა ზარანდია.
ამ დროისთვის სხვა დეტალების შესახებ არაფერია ცნობილი.
“ალია”
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
