საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს . შესაბამისი განცხადება პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე გააკეთა.
მისივე თქმით, მამუკა მდინარაძე კვლავაც შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობას.
პრემიერის თქმით, ამ დროის განმავლობაში გაწეული სამუშაო იძლევა შესაძლებლობას, სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია და მუშაობა მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე იქნას უზრუნველყოფილი. შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება.
ასევე, პრემიერის თქმით, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების პირობებში, არსებითად დანიშნულებას კარგავს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო და შესაბამისად ისიც სექტემბერში გაუქმდება.
რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი, კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას, ხოლო სექტემბრის პირველ კვირამდე, მამუკა მდინარაძე დაიკავებს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას.
რეგიონები ჩვენ გუნდში განსაკუთრებული პრიორიტეტია, ამიტომ ვარქმევ გამოწვევად და არა მხოლოდ ამიტომ, იმიტომაც, რომ ამ მიმართულების გაძლიერება ერთის მხრივ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და გამოწვევაა, ერთი კარგი მიზნის, რომ ჩვენს რეგიონებში თუ რამე მიზანი გვაქვს დასახულ, კიდევ უფრო სწრაფად აღვასრულოთ , – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა მამუკა მდინარაძემ გაანცხადა.
მდინარაძის თქმით, მისთვის ახალი თანამდებობა დიდი გამოწვევაა, მეორე მხირვ, დიდი პატივია.
მდინარაძე პირობას დებს, რომ „დაუღალავად იბრძოლებს.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
